კვირა, ივნისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებ, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და ეს დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე

მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა გამოუცხადეს „დიფ სთეითს“. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.

„საქართველომ როდესაც გაატარა ინიციატივა, რომელიც სუვერენიტეტის დაცვასა და არასამთავრობოების გამჭვირვალობას ემსახურება, ამას მუქარით და სანქციებით შეხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ გავბედეთ და ვთქვით: „დავიცვათ საქართველო, დაე, საქართველომ გადაწყვიტოს თავად ეს ყველაფერი“. ყველა ზემოთ ხსენებული შემაშფოთებელი მოვლენა, მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი – ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული. ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან გლობალური ომის პარტიას ვეძახით, ხოლო აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მას „დიფ სთეითად“ მოიხსენიებს.

მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ „დიფ სთეითს“ ბრძოლა გამოუცხადეს. უცხოური ინტერვენციების ცნობილი ინსტრუმენტები, როგორებიცაა USAID-ი და NED-ი, რომელთა მეშვეობითაც „დიფ სთეითი“ ცდილობდა საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ოთხი რევოლუციის მოწყობას, ორივე გაუქმებულია. ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ ღრმადაა ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში. ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული ექვსი უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აგრეთვე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი, ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“ და ეს დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს უერთიერთობების გაუმჯობესებაზე. წარმატებას ვუსურვებთ ახალ ადმინისტრაციას ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.

დასასრულ, მსურს, წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმის და „დიფ სთეითის“ გავლენის წინააღმდეგ, ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავისი ხალხის ნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“ამაღამ წმინდა ნინოობაა…” – რა მისწერა ბერად შემდგარ ილიას მამამ

"გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა..." "ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა" - ასე იხსენებს ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას...ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის მორწმუნე ოჯახში დაიბადა.გიორგი შიოლაშვილი შვილებს თავიდანვე ეკლესიურ გარემოში ზრდიდა. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. უკვე ბერად შემდგარ შვილს მამა სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილს უგზავნის:"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოკითხვა და გამარჯვება მამა ილიას, აწ ჩემ შვილს ირაკლისა. ყოვლადშემძლესა ღმერთსა ვსთხოვთ შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომ შენი გული იყოს მუდამ გახარებული. ამაღამ წმინდა ნინოობაა, შეგეწიოს და დაგეხმაროს. ირაკლი, ჩვენი დარდი ნუ გექნება, ჩვენ სუყველანი კარგად ვართ. გიმეორებ, ჩვენ არაფერი გვიჭირს რა, შენ გადი იოლასა, იყავი კარგა, ღმერთი იყოს შენთან მუდამ. ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება სიზმარია. გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა" - ასრულებს შვილისადმი გაგზავნილ ემოციურ წერილს გიორგი შიოლაშვილი

ლოცვა რომელიც ნინოობას უნდა წავიკითხოთ

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა.თუ როგორ უნდა მიულოცოთ წმინდანის მოსახელეებს ეს დღე, ამის შესახებ განმარტებას მამა შიო პაიჭაძე აკეთებს:"წმიდანის თანამოსახელეებს გამოვყოფთ ამ დროს და ვულოცავთ განსაკუთრებულად. ამ დროს აუცილებელია გამოვყოთ და არ აგვერიოს მფარველი ანგელოზის და წმიდანის სახელობის დღე, - ეს სხვადასხვაა! ეკლესიურად მილოცვის გამოკვეთილი ფორმები არ არსებობს, უმთავრესი ამ დროს მილოცვასთან ერთად არის მათთვის ლოცვა. შევავედროთ წმიდანს, როგორც თანამოსახელე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთხოვოთ წმიდა მეფეს ყოველი მისი თანამოსახელე და ყოველი ჩვენი თანამემამულე დაგვილოცოს და მისი მეოხებით შეგვასწროს ჩვენს სამშობლოს ერთიანს და მთლიანს".წმინდა ნინოს ხატთან უნდა წარმოთქვათ ეს ლოცვები:ტროპარისიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამინ.კონდაკიმოციქული ქრისტეისგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა მშვიდობისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა გრძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება

2025 წლის 1-ელი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).

ბათუმში, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც – სანდრო...

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ თამაშს ეხმიანება და ქართველი სპორტსმენის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„არ ვიცი სიმართლეა თუ ტყუილი, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრი ყვებოდა და ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა ამბობდნენ რომ გერმანიაში მაღაზიებს ქართულად აწერია “გთხოვთ არ მოიპაროთ”- არ ვვარგივართ ძმაო!- უცხოეთში მრცხვენია რომ ქართველი ვარ!ხშირად მსმენია და სულ ვფიქრობ… ვინ არ ვარგოდა? პიკასოსა და დალის გვერდზე გამოფენილი ფიროსმანი თუ ენიო მორიკონესა და ნინო როტასთან ერთად აჟღერებული გია ყანჩელი ?!სუხიშვილების წინაშე ფეხზე დამდგარი ათასობით მაყურებლის შემხედვარესაც შეიძლება გრცხვენოდეს ქართველობის? თუ რაგბში, ახალ ზელანდიასთან მატჩის დროს, საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე რომ დაასახელეს, მაშინ უნდა შეგვრცხვენოდა რამის?!დიახ! მე დღეს ყველაზე ამაყი ქართველი ვარ და ამავე დროს ყველაზე მეტად ვნერვიულობ… ხვიჩაზე მეტადაც კი, რადგანაც არაფერი შემიძლია, გარდა მოლოდინისა, რომ იმ გერმანიაში, სადაც თურმე მაღაზიებში “გთხოვთ, არ მოიპაროთ” წერია, ქართული დროშა იფრიალებს გამარჯვების აღსანიშნავად!დიდი კაცია ხვიჩა კვარაცხელია… დიდი ქართველი!და იცით როდის გახდა? გოლი რომ გაიტანა?! არა! გაჭირვებისგან, სიღარიბისგან, გაუსაძლისობისგან ემიგრაციაში წასულ ქართველებზე სხვა თვალით რომ შეახედა მთელს ევროპას! იმ ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც! ამიტომაც დღეს თუ შეძლებს და ხუთ ჯვრიან დროშაში გახვეული ჩემპიონთა ლიგას ჩაიხუტებს, გარდა იმისა რომ (ჩემი აზრით) ყველა დროის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი გახდება, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიტანს იმხელა გამარჯვებას და სიხარულს, სიცოცხლის ბოლომდე რომ შეგვეძლება ვიძახოთ, მეამაყება რომ ქართველი ვარ!ამიტომაც… მიდი კვარა, მიდი! “ - წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები