პარასკევი, ივნისი 6, 2025

ირაკლი კობახიძე – გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველო გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის საშუალებით საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა

გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების საშუალებით საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარუდგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს დადებითი ტენდენცია შენარჩუნდა და ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს გაუტოლდა.

„წინასწარი შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა კი 9.4%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს მშპ-მა 91.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულზე 24,872 ლარს − 9,141 დოლარს გაუტოლდა.  სავალუტო ფონდის შეფასებებზე დაყრდნობით, 2023 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 45.3%-ამდე გაიზარდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში საუბარია 2025 წლის ეკონომიკურ პარამეტრებზეც და ნათქვამია, რომ მიმდინარე წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო.

„2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობის განმარტებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და სხვა სერვისების სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

„ძლიერია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 13%-ით გაიზარდა ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება, ამასთან, წინა წლებში შთამბეჭდავი ზრდის შემდგომ, მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი. 2022 წლიდან საინვესტიციო დანახარჯების მაღალმა ზრდამ და პროდუქტიულობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღმასრულებელი ხელისუფლების პროგნოზით, შემდგომ წლებში საქართველო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს მთავრობის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, თუმცა მოსალოდნელია პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვა. ძლიერი შიდა მოთხოვნა, ინვესტიციების მოზიდვა და სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025−2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.2%-ის ოდენობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობა დოკუმენტში ეკონომიკის ზრდის ფონზე სიღარიბის დონეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

„საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა)  და რეკორდულად დაბალი – 9.4 პროცენტი შეადგინა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით – 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს (2024 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 346.8 ათასს, 2023 წელს – 438.6 ათასს, ხოლო 2019 წელს – 725.5 ათასს). სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა  ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კერძოდ, გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, რაც სიღარიბის შემცირების და დასაქმების ზრდის ბუნებრივ გზას წარმოადგენს“, – აღნიშნავს მთავრობა.

ანგარიშში საუბარია ინფლაციაზეც. როგორც მთავრობა აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი.

„2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1%-ს გაუტოლდა. 2025 წლის  აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.4% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს − 3%-ს დროებით გადააჭარბებს და 2026 წელს მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. დაბალი და სტაბილური ინფლაციის თანაარსებობა, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად,  პროდუქტიულობისა და პოტენციური ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებით აიხსნება. ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა  შრომის ბაზარზე. 2024 წელს როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდასთან ერთად. 2024 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9%  შეადგინა. 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს − 1,402.5 ათასს გაუტოლდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოემზადეთ, მთავრდება ორპარტიული სისტემა? ახალი პარტია — გადატრიალება თუ თამაში?-შეიძლება კი ილონ მასკმა ამერიკის პოლიტიკა შეცვალოს?-რასწერს მასკი

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოკითხვა გააკეთა, საჭიროა თუ არა, აშშ-ში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც შუაში მყოფ 80 პროცენტს წარმოადგენს.„დროა, ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს შუაში მყოფ 80 პროცენტს?“, – წერს მასკი თავის გვერდზე შექმნილ გამოკითხვაში.გამოკითხვაში ამ დროისთვის 1 930 968-მა მომხმარებელმა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება. მათმა 82-მა პროცენტმა შეკითხვას დადებითი პასუხი გასცა.

დონალდ ტრამპი – ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა

ილონ მასკი გადაიღალა, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი და ის უბრალოდ გაგიჟდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ილონ მასკმა წინასწარ, თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ტრამპი ელექტრომობილების შესახებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.„ილონი „გადაიღალა“, ვთხოვე, წასულიყო, წავართვი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას აიძულებდა, ეყიდათ ელექტრომობილები, რომლებიც არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ მე ამას გავაკეთებდი!) და ის უბრალოდ გაგიჟდა!“, – წერს დონალდ ტრამპი.

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს.„დროა, მართლაც დიდი ბომბი ჩამოვაგდოთ. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ეს ფაილები არ გამოქვეყნებულა. კარგ დღეს გისურვებ, დონალდ!“ - აღნიშნა მასკმა.ფინანსისტ ეპშტეინის საქმემ, რომელიც სექს-ვაჭრობასა და არასრულწლოვნების მიმართ დანაშაულებებში იყო ბრალდებული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოიპოვა მისი კავშირების გამო ცნობილ პოლიტიკოსებთან.

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

ბოლო სიახლეები