სამშაბათი, ოქტომბერი 21, 2025

ირაკლი კობახიძე: ბათუმში გამართული ნაციონალების აქცია იყო შეგნებული მცდელობა ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთის

 „როდესაც გაქვს მცდელობა, რომ ქალაქიდან სხვა რაიონებში გადაიტანო ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა „ქართლი ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გუშინ ნაციონალური მოძრაობის მიერ ბათუმში გამართული აქციის შეფასებისას. „საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე გვქონდა მსჯელობა და ჩვენ მაშინ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არავითარი ფორმით აკრძალვები არ დაგვეწესებინა საარჩევნო აგიტაციის კუთხით და ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური სუბიექტების პასუხისმგებლობა. მათ უნდა ემოქმედათ ამ პასუხისმგებლობით და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია საარჩევნო აგიტაცია ვერანაირ დამატებით პრობლემას ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვერ შექმნიდა. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე გავიაზრეთ და ყველა ღონისძიება, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ტარდება, იმართება იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებსაც ეპიდემიოლოგები იძლევიან. ეს რეკომენდაციები ყველასთვის არსებობს და მათი გათვალისწინება ყველას ვალია, არა იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული შედეგები იქნეს მიღწეული, არამედ იმისთის, რომ ადამიანების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. გუშინ პოლიტიკურმა სუბიექტმა ,,ნაცმოძრაობის” სახით აჩვენა ის, რომ მას არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე. ყველა სუბიექტს, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება აქვთ სხვადასხვა ფორმით საკუთარი ხმა მიაწვდინონ საზოგადოებას, იქნება ეს ტელევიზიები, სოციალური ქსელები, სარეკლამო რგოლები. ერთადერთი, რაც უნდა შეუზღუდოს საკუთარ თავს პოლიტიკურმა გაერთიანებამ, ეს არის მასობრივი შეკრებები, სადაც დაცული არ არის შესაბამისი რეკომენდაციები. ყველაზე მეტი ცდუნება აქვს „ქართულ ოცნებას“ – ჩვენ შეგვიძლია ნახევარი მილიონი ადამიანი ჩამოვიყვანოთ თბილისში და მასშტაბური აქცია გავმართოთ, რასაც შეიძლება დამატებითი ეფექტი ჰქონდეს ჩვენ საარჩევნო შედეგზე, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. გუშინ ათას ხუთასი ადამიანი შეკრიბეს ბათუმის ქუჩებში ანუ ამ პატარა ცდუნებასაც ვერ გაუძლეს. რატომ? ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობის შედეგი. საზოგადოების უმეტეს ნაწილს და მეც ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იყო მხოლოდ უპასუხისმგებლობა რაც გუშინ გამოავლინა ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს იყო შეგნებული მცდელობა ხელი შეეწყოთ ვირუსის გავრცელებისთვის. როდესაც ქალაქში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტია კონცენტრაცია და ატარებ ათას ხუთას კაციან შეკრებას, როდესაც ე.წ. მარშუტკებით ჩაგყავს ადამიანები და სხვა რაიონებში უკან აბრუნებ და მცდელობა გაქვს, რომ ქალაქიდან სხვა რაიონებში გადაიტანო ვირუსი, ეს არის შეგნებული დივერსია და შეგნებული დანაშაული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. არჩევნებამდე სამართლებრივი სანქციები ვერ დაწესდება, არსებობს რეკომენდაციები და როდესაც ისინი ამ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ, ისინი ქართველი ამომრჩევლისგან 31 ოქტომბერს შესაბამისს პასუხს მიიღებენ. ეს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და ისინი იმაზე უფრო დაბალ შედეგს მიიღებენ, ვიდრე თუნდაც ბოლო კვლევები აჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

🎥საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან – ელდინო საღარაძე

„საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან...“,  -  ამის შესახებ მსახიობმა, ელდინო საღარაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ალის ვაიდელი – ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს

ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვაიდელმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მშვიდობისადმი ერთგულებისთვის.„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, მშვიდობისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქვენს დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენი მთავრობა სწორ გზაზეა. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება, მშვიდობის დამყარება ევროპაში და როგორ შეიძლება ჩვენი კონტინენტის დაყოფის პრევენცია და დაძლევა“, – განაცხადა ვაიდელმა.

აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს, რა კავშირი აქვს...

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – „განაგრძე ოცნება“. სულიერი ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების ლიდერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადასაწყვეტი არ არის, ექნება თუ არა ირანს, ბირთვული მრეწველობა.„იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, რომ წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს? რა კავშირი აქვს აშშ-თან იმას, ექნება თუ არა ირანს ბირთვული შესაძლებლობები? ასეთი ჩარევა მიუღებელი, არასწორი და მჩაგვრელია“, – ამბობს ხამენეი.აიათოლა ალი ხამენეი ასევე საუბრობს ბირთვულ შეთანხმებაზე.„აშშ-ის პრეზიდნეტი ამბობს: „მინდა ირანთან შეთანხმების გაფორმება“. იძულებითი შეთანხმება არ არის შეთანხმება, ეს თავს მოხვევაა. ირანელი ხალხი ამას არ დაექვემდებარება. ირანზე ზეგავლენას ვერ იქონიებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებზე“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს ამერიკის ქალაქებში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ეხმაურება.„თუ ასეთი ძლევამოსილია, დაამშვიდოს მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამერიკის ყველა შტატში მის წინააღმდეგ გამოდიან“, – აცხადებს ჰამენეი.

ცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას.როგორც ანანიძემ განაცხადა, ბოიკოტი ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო.„ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში, მგონი, თვალნათელია და არის ცალსახა.რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას, ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.

მიხეილ დუნდუა: საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა „ქრონიკასთან“ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდას აფასებს.„საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დაფუძნებულია ექსპორტის ინვესტიციების მოხმარების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით.“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ბოლო სიახლეები