პარასკევი, აპრილი 10, 2026

ირაკლი კობახიძე – მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა, თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს

ზუსტად ორი წლის წინ შედგა ჩვენი პარტიის ყრილობა, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებლის რანგში და მან ერთ-ერთი მთავარი განცხადება ამ ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ისაუბრა კორუფციის რისკებზე და იმაზე, რომ აქ საჭირო იყო ჩარევა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად დავკავდით ამ საკითხით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ტენდენციები ამ მიმართულებით 2022 წლის ბოლოდან უკვე იყო და მიმდინარე გამოძიების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს გაღრმავდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დრო დასჭირდა, მათ შორის იმის გამო, რომ რთული პოლიტიკური ვითარება იყო.

„ბევრ საკითხს სჭირდებოდა ჩაღრმავება, გამოძიება, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გავედით შედეგზე. რაც შეეხება წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ბუნებრივია, ამის ბოლომდე გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს და ხვალ აღმოვფხვრათ ასეთი პრაქტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული მექანიზმები. პირველ რიგში ვახსენებ მაგალითად გამჭვირვალობის თემას. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, უკვე თითქმის ორი წელია, 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს მთავრობის აქტებში და თუ ვინმე რაიმე კორუფციის ნიშანს აღმოაჩენს მთავრობის აქტებში, ნებისმიერს შეუძლია, მოგვმართოს კითხვებით. გარდა ამისა, ჩვენ გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის სფეროში, სადაც გამოვლინდა არაერთ ხარვეზი და დღეს პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე. მათ შორის, ჩენ შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც განვავითარეთ, რომ აბსოლუტურად ღიად წარიმართოს ყველა შესაბამისი პროცედურა. თუ ვინმე აღმოაჩენს კორუფციის რაიმე ნიშანს შესყიდვებში, ტენდერებში, განხორციელებულ პროექტებში ხარისხის კუთხით, ხარჯთეფექტიანობის კუთხით, ნებისმიერს შეუძლია, დასვას კითხვები და ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სრულად ვიზრუნებთ ჩვენ როგორც ხარჯთეფექტიანობის, ისე ხარისხის უზრუნველყოფაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის ერთ-ერთი პოტენციური წყარო იყო პრივატიზაცია, რასთან დაკავშირებითაც მიდგომები ასევე შეიცვალა.

„მთლიანად ჩავკეტეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, ნებისმიერი შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე და აბსოლუტურად ღია პროცედურით ხდება შესაბამისი ობიექტების შესყიდვა, რაც მთლიანად გამორიცხავს კორუფციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება ნეპოტიზმს, იყო ფიქტიური გაფორმებების პრაქტიკა, ხშირად ამას ჰქონდა თუნდაც სოციალური საფუძველი და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე აქტიურად მუშაობა და იგივე სახელმწიფო საწარმოებში და ასევე სამინისტროებში მთლიანად აღვკვეთეთ ეს პრაქტიკა. მაგალითად, მარტო რკინიგზაში და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურ ჭრილში უკვე დაიზოგა დაახლოებით 60 მილიონი ლარი. რამხელა შეღავათია ეს სახელმწიფოსთვის, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. ბუნებრივია, ეს თანხები ჩაბრუნდება ისევ რკინიგზის, ენერგეტიკის სექტორის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს. წარმოადგინონ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დღეიდან, ხვალიდან და მზად ვართ პასუხების გაცემისთვის და რაც მთავარია, რეაგირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა

კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.„საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც უფლება გლობალურ კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს ჰქონდა ასეთი როლი მინიჭებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ საქართველოს ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, მისი მასშტაბიდან, მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს არც რესურსი და არც უფლება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კონფლიქტებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში მომლოცველებისთვის გაიხსნა – ბერძნული მედია

იერუსალიმში მდებარე მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო 40 დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, დღეს მომლოცველებისთვის გაიხსნა.ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანში საომარი მოქმედებების დასრულების გათვალისწინებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ზურგის სარდლობამ ახალი მითითებები გამოსცა, რომელთა მიხედვით, იერუსალიმში მდებარე ყველა წმინდა ადგილი მნახველებისთვის გაიღება.მედიის ინფორმაციით, მომლოცველებისთვის გაიღება, როგორც მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ისე ტაძრის მთა და გოდების კედელი.პოლიცია დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული. ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეულობით პოლიციელი იერუსალიმში განლაგდება, რათა ძირითადი გზები და ძველი ქალაქი დაიცვას.

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა – „ვფიქრობ, ჩვენ უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში სამხედრო მოქმედებების შემცირებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.ტრამპის თქმით, ცეცხლის მყიფე შეწყვეტის ფონზე ნეთანიაჰუს სთხოვა, ლიბანთან დაკავშირებით „უფრო თავშეკავებული“ ყოფილიყო.„მე ვესაუბრე ბიბის და ის ამას თავშეკავებულად გააკეთებს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ცოტა უფრო თავშეკავებული უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ისრაელელები ლიბანში ოპერაციებს ამცირებენ.ამასთან, ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიმართ. მისი თქმით, ირანის ლიდერები კერძო საუბრებში უფრო მოქნილები ჩანან.„ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან. თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც უნდა დათანხმდნენ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან, მათ სამხედრო ძალა აღარ ჰყავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები