ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება კობახიძემ გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტარები ვიდეოში სწორად ვერ პასუხობენ კითხვას, სად არის რუკაზე ირანი.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სახეზეა კომპეტენციის კრიზისი.
„საქართველოსთან დაკავშირებით რომ ჩატარდეს იგივე გამოკითხვა ევროპარლამენტში, იგივე შედეგს მიიღებთ, მაშინ როდესაც ხედავთ, რომ 600-დან 500 ევროპარლამენტარი აძლევს ხოლმე ხმას ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. არის კომპეტენციის კრიზისი. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ხოლმე ევროპულ ბიუროკრატიაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე, ეს ყველაფერი არის, მათ შორის, კომპეტენციაშიც გამოხატული, ასევე – კეთილსინდისიერების დეფიციტში. ეს გამოკითხვაც ამის მაჩვენებელია“, – განაცხადა პრემიერმა.

