პარასკევი, იანვარი 24, 2025

ირაკლი კობახიძე – მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და, უფრო მეტიც, განვაცხადეთ, რომ გვინდა, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან; მეტიც, გვინდა, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს, შესაძლოა, იყოს ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი.

„დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შედგენილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ჩვენ ვართ მოხარული, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მასზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ზოგადად ოპტიმისტურად განწყობილი და კიდევ ერთხელ, გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სიეტლის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ

სიეტლის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. როგორც მედია წერს, მოსამართლემ აღნიშნული განკარგულება „აშკარად არაკონსტიტუციურად“ მიიჩნია და გააკრიტიკა იურისტები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს აღმასრულებელ ბრძანებას. როგორც მედია აღნიშნავს, აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობა. აღნიშნული ბრძანება თავდაპირველად 19 თებერვლს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის 14 დღით შეჩერდა.

გარდაიცვალა ცნობილი მწვრთნელი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი მურთაზ მგელაძე. საქართველოს კრივის ფედერაციის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ მის მის ოჯახს“, - წერია ინფორმაციაში.

„დაბერების საწინააღმდეგო არის ერთადერთი კრემი…“ – არუნ ხათრის რეკომენდაცია

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას მორიგ მნიშვნელოვან ჩევას უზიარებს, რომელიც სახის კანს და მის მოვლას ეხება. არუნის თქმით, იმისთვის, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს, აუცილებელია, რომ მზისგან დამცავი და კანის კარგი დამატენიანებელი გამოვიყენოთ. ვრცლად ↓

ნიკა გაბელია: ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ქართული ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადაცვივდნენ

ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადაცვივდნენ, -განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ბლოგერმა ნიკა გაბელიამ. ის, რომ სულ სხვა სახელმწიფო პოლიტიკას შეერთებული შტატები, რა პერსპექტივას უჩენს საქართველოში ოპოზიციას. „ვინც არ უნდა მოსულიყო აშშ-ის ხელისუფლებაში, ოპოზიციის პერსპექტივა არის ნული. ერთადერთი პოლიტიკური პერსპექტივა აქვთ, რომ პოლიტიკურ ხრამში გადავარდნენ. ეკითხებიან, რამდენი სქესი არსებობსო და პასუხი არ აქვთ მაშინ, როდესაც ერთი, ან ორი კვირის წინ თავის აზრს იტყოდნენ. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რომ იმან რომ თქვა, მეც ასე ვიფიქრებო. მოდი, ის როგორც ფიქრობს, მეც ისე ვიფიქრებ. ეს გვღუპავს ჩვენ და ეს ღუპავს ქართულ ოპოზიციას“, - აღნიშნა გაბელიამ.

ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ. ბიჭი 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს. დაკარგული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „მეამაყები დეე! გპირდები, ის თავისუფლება, რაც შენ გულს უნდა, გექნება! ვიცი, შენ გჯერა ჩემი. მადლობა უფალს, რომ შენი დედობა მარგუნა წილად“,- წერს ნათია დიაკვნიშვილი, რომელიც ასევე აქვეყნებს საკონტაქტო ინფორმაციას - 555 105 500.

ბოლო სიახლეები