ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი, ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%

„მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს.

„არსებობს ედისონ რისერჩის“ კვიპროსის ცნობილი ფილიალი, რომელიც თავის კვლევებს აქვეყნებს. სხვათა შორის, თვითონ ოპოზიციის მხრიდან გახდა კრიტიკის საგანი ეს კვლევები. ისე მოხდა, რომ უკვე ერთმანეთი გააკრიტიკეს. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ როცა კვლევას აყალბებ, იქ რაღაც ზომიერება მაინც უნდა გამოიჩინო. აქ ისეთი რაღაც დაწერეს, პერსონალური რეიტინგების ნაწილში მარგველაშვილი გაიხსენეს, რომელსაც 63% მიუწერეს, როცა საქართველოში არ ახსოვს 6,3%-ს, ვინ არის გიორგი მარგველაშვილი და ჰყავდა თუ არა ასეთი პრეზიდენტი როდისმე ჩვენს ქვეყანას. ასეთი მარტივი მანიპულაციებით არ შეიძლება სცადო ფონს გასვლა. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, არის კონკრეტული პარტიები, რომლებსაც ათი და მეტი პროცენტით გაუზარდეს რეიტინგი. 2%-ის მაგივრად უწერია 12%.

დღეს ორი სუბიექტი ლახავს ოპოზიციიდან ბარიერს. ვიდრე დაიწყებოდა გაერთიანება, მანამდე იყო ერთი – მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ლახავდა ბარიერს. ახლა არის ორი სუბიექტი, რომელიც ახერხებს დღევანდელი მოცემულობით ბარიერის გადალახვას. კონსოლიდაციის შემდეგ მეორე სუბიექტი გაჩნდა, ვისაც აქვს დღევანდელი მოცემულობით 5%-ზე მეტი. რეალურად ყველა „ნაცმოძრაობაა“, მათ ჰქვიათ ახალი სახელები. გინდა გერქვას „ახალი“, „ლელო“, „გახარია“, გინდა „ევროპული საქართველო“, ყველა ერთი პოლიტიკური სუბიექტია. მათ აკავშირებთ საერთო პატრონი. რეალურად, ეს არის მათი გამაერთიანებელი. აქედან გამომდინარე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მეორე ან მესამე პარტია. მოცემულობა არის ასეთი – არის „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, თუ გაერთიანება, რომელიც ლახავს ბარიერს, თუმცა, ამ ორ სუბიექტს ერთად აქვს დაახლოებით 20%-იანი რეიტინგი. ანუ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60% რეიტინგი, მათ დაახლოებით 20%. დანარჩენი იკარგება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. სამის მიღმა ყველა დანარჩენი სუბიექტის რეიტინგი არის 20%“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვლადიმერ ბოჟაძე – ბათუმში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობა, რომელიც მიუღებელია

პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბათუმში გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ბათუმში მოხდა, დაპირისპირება იყო. „ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიასთან მიმართებაშიც დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმეზე დაწყებულია. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა. გუშინ რაც „შერატონში“ მოხდა, დაპირისპირება იყო. ეს იყო ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „მოვისმინე ზვიად ქორიძის განცხადება, გახარიას პოსტი გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ და ვიცი მთავარი, რომ დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ძალადობა მიუღებელია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ. მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. ჩემს თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. მეც გამოძიების შედეგებს ველოდები. მოვისმინე ზვიად ქორიძის პოზიცია და დამოკიდებულება, ზვიად ქორიძემ თავად მოჰყვა და თქვა, რომ ფეხებს ურტყამდა მაგიდასო. უფლება არ მაქვს ზვიად ქორიძის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველა ერთად გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი...

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ: "მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე  და ჟურნალისტ  ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს  და  მოუწოდებს  საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ  პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე  თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე – დაღუპულია 4 ადამიანი

თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვარშავაში დონალდ ტუსკს შეხვდება

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ზელენსკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდება. 2025 წლის პირველი იანვრიდან პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. მანამდე საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა. დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის განმავლობაში პოლონეთი ეცდება, უკრაინა სათანადო მხარდაჭერით უზრუნველყოს.

ბოლო სიახლეები