ხუთშაბათი, მაისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის მაჩვენებელია 9,3%, პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის.

„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ამერიკელმა სპეციალისტებმა ABET აკრედიტაციის მაძიებელი რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მზაობის შესახებ დასკვნა წარმოადგინეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, შემაჯამებელ შეხვედრამდე ABET ჯგუფს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე შეხვდა და, ამერიკელ ექსპერტ-კონსულტანტებთან ერთად, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან შესრულებული სამუშაო განიხილა და მოსალოდნელ პერსპექტივებზე იმსჯელა.საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთდროულად ხუთ ქართულ და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას ამზადებს: ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“, „კომპიუტერული მეცნიერებები“ და „ბიოსამედიცინო ინჟინერია“.შემაჯამებელ შეხვედრაში სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები - პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ABET ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, კლემსონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი ჯო ტერნერი, სირაკუსის, ორეგონისა და პენსილვანიის უნივერსიტეტების (აშშ) პროფესორი ფრენსის ედვარდ ნოელი, მასაჩუსეტსის ამჰერსტის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი უილიამ ჰენრი ჰაითერი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ABET აკრედიტაციის მაძიებელი პროგრამების ხელმძღვანელები და ხარისხის მართვის მენეჯერები მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) ექსპერტ-კონსულტანტთა ჯგუფის სამუშაო ვიზიტის მისია საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და ABET საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებისთვის უნივერსიტეტის საინჟინრო პროგრამების მზადების პროცესის კონსულტირება, ასევე, საგანმანათლებლო პროგრამების ABET სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვა და ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაცემა იყო.ვიზიტის ფარგლებში ABET ჯგუფმა საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო, ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე საერთაშორისო აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ABET მოსამზადებელ ჯგუფებთან და აკადემიურ პერსონალთან. განიხილეს საბაკალავრო პროგრამების თვითშეფასების ანგარიშები, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარსადგენი დოკუმენტური მასალები და დეტალურად გაეცნენ სასწავლო ინფრასტრუქტურასა და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ ბაზას. ABET ექსპერტ-კონსულტანტების შეფასებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები უდავოდ მაღალ შეფასებას იმსახურებს.როგორც შემაჯამებელ შეხვედრაზე ABET ჯგუფის ხელმძღვანელმა, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯო ტერნერმა აღნიშნა, წინასწარი დასკვნის საფუძველზე, სავსებით შესაძლებელია 2026-2027 ABET შეფასებების ციკლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე წარდგენა.„დასაფასებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური კორპუსის ძალისხმევა და მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ ხუთმა საგანმანათლებლო პროგრამამ, ახლო მომავალში, ABET აკრედიტაცია მოიპოვოს. ჩვენ უკვე, სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ჩატარდა მოცულობითი სამუშაოები, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და დიდი იმედი მაქვს, 2026-2027 წლებში ხუთივე პროგრამა ABET აკრედიტაციას მოიპოვებს. მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პროგრამაში“, - განაცხადა ჯო ტერნერმა.სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ABET აკრედიტებული ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მუშაობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.„ABET ექსპერტ-კონსულტანტებთან სამუშაო შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული პროგრამისთვის და მათი განმახორციელებელი პერსონალისთვის, ასევე, ზოგადად, უნივერსიტეტისთვის, რადგან ეს საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების მხრიდან გაცემული აკადემიური პროგრესის შემაჯამებელი შეფასებაა. საგულისხმოა, რომ 2023 წელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ, პირველად ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში, მოიპოვა ABET აკრედიტაცია, რაც დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგი იყო. ამ რთულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვართ, 2026 წელს უნივერსიტეტი სრულად იქნება მზად საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად და შესაბამისად, ხუთივე პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას საინჟინრო და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამების კომისიებში“, - ამბობს ირინე გოცირიძე.ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ ახალგაზრდობის ღირსეული მომავლის უზრუნველყოფისა და მათთვის ახალი შესაძლებლობების გახსნისთვის. ვიცე-რექტორის თქმით, ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გაიღო, კეთილშობილურ მიზანს ემსახურება.„ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მიღებით, გზას ვუხსნით ჩვენს ახალგაზრდებს, რათა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მსოფლიო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან პირობებში დააყენებს და ღირსეულად დასაქმებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ ABET ჯგუფთან შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიული ბაზა არ ჩამოუვარდება ამერიკის შეერთებული შტატების ტოპ ათეულში შესული უნივერსიტეტების ლაბორატორიებს. ეს ჩვენი უნივერსიტეტის უდიდესი მიღწევაა. ამ მიმართულებით დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის წვლილი, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამართული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება უზრუნველყო. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, გვინდა მადლობა ვუთხრათ საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - მათი მხარდაჭერის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვართ, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ და ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა - რექტორის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალის ერთობლივი ძალისხმევით - საერთაშორისო აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. შედეგი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც ჩვენი ახალგაზრდების მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვართ, ორ წელიწადში შევძლებთ თამამად განვაცხადოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სტუდენტებს, მათ შორის საერთაშორისო სტუდენტებს, ერთდროულად ამდენ საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლას შესთავაზებს“, - აღნიშნავს თამარ ლომინაძე.ცნობისათვის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 180 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

დავით კაჭარავა – პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება

საქართველოს რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი დავით კაჭარავა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა.სხვა საკითხებთან ერთად მან საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა:„სპორტსმენები მაქსიმალისტები ვართ. ყველა თამაშში გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ქართული რაგბი განვითარების იმ ეტაპზეა, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი მსოფლიოს თასზე ჯგუფიდან გასვლა იქნება, ეს ისტორიული შედეგი უნდა იყოს. პლეი ოფში იმ დონის გუნდები გადიან, თუ პლეი ოფის პირველ ეტაპსაც წარმატებით გაივლი, მაშინ ბოლომდე შეგიძლია გახვიდე.თან ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, თან რეალისტები – მომავალ მსოფლიოს თასზე ჩვენი მთავარი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იქნება. დავით კაჭარავამ ახალ პროექტ შავ ლომზეც ისაუბრა:„შავი ლომი“ ქართული რაგბის გარდამტეხი პროექტია. მოგეხსენებათ, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ყოველწლიურად დიდ გუნდებთან გვქონდეს ხშირი მატჩები. „შავ ლომში“ თამაშობენ საქართველოს ნაკრების მორეგბეები, რომლებსაც აქვთ მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც ისახება.„შავი ლომი“ კიდევ სამი წლის განმავლობაში ითამაშებს ჩელენჯ თასზე. გარდა ამისა, ლაპარაკია URC-ზე რომელიც კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირია“, – დასძენს დავით კაჭარავა.

საგარეო უწყება – ევროსაბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის – „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.„გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში, წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ მიესალმებიან ევროპის საბჭოს 2023 წლის რეიკიავიკის ისტორიული სამიტის დეკლარაციას, რომლითაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და საქართველოს ტერიტორიიდან ძალების დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაყვანისკენ. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მიესალმებიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის პერიოდში და დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთზე, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომამდე.დოკუმენტი ასევე მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს ბოლო, 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების, მათ შორის ქონებრივი, დარღვევებზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი, შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების მიღება 2014 წლიდან ხდება. აღნიშნულით ევროპის საბჭო მკაფიოდ უსვამს ხაზს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხის პრიორიტეტულობას ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სამართლებრივ, პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის მკაფიო პოზიციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

სალომე სამადაშვილი – ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება, საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან, გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის – დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი...

ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში იგეგმება - საბოლოო წმენდა დასავლური პოლიტიკის ერთგული კადრებისგან - გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის. გაკვეთილი კი ისაა, რაც ჩერჩილმა დიდი ხნის წინ თქვა, „ნიანგთან ზავი მხოლოდ იმაზე გამოდის, ბოლოს შეგჭამს თუ არა“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმება და 250 პირის გათავისუფლება იგეგმება.სამადაშვილის თქმით, აფასებს ყველას, ვინც გააპროტესტა „ევროპული მომავლის გაუქმება“.„გასაოცარი იყო ჩემთვის დუმილი, რომლითაც დიპლომატიური სამსახური ხვდებოდა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას, რომელიც აშკარად და დაუფარავად მიდის უკვე წლებია. განსაკუთრებით დამაყრუებელი იყო მათი სიჩუმე, როდესაც პირველ ჯერზე, აგენტების რუსული კანონის ინიცირება მოხდა. სიჩუმე, როდესაც კანონი მიიღეს.ვაფასებ ყველას, ვინც 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის განაცხადზე საპასუხოდ სწორი ნაბიჯი გადადგა, ქვეყნის ერთგული დარჩა და გააპროტესტა ევროპული მომავლის გაუქმება.მაგრამ დიდხანს თუ გაჩუმდები, ნიანგი უბრალოდ მოგვიანებით შეგჭამს. წესით გაკვეთილია ყველასთვის, ვინც ხედავს, რომ რუსეთის მსახურებას აიძულებენ და დღემდე ჩუმადაა“, -განაცხადა სამადაშვილმა.

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა,ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას-ირაკლი...

ქართული ჯარი საქართველოს ერთგულებისა და ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა, ამიტომაც იმსახურებს იგი თითოეული ჩვენი მოქალაქის განსაკუთრებულ სიყვარულს, ნდობასა და პატივისცემას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართულ თავდაცვის ძალების საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თავდაცვის ძალებმა საკუთარი ისტორია გმირობითა და სისხლით დაწერეს.მისი განმარტებით, ქართული ჯარისადმი საყოველთაო ნდობა და სიყვარული სამხედროების გმირული თავდადებით არის მოპოვებული.„ქართული ჯარი, დედაეკლესიასთან ერთად, მუდამ იცავდა ჩვენი ეროვნული იდენტობის სამ ფუნდამენტურ საყრდენს – მამულს, ენასა და სარწმუნეობას“, – განაცხადა მინისტრმა.ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარის დღე მიულოცა სამხედრო მოსამსახურეებს და განაცხადა, რომ მათ ყველგან და ყოველთვის, სადაც უბრძოლიათ, საუკეთესოდ წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყანა და მისი გაუტეხელი ბუნება.თავდაცვის ძალების 34 წლის იუბილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.

ბოლო სიახლეები