ორშაბათი, ივნისი 2, 2025

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორს, სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.

„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.

საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა: „სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოდან გაძევებულ იქნა – ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის – ჯამში 31 მოქალაქე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოდან გააძევეს ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის - ჯამში 31 მოქალაქე.მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კუპრაძე – ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება რუსული „ქოცობისგან“, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება

ვფიქრობ, თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლებელია თბილისის წართმევა და გათავისუფლება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.კუპრაძის თქმით, ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.„საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა. გაყალბების პირობებშიც 60/40-ზე მოვუგეთ. ვფიქრობ, შესაძლებელია თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი რუსული „ქოცობისგან“. თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის წართმევას, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის კორუფციის მექანიზმი. ამის წართმევის შესაძლებლობაა. 2021 წელს შევძელით და წავართვით დაახლოებით ათზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ და ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება. ჯერ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო

რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო. ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განუცხადა. მედინსკი უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.როგორც რუსული მედია წერს, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა .„რუსეთის დელეგაციამ ადრე მიიღო უკრაინისგან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მემორანდუმის მისი ვარიანტი. ჩვენ გავუმკლავდით. ჩვენს დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან განსხვავებული ენები. სხვათა შორის, ორი მათგანი თავისუფლად ფლობს იაპონურს“,- აღნიშნა მედისნკიმ.ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ სტამბოლში უკვე ჩავიდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსული მედიის ცნობით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.როგორც მედია წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, „მხარეებმა განიხილეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“.რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.ცნობისთვის, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიზე დაყრდნობიით ავრცელებს.ბიულეტინების 100 %-ის დათვლის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია – ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ 49.1 პროცენტი.როგორც პოლონური მედია წერს, ტშასკოვსკის გამარჯვებისთვის 369,452 ხმა სჭირდებოდა.მანამდე, Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი ლიდერობდა, ხმათა 50,3 პროცენტით.პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.

ბოლო სიახლეები