შაბათი, თებერვალი 28, 2026

ირაკლი კობახიძე – 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, განსხვავებით 2007 და 2020 წლებისგან, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც გვარამიას – „ერთი რიგითი უცხოელი აგენტის“ დონემდეა დასული.

„გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.

თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანში 201 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანში 201 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად 747 ადამიანი დაშავდა.აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანის 24 პროვინციაში განხორციელდა.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი და სულიერი ლიდერი „უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან.“

საქართველოს საგარეო უწყება – ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციის მისაღწევად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.საგარეო უწყების განცხადებით, რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, ასევე მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის...

აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საღი აზრი არ გაიმარჯვებს და დიპლომატიას შანსი არ მიეცემა, რეგიონი ცეცხლის რკალში შესვლის რისკის ქვეშ დადგება.ერდოღანის განცხადებით, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად, ისლამურმა სამყარომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.„სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან მხარეებს შორის ნდობის კრიზისი ვერ დაიძლია და ისრაელის მხრიდან პროცესის საბოტაჟის მცდელობები გაგრძელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის ქვეყნებზე.

„როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა თავდასხმა ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე განახორციელეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 53 დაღუპულისა და 63 დაშავებულის შესახებ.

კირ სტარმერი – გაერთიანებულ სამეფოს დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია

ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.კირ სტარმერის თქმით, ირანის ქმედებებს გმობს და საკუთარ მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებს.„დღეს დილით, ადრე, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეები დაბომბეს. მას შემდეგ ირანმა რეგიონში განურჩეველი დარტყმები განახორციელა. ვიცი, რომ ბრიტანელი ხალხი და თემები მთელ ჩვენს ქვეყანაში ღრმად შეშფოთებული იქნებიან იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში მყოფი უდანაშაულო ადამიანების ბედის გამო, რომელთა შორისაც ბევრი ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრებიც არიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პასუხი. გაერთიანებულ სამეფოს ამ დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია. მათ საკუთარი ათასობით ადამიანი მოკლეს, სასტიკად ჩაახშვეს დისიდენტობა და რეგიონის დესტაბილიზაცია სცადეს. გაერთიანებულ სამეფოშიც კი ირანის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დისიდენტებს და ებრაულ თემს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 20-ზე მეტ პოტენციურად სასიკვდილო თავდასხმას“, – განაცხადა სატრამერმა.მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს უნდა მიეცეს.„ამიტომ, ცხადია, რომ მათ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არასდროს უნდა მიეცეთ. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოს და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ის მთავარ მიზნად. მე ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში პარტნიორებზე, რომელთაგან ბევრი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენ ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას, როგორც ჩვენი ვალდებულებების ნაწილს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ გვაქვს თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი რეგიონში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაძლიერეთ. ჩვენი ძალები აქტიურები არიან და ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები. როგორც დიდ ბრიტანეთს ადრეც გაუკეთებია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ჩვენ გავაძლიერეთ ბრიტანული ბაზებისა და პერსონალის დაცვა უმაღლეს დონეზე. ჩვენ ასევე ვუკავშირდებით რეგიონში მყოფ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს და ყველაფერს ვაკეთებთ მათ მხარდასაჭერად,“ – აცხადებს კირ სტარმერი.ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ირანს მოუწოდებს, დიპლომატიურ პროცესს დაუბრუნდეს.„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და დავუბრუნდეთ დიპლომატიურ პროცესს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ირანს შეუძლია, ეს ახლავე დაასრულოს. მათ თავი უნდა შეიკავონ შემდგომი დარტყმებისგან, უარი თქვან თავიანთ შეიარაღების პროგრამებზე და შეწყვიტონ საშინელი ძალადობა და რეპრესიები ირანელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. ჩვენი დიდი ხნის პოზიციის შესაბამისად, ეს არის დეესკალაციისა და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების გზა,“ – აღნიშნავს სტარმერი.

ბოლო სიახლეები