სამშაბათი, ივლისი 1, 2025

ირაკლი კობახიძე – დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა, თუმცა მზად ვართ, ვიმოქმედოთ მის შესაბამისად

დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვები, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამარცხვინოა, თუმცა ეს ქვეყნების უფლებაა.

„ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება, მათი უფლება და მზად ვართ, ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

„ფრიდომ ჰაუსი“ – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე, – ამის შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებაშია ნათქვამი.როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ღრმად არიან შეშფოთებული „მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით“.„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც ახლადმიღებული უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას გულისხმობს. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო სტანდარტებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე – ყველა ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.  

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს

რვა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.„ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ: 1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; 2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე“, – ნათქვამია განცხადებაში.განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“. „დროა“; „ფედერალისტები“.

ბოლო სიახლეები