სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ირაკლი კობახიძე – მიგრაციის შესამცირებლად საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, მშვიდობისთვის კი საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს

მიგრაციული სტატისტიკა არის რამდენჯერმე გაუმჯობესებული ჩვენს პერიოდში, რა თქმა უნდა, მიგრაციის არსებული მდგომარეობით ჩვენ ვერ ვიქნებით კმაყოფილი, რადგან ჯერ კიდევ იმაზე მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე უკან შემოდის, ეს არის პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში თანდათან იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე.

„დემოგრაფია არის ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არის უარყოფითი მიგრაციული სალდო, ასევე არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ჯერ კიდევ სუსტი მდგომარეობა. ორი წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 4 250 დოლარი, შარშან, წლის ბოლოს, ანუ ორი წლის თავზე იყო 6 800 დოლარი, ანუ გაუმჯობესება არის სერიოზული, მაგრამ ჯერ კიდევ 6 800 დოლარია ჩვენი ეკონომიკა შარშანდელი მონაცემებით. ამ წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა გახდება დაახლოებით 8 000 დოლარი, თანდათანობით იზრდება ეკონომიკა, რაც დადებითად აისახება მიგრაციაზე, მაგრამ ამას სჭირდება თავისი დრო. ამიტომ, იმისთვის, რომ მიგრაცია შემცირდეს, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. ეკონომიკური წინსვლა რომ იყოს, საჭიროა მშვიდობა, იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, საჭიროა, რადიკალური ოპოზიცია დასუსტდეს. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის, მოლდოვის, საქართველოს ნაწილები, ყირიმის, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება

რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს, ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება, ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.ზელენსკის თქმით, რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით.„უკრაინა ყოველთვის გამოხატავს მადლიერებას და კარგად ახსოვს, ვინ და როგორ დაგვეხმარა ამ ომის დაწყების შემდეგ. მაგრამ ყველა პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპისთვის, არ დაავიწყდეთ, რომ უკრაინა ამ ომში მხოლოდ საკუთარ თავს არ იცავს. რუსეთს ჩვენი ტერიტორია სურს, რათა შემდეგ სხვა ტერიტორიების დაკავებაც შეძლოს. თუ ეს ერთ სახელმწიფოსთან, ერთ მეზობელთან გაუვა, იგივე სხვებთანაც განმეორდება. რუსეთი ასე იქცეოდა ყოველთვის: მოლდოვის ნაწილი, საქართველოს ნაწილები, ყირიმის ოკუპაცია, დონეცკის ოკუპაცია, ბელარუსის დამორჩილება. ახლა კი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი. ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ რეალური ძალითა და ყველა პარტნიორის რეალური პრინციპულობით. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი – პრინციპულობა. ეს ეხება როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე „დიდ შვიდეულს“ და ევროპულ ქვეყნებს. იმისთვის, რომ ევროპაში რეალურად იყოს მშვიდობა და რუსეთი შეჩერდეს, უკრაინას უნდა ჰქონდეს ღირსეული პირობები და პატივისცემა. უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხში – სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება და ომის შემდეგ ქვეყნის რეალური აღდგენა. ჩვენ ვმუშაობთ ღირსეული მშვიდობისთვის. მადლობა ყველას, ვინც ჩვენთანაა, ვინც უკრაინასთანაა!“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ხვიჩა კვარაცხელია – „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს.ლუის ენრიკე: „ყველა მოთამაშე მზად არის. უნდა დავტკბეთ ამ მომენტებით, რადგან არასდროს იცი, მსგავსი მატჩები კიდევ გექნება თუ არა. გუნდი მოუთმენლად ელის ნახევარფინალში თამაშს. ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება უკეთესი.სტაბილურობის კუთხით „ბაიერნი“ შეიძლება ოდნავ გვისწრებს, რადგან მათ მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ვაჩვენებთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება? ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პირველად გამარჯვება შვების მომატანი იყო. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაში ვართ“.ხვიჩა კვარაცხელია: „„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ. გასულ სეზონში დატვირთვა დიდი იყო და სეზონის დასაწყისში გადაღლილები ვიყავით, თუმცა ახლა ფიზიკურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კარგად მახსოვს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თან ტრავმირებულებიც გვყავდა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.რაც შეეხება ჩემს დარტყმას, ამ კომპონენტზე ყოველდღიურად ვმუშაობ – როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. პენალტების შესრულება გუნდში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, მათ შორის, მეც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პარიზში 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას მიუნხენის „ალიანს არენა“ 6 მაისს უმასპინძლებს.

ვლადიმერ პუტინი – გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას, ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია

გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, მაგრამ რუსეთი მარადიულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში კანონმდებლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ფოკუსირება კონტრპროდუქტიულია.„გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი, დინამიური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პუტინმა.

მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე.დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ კადრებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.„პრაიმტაიმის“ დეტალების გარკვევას ცდილობს.

მარკო რუბიო – აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას

აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ირანი კვლავ ცდილობს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, რაც შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. რუბიო გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომ თეირანი გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის „გახსნას“ სთავაზობს. მისი თქმით, ვაშინგტონი ვერ შეეგუება იმას, რომ ირანი განსაზღვრავდეს, რომელი გემები შეძლებენ სრუტეში გავლას ან მოითხოვდეს რაიმე სახის გადასახადებს. „თუ ისინი გახსნაში გულისხმობენ იმას, რომ სრუტე ღიაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ირანთან შეთანხმებით მოქმედებთ, იღებთ მათ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგბომბავენ და გადახდასაც მოგთხოვენ – ეს არ არის სრუტის გახსნა”, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები