შაბათი, ივნისი 28, 2025

ირაკლი კობახიძე – მთავრობის თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას, აზრი არ აქვს მშვიდობის გარეშე არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვაზე, კულტურასა და სპორტზე ზრუნვას

მთლიანობაში, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას. ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე, არც კულტურასა და სპორტზე ზრუნვას.

„მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა, ამისთვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობისა და გადაწყვეტილებების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, მოხდეს რაღაც, რაც ამ ომს მოაგვარებს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს”. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: „მე მინდა, დაგეხმარო ირანის საკითხში“. მე ვუთხარი: „გამიწიე ანგარიში, ირანს მე მოვაგვარებ და დამეხმარე რუსეთის საკითხში. ეს უნდა მოვაგვაროთ“. ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

🚨 გავერთიანდეთ ნათიას გადასარჩენად -გთხოვთ გაავრცელეთ

გავერთიანდეთ ნათიას გადასარჩენადძვირფასო მეგობრებო,ნათია ლომსაძეს დაუდგინდა სიმსივნე - საშვილოსნოს სარკომა, მე-4-ე სტადია. ის გადის ქიმიოთერაპიის კურსს თურქეთში, რომელიც მისი გადარჩენის შანსია, მაგრამ მკურნალობა უკიდურესად ძვირადღირებულია.მის ოჯახს აღარ გააჩნია საკმარისი თანხა. ახლა ყველა თქვენი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია – თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ნათიას ბედი.გთხოვთ, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაეხმარეთ. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:#GE17BG0000000160856574#GE05TB7742945068100028მიმღები: ირმა ლომსაძეგთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი.თქვენი დახმარება ნიშნავს , ნათიასთვის სიცოცხლის შანსს.გმადლობთ მხარდაჭერისა და სითბოსთვის.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დელეგაციების ხელმძღვანელები შეხვედრის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ.პუტინმა ასევე ისაუბრა დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის ეკონომიკის „დამარხვას.”„რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი მუდმივად გვმარხავენ. მალე, თავად ამოხდებათ სული იქ“, – თქვა პუტინმა.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველას აგრესიულ თეზისად 2022 წლის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მოყავს, მაგრამ როგორ მივიდნენ აქამდე, ამაზე არავინ საუბრობს. პუტინის თქმით, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთი მოატყუეს, თითქოს „ნატო“ არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით.„ჩვენ არავინ გვისმენდა. ისინი ამ მიმართულებით მოძრაობდნენ. განა ეს აგრესიული ქცევა არ არის? ეს არის აგრესიული ქცევა, რომელზეც დასავლეთს ყურადღების მიქცევა არ სურს“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის, კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტთანაც.„მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შეხვედრების შესაძლებლობაზე. ისევე, როგორც ის, მეც ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს,“ – თქვა პუტინმა.ტრამპზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პატივს სცემს. პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა ძალიან რთული და საშიში გზა გაიარა ხელისუფლებაში დაბრუნებისას.

მიხეილ სააკაშვილი – მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავადაც ხელს უწვდის ალეკო ელისაშვილს.„მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.ფეისბუქპოსტში მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ელისაშვილი ამბობს, რომ სურს, ხელი გაუწოდოს მიხეილ სააკაშვილს.„მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს კარგი არ მითქვამს, მაგრამ შევხედოთ ასე: სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში. რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე. ცუდსაც ვიტყვი და წინაპირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა, სააკაშვილამდე არ მიმიშვებენ, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს – სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და ქვეყანა კორუფციისგან გაწმინდა. ეს არის ფაქტი. გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ფაქტია, რომ პოლიცია პოლიციას დაემსგავსა, საბაჟო საბაჟოს დაემსგავსა… დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპიდან ამოვედით. ეს არის ფაქტი. მეორე ამბავი, რაც მე მომწონს – ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს. ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილს უთავბოლობის გამო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი ვაშაძე – ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას, რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები

ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან საბოლოო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.თუმცა დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის. ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას“, – ნათქვამია ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ბოლო სიახლეები