პარასკევი, ოქტომბერი 10, 2025

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა

მივესალმებით ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს აშშ-ის პრეზიდენტის დიპლომატიის გადამწყვეტ როლს შეთანხმების მიღწევაში და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში. მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა”, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბაჩო ახალაია – 4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი, მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს თვალს სამზარეულოდან ადევნებდა.„მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ.  ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ზის და მე  სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. სამწუხაროა. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო იმავე რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, როგორიც 9 პარილი.„მე მგონია, რომ 4 ოქტომბერი, გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

გერმანია ღაზისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ღაზისთვის 29 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ მერცმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებას ფრიდრიხ მერცმა „კარგი ამბავი“ უწოდა მოსახლეობისთვის ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ.გერმანიის კანცლერის თქმით, ეგვიპტესთან ერთად გერმანია გამართავს ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას. მან ასევე თქვა, რომ გერმანია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ტრამპის მიერ ინიცირებულ მშვიდობის საბჭოში.„გერმანია გააგრძელებს მხარდაჭერას: ჩვენ 29 მილიონ ევროს გამოვყოფთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ეგვიპტესთან ერთად ვუმასპინძლებთ ღაზის რეკონსტრუქციის კონფერენციას და მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებულ  მშვიდობის საბჭოში“, – წერს მერცი.გერმანიის კანცლერის თქმით, გერმანია მხარს უჭერს ისრაელის არსებობას და უსაფრთხოებას. მისი თქმით, გერმანიას მტკიცედ სჯერა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული დარეგულირება არის საუკეთესო პერსპექტივა მომავლისთვის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდად და უსაფრთხოდ ცხოვრობენ.

შალვა პაპუაშვილი – ყოველთვის, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერი ქართველი ხალხისა და არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, მიიღებს მკაფიო პასუხს

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა 23 სექტემბრის განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ 4 ოქტომბრის შეკრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებიდან ათი დღის განმავლობაში ბრიუსელს მოუწოდებდა, რომ განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული.„დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, რომელიც ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუ იქნებოდა ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ, მან შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით,  მსგავსი განცხადებები ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმის მაგალითია, რაც უნდა დასრულდეს.„წარმოუდგენელია, რომ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და დანიშნულია საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან, ვისმენდეთ თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ ზედმეტია საუბარი ევროპულ სტანდარტებზე, ეს არის მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი როდესაც თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა შედარებებმა, რაღაც მითითებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა, გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს. ის ეწევა აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდას ქართველი ხალხის მიმართ, ეთნიკური ეპითეტების გამოყენებითა და ხან რუსული სახელმძღვანელოს მითითებით, ხან რას ამბობს ეს ადამიანი და ხან  – რას. ეს მიუღებელია. გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა, ვთქვა – ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის, მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან. შეუძლებელია, ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ. ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი და თავს ესხმის ქართველ ხალხს, მის არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“.

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელისა და მისი საელჩოების მხრიდან გვესმის გამაყრუებელი დუმილი, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ასე იყო შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს

ჩვენ უნდა დავინახოთ მთლიანი სურათი. ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა, როდესაც გვესმის გამაყრუებელი დუმილი ბრიუსელისა და მისი საელჩოების მხრიდან. ასე იყო ზუსტად შარშანაც, როდესაც პარლამენტი ლამის გადაწვეს, არცერთი განცხადება დღემდე არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ დაეგმოთ პარლამენტზე თავდასხმა. ამან შეაგულიანა ზუსტად ეს მოძალადე ჯგუფები, რომ ახლა უკვე თავს დასხმოდნენ პრეზიდენტის სასახლეს და აქაც არის დუმილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, ეს არის ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავების პირდაპირი მხარდაჭერა.„ამიტომ, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავებისა. ეს არის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიხილეთ ჯერ პრესსპიკერის განცხადებაში, როდესაც 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მხარი დაუჭირა და ახლა ვხედავთ მათი დუმილით და ეს ასე უნდა მივიღოთ ქართველმა ხალხმა. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ვხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის შტორმით აღების მცდელობის პარალელურად და მე გუშინ გამოვაქვეყნე წუთობრივი შედარება. პარალელურად, მაშინ, როდესაც ლამის ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდებოდა და ვიდექით ზღვარზე ამისა, რომ აქ ატეხილიყო ქაოსი, ზუსტად ამის პარალელურად ვხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტს, რომელმაც პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, ძალადობას და ა.შ. პირდაპირ, პარალელურად ამისა, ვხედავდით ამ ყველაფერს, ვინაიდან აშკარა იყო, რომ იყო მხარდაჭერილი ეს ძალადობა გარედან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა კალაძე – დღესაც ვამბობთ, მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, მნიშვნელოვანია, იყოს მეგობრობაც და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი, გავსრისოთ

დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც და პარტნიორობაც ორმხრივი.„ულტიმატუმებს ვისმენთ ამდენი ხნის განმავლობაში. ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით აშანტაჟებდნენ და აჯანჯღარებდნენ ქვეყანას, ამასაც იყენებდნენ იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. მერე იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით მანიპულირება. ახლა ვიზალიბერალიზაციის თემა. ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულებაა გაფორმებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება თანმიმდევრობით და ყველა საჭირო რეფორმა იქნება, თუ წინ გადასადგმელი ნაბიჯი, ზედმიწევნით ვასრულებთ.ნახეთ, ყველა ობიექტური განცხადება, შეფასება რაც კეთდება, ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს, თუ მოლაპარაკებებს უხსნიან. ყველა ქვეყანაზე გაცილებით წინ ვართ, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე სიცრუე, ცილისწამებაა. უბრალოდ გაღიზიანებულები, გაგიჟებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა ის ბოროტება დაამარცხა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ახლა აგერ თვითმმართველობის არჩევნებში.დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი, გავსრისოთ. ჩვენი ინტერესები გავატაროთ საქართველოს და ქართველი ხალხის ხარჯზე. არ გამოვა ასე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები