ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების“ მიერ „ვარდების რევოლუციაზე“ საუბარი თავხედობაა

ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთისთვის – ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, რომ ამ პირობებში „ნაციონალების“ მხრიდან „ვარდების რევოლუციაზე“ საუბარი თავხედობაა.

„იცით, „ვარდების რევოლუციამ“ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადამიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის – ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა. ასეთ დროს „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“, არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შიდა დაპირისპირების ხარჯზე მცირდება და არავითარ დოკუმენტს არ აქვს დაპირისპირების დასრულების რესურსი.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით წარმართულ პროცესებს, ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე გრძელდება კინკლაობა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ამის რესურსი არავითარ დოკუმენტს არ აქვს, ბუნებრივია, კინკლაობა გაგრძელდება და დაპირისპირება გაგრძელდება. ეს ყველაფერი კარგია. კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მცირდება ამ კინკლაობის და დაპირისპირების ხარჯზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე, შარშან იმავეს როცა ვამბობდი, აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მიხარია იმის მოსმენა, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე. შარშან მე იმავეს როცა ვამბობდი, ქალბატონი სალომე აცხადებდა, რომ „ერთობა არის შემოგდებული თემა“. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება გამოიწვევს „რეჟიმის დემონტაჟს“.„რუსული რეჟიმის მიერ შემოგდებულმა და ბევრის მიერ ატაცებულმა თემამ – „მოვა მიშა და შეგვჭამს“ – ძალიან დახია უკან ჩვენი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და, რაც მთავარია, საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის დემონტაჟამდე. ჯერჯერობით ახალ-ახალი რეპრესიებით ეს პროვინციული ტირანია ამოწმებს წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეს, იმის მაგივრად, ჩვენ ვამოწმებდეთ მათ სიმტკიცეს რეჟიმში გაჩენილი ბზარების ფონზე. პოლიცია კი არ უნდა გვავიწროებდეს, იქით უნდა ვუტევდეთ ამ ფორმაში გამოწყობილ მოძალადეებს, ჯარიმებს კი არ უნდა ვითმენდეთ, არამედ უკვე შედგენილი უნდა გვქონდეს ჩამოსართმევი, მოპარული ქონების სია და ფინანსურ მაქინაციებზე აქტიურად უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციებს უცხოელ მეგობრებს.„ვარდების რევოლუციის“ წინ მე ვიყავი ჩასული ბელგრადში მათი წინააღმდეგობის მოძრაობის გამოცდილების შესასწავლად და ბევრი რამ რაც ვისწავლე, გამოვიყენე კიდევაც 2003 წელს. ახლაც ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორ იბრძვიან სერბები და გადმოვიღოთ მათი ახლანდელი გამოცდილება. სერბეთსაც მართავს პრორუსული ავტორიტარული კორუფციული რეჟიმი და მათთან დაპირისპირება ძალიან ჰგავს ჩვენს სიტუაციას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ხანძარი საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა, ერთი ადამიანია დაღუპული, 200-მდე სახლი – დაზიანებული

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ ხანძარს ებრძვინ, რომელიც საცხოვრებელ ზონაში გავრცელდა.„როიტერის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული.თურქეთის ხელისუფლებამ ეგეოსის ზღვის კურორტ ჩეშმესთან მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტა.თურქეთის დასავლეთით გაჩენილმა ხანძრებმა დაახლოებით 200 სახლი დააზიანა.ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შესთავაზეს.ხანძრის გამო თურქეთში კვირის დასაწყისში 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.რექტორის მიმართვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.დავით გურგენიძე თავის მიმართვაში ხაზს უსვამს იმ გზის მნიშვნელობას, რომელსაც ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე გაივლიან.მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ჩაბარება დიდ მიზანთან მიახლოების პირველი ეტაპია. რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარანტირებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც მომავალ სტუდენტებს საქართველოს განათლების სისტემა აძლევს და რაც მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის, ასევე, პროფესიონალისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების საშუალებას აძლევს.„ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.21-ე საუკუნე ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რომელშიც პროფესიონალიზმი და თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომები აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობისთვის.ახალგაზრდებო, სწორი საგანმანათლებლო სივრცის არჩევა გადამწყვეტ როლს თამაშობს, როგორც თქვენს ცხოვრებაში, ასევე ჩვენი საზოგადოების წინსვლაში. განათლება არის საძირკველი, რომელზეც შენდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, რამეთუ უნივერსიტეტში სწავლება-სწავლის პროცესი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ცოდნის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ეთიკა, კოლეგიალობა და უკეთესი მომავლის რწმენა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს უმაღლესი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების სფეროში და წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც. უნივერსიტეტი არა მხოლოდ თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს, არამედ უწყვეტად ნერგავს კვლევებზე დაფუძნებულ ინოვაციურ მიდგომებს, თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და რეალურ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს, გახდნენ მომავლის ინჟინრები, მეცნიერები, ლიდერები ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში.გისურვებთ წარმატებებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე! გქონდეთ საკუთარი ძალების, ცოდნისა და მიზანდასახულობის რწმენა“, - აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ღირსიაშვილი დაინიშნა.პირველი მოადგილე უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.მინისტრმა ლევან ღირსიაშვილს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.ლევან ღირსიაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობებს. ასევე, იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.ამასთან, დეკლარაციის თანახმად, „ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.პორტოს დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.

ბოლო სიახლეები