პარასკევი, სექტემბერი 26, 2025

ირაკლი კობახიძე – გაერო-ს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ყველა ეროვნულ გამოწვევაზე ისაუბრა

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლაში ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა თემა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ყველაფერზე, ყველა ეროვნულ გამოწვევაზე, მათ შორის ოკუპაციაზე და ძალიან მკაფიოდ იყო საუბრი ყველა თემასთან დაკავშირებით. ძალიან მკაფიოდ იყო წარმოჩენილი ყველა ეროვნული გამოწვევა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ.

„ომის დაწყება აღიარეს მათ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, როდესაც მხარი დაუჭირეს ტალიავინის დასკვნას. თავად აღიარეს ის, რაც გააკეთეს, ეს იყო ომის დაწყება. რაც შეეხება ოკუპაციას, ოკუპაცია განახორციელა არა სააკაშვილის რეჟიმმა, არამედ რუსეთის ფედერაციამ. რეალურად მათი ღალატის შედეგი იყო ის გაგრძელება, რაც მოყვა ომის დაწყებას. როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, ყველაფერი არის აბსოლუტურად ნათელი. მაგრამ ეს ოკუპაცია არავითარი შეღავათი არ არის სისხლიანი რეჟიმისთვის, რომელმაც 2008 წლის ომი. ერთი სხვა ფაქტია, მეორე სხვა ფაქტია და ერთმანეთთან არ არის პირდაპირ დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რევაზ სოხაძე – ბიზნესთან ურთიერთობაში მთავარია სამართლიანი წესები და მოქნილობა

ბიზნესთან თანამშრომლობისას სამართლიანი თამაშის წესები გულისხმობს, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობებს განვიხილავთ, ვუყურებთ როგორც ჩვენს ინტერესს, ვიყოთ მოქნილები, თუმცა ასევე ვცდილობთ, რომ  ხელშეკრულება არ იყოს კაბალური ბიზნესისთვის, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.მინისტრის თქმით, სახელშეკრულებო პროცესში მოქნილობა აუცილებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამშენებლო პროცესი შეფერხებულია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება აუცილებელია.„როდესაც ვხედავთ სამშენებლო პროცესში, რომ იქ არის სერიოზული ხარვეზები, მათ შორის ხარისხთან მიმართებით, ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას. ან თუ კომპანიას ეს არ ძალუძს, ჩვენ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კომპანია ჩავანაცვლოთ“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.მისი თქმით, ბიზნესის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება სამართლიანი და მოქნილი, თუმცა, უპირველესად, სახელმწიფოს ინტერესზე ორიენტირებული.

„როიტერი“ – რუსეთი მოლდოველ მართლმადიდებელ მღვდლებს მოსკოვში მომლოცველობისთვის თანხას უხდიდა, სანაცვლოდ კი „ტელეგრამის“ არხების შექმნას სთხოვდა, სადაც ანტიდასავლურ ინფორმაციას გაავრცელებდნენ

რუსეთი მოლდოველ მართლმადიდებელ მღვდლებს მოსკოვში მომლოცველობისთვის ფულს უხდიდა და სამშობლოში დაბრუნებისას საკრედიტო ბარათებს აძლევდა, რომლებზეც თანხა იყო დარიცხული. თანხის სანაცვლოდ, მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით მღვდლებმა „ტელეგრამის“ არხები შექმნეს, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.გამოცემა ერთ-ერთ მოლდოველ მღვდელზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთში წმინდა ადგილების მოსანახულებლად მოლდოვიდან ათობით სასულიერო პირი სრულიად უსასყიდლოდ გაემგზავრა. მისი თქმით, მღვდლებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა 10 000 რუბლის (120 აშშ დოლარი) ღირებულების ვაუჩერები გადასცეს ეკლესიის მაღაზიებში დასახარჯად.მღვდელმა ასევე აღნიშნა, რომ მათ თეოლოგებისა და ისტორიკოსების ლექციების სერია წაუკითხეს, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ რუსეთი და ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო მოლდოვა საუკუნოვანი ტრადიციებითა და საერთო რწმენით არიან დაკავშირებული და მორალურად კორუმპირებული დასავლეთის წინააღმდეგ ერთად უნდა დარჩნენ.სასულიერო პირის თქმით, ბოლოს მან და მისი ჯგუფის სხვა წევრებმა რუსეთის სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული სადებეტო ბარათები მიიღეს და პირადად მას დაახლოებით 1 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ჩაერიცხა.როგორც გამოცემა წერს, სასულიერო პირებს უთხრეს, რომ თანხის სანაცვლოდ მათ მოეთხოვებოდათ ტელეგრამ არხების შექმნა, რათა თავიანთი სამრევლოები პროდასავლური მთავრობის მიერ ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის საფრთხეების შესახებ გაეფრთხილებინათ.„როიტერის“ სოციალური მედიის მონაცემების მიმოხილვის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოლდოვის მართლმადიდებლური სამრევლოების ანგარიშებად თითქმის 90 ახალი Telegram-ის არხი შეიქმნა. ანალიზის თანახმად, არხების უმეტესობა თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა იდენტურ კონტენტს და მორწმუნეებს მოუწოდებდა, წინ აღდგომოდნენ მთავრობის პროდასავლურ ინიციატივებს.

გურამ მაჭარაშვილი – ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს, ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდა, მაგრამ ამის რესურსი არ გააჩნიათ, ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს, ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი.„ნუ მადარდებთ იმაზე, „ნაცმოძრაობას“ რომ გეგმა არ აქვს. ლევან ხაბეიშვილს მშვიდობიანი დამხობა უნდოდა და მშვიდობიანად დააკავეს. ასე მშვიდობიანად დააკავებენ იმ ადამიანებს, რომლებიც გაბედავენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს ჰკითხეთ, რა უნდათ. თავად არ იციან, რა უნდათ. ხელისუფლებაში უკანონო მოსვლა უნდათ, მაგრამ ამით რესურსი არ გააჩნიათ და ხელისუფლებაში კანონიერად ვერ მოვლენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ. მეტიც, თავისივე მხარდაჭერების მხარდაჭერა არ აქვთ ძალადობრივი დამხობის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი – ხაბეიშვილს კომუნიკაციის ყველა საშუალება წაართვეს, ტელევიზორი ყველას უდგას, მის გარდა, რადიოზე რატომ უნდა დაკმაყოფილდე, ერთგვარი წამების ფორმა მოუფიქრეს

ხაბეიშვილს კომუნიკაციის ყველა საშუალება წაართვეს, ტელევიზორი ყველას უდგას, მის გარდა, რადიოზე რატომ უნდა დაკმაყოფილდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ხაბეიშვილს ერთგვარი წამების ფორმა მოუფიქრეს.„როგორ უნდა გახვიდე ისეთ არჩევნებში, ბიძინა ივანიშვილი რომ გიტარებს თავისი სუს-ით, ცესკო-თი, კანონებით, რომლებიც განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო და საერთოდ ამოქალა ყველანაირი თავისუფალი სივრცე, რომ ამომრჩეველმა ვერც თავისუფალი ნება გამოხატოს, არც სამართლიანი იყოს არჩევნები, არც კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, პოლიტპატიმრები იყვნენ ციხეებში, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილი. შეიძლება, ვიღაცები გამოუშვას, როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოუშვა. საპარლამენტო არჩევნებს თუ დაგინიშნავს, შეიძლება, ვიღაცები გამოუშვას, მაგრამ მიშას გამოუშვებს? სხვათა შორის, ხაბეიშვილს როგორ აწამებს, წაიკითხეთ განცხადება. აბსოლუტურად ამოქოლილია, იზოლაციაა, კომუნიკაციის ყველა საშუალება წაართვეს. ადვოკატისგან ვისმენ, რა ხდება მის თავს, რომ ტელევიზორი ყველას უდგას, მის გარდა. არც ახლა უდგას და, როგორც ჩანს, არც აპირებენ დადგმას. რადიოზე რატომ უნდა დაკმაყოფილდე, რომ ტელევიზორის მაგივრად შემოგიტანონ, პრინციპში რომ ვთქვათ. როგორც კი შეატყვეს, რომ საათი უნდა, რათა იცოდეს, რომელი საათია, დღეა, ღამეა, კედლის, სამაგიდო საათსაც კი არ აძლევენ. მიმოწერა, პოსტების გამოყენება მხოლოდ ზეპირ რეჟიმშია. აუკრძალეს წერილების გამოტანა. ერთგვარი წამების ფორმა მოუფიქრეს, რადგან ვისიც რეალურად ეშინიათ, ნერვებს უშლის და პოლიტიკურ საფრთხეს უქმნის, მათ მიმართ აქვთ ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დრომ დაადასტურა, რომ ყველაზე ღირებული დივიდენდი მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს

დრომ დაადასტურა, რომ ყველაზე ღირებული დივიდენდი მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაზე თავის მოქალაქეებზე უკეთ ვერავინ იზრუნებს.„დრომ დაადასტურა, რომ ყველაზე ღირებული დივიდენდი მშვიდობაში განხორციელებულ ინვესტიციას მოაქვს. ბევრი ჭკუის მასწავლებლის და მავნე მრჩევლის შემყურეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენზე მეტად და ჩვენზე კარგად ჩვენს ქვეყანაზე ვერავინ იზრუნებს. ეს არის სუვერენიტეტის იდეა და მიზანი“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები