შაბათი, მაისი 17, 2025

ირაკლი კობახიძე – მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება

მინდა, პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა, უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ღონისძიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე ყოველ წელს აღინიშნება.

„მე მინდა, უწმინდესს და უნეტარეს პატრიარქს მადლობა გადავუხადო, რომ ეს დღე გვაჩუქა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ყოველ წელს ვზეიმობთ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს და სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი ზეიმი და დღევანდელი ღონისძიება“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასა და გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან შეხვედრის შემდეგ კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადახედვის საკითხი ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარესა და „მეგობარი აქტის“ თანაავტორთან, ჯო უილსონთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააყენეს.„შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ცნობითვე, შეხვედრის საპასუხოდ, ჯო უილსონმა ღია განცხადება გააკეთა და მოუწოდა სირიის ახალ მთავრობას, გააუქმოს ასადის რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.„როგორც უილსონმა სოციალურ მედიაში დაწერა: „ეს უბრალო ნაბიჯი სირიის ახალი გზისადმი ღრმა ძალასა და ერთგულებას დაადასტურებს“.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონგრესმენის განცხადება მიიჩნია მტკიცე მხარდაჭერის გამოხატვად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციაში. 

გურამ კაშიამ სეზონი წითელი ბარათით დაასრულა – ქართველების დაპირისპირება კაპანაძის „დუნაისკამ“ მოიგო

სლოვაკეთის ნიკე ლიგის საჩემპიონო ჯგუფში ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ 36-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, 1:0 მოიგო. კაპანაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა, ხოლო ნარიმანიძე წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებული იყო.სეზონი გურამ კაშიამ ჩემპიონის რანგში დაასრულა, მაგრამ ბოლო ტური მისთვის უსიამოვნო გამოდგა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლავის გუნდმა საჩემპიონო ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრაში „კოშიცე“ 1:0 დაამარცხა, მაგრამ 25-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა – მოედნიდან სწორედ ქართველი მცველი გააძევეს, რომელიც ბოლო იმედის ჯარიმით დასაჯეს.„ბანსკა ბისტრიცა“ შინ 2:3 დამარცხდა თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცესთან“, რომელმაც გასავარდნთა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე ითამაშებს, ნარიმანიძის „ჟილინა“ – კონფერენსლიგაზე, ხოლო კაპანაძის „დუნაისკა სტრედა“ ევროსაგზურის გარეშე დარჩა.

„თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა“ – ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა შავ ზღვაში 75 მლრდ. კუბური მეტრის ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა.ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, საბადო "გოკთეპე 3-ის" ჭაბურღილში, 3 500 მეტრის სიღრმეშია ნაპოვნი."ამ აღმოჩენით, ჩვენ დავაკმაყოფილებთ თურქეთის საცხოვრებელი სახლების ბუნებრივი აირის მოთხოვნილებას 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მარკო რუბიო – მივესალმებით სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლის შესახებ, ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ უზარმაზარ შესაძლებლობას, ახლაა ომის დასრულების დრო

სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს, ახლა არის დრო, რომ ეს ომი დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.მარკო რუბიოს თქმით, აშშ მიესალმება რუსეთსა და უკრაინას შორის სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას ტყვეების გაცვლის შესახებ.„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას მე კიდევ ერთხელ გავიმეორე აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რომ სიკვდილი და ნგრევა უნდა შეწყდეს. შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა ძლიერი სამშვიდობო გეგმა და ჩვენ მივესალმებით სტამბოლში მიღწეულ შეთანხმებას სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ. ნუ გავუშვებთ ხელიდან ამ უზარმაზარ შესაძლებლობას. ახლაა ამ ომის დასრულების დრო“, – წერს მარკო რუბიო.

დონალდ ტრამპი – 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარს გავმართავ, ამის შედმეგ დაველაპარაკები ზელენსკის, იმედია, იქნება პროდუქტიული დღე და ეს ომი დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება.„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე, სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები