ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

ირაკლი კობაძე: 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ოზურგეთში

“მოგესალმებით ძვირფასო გურულებო,

მივესალმები ჩვენს დელეგატს გურიის მხარეში, ვასიკო ჩიგოგიძეს,

ასევე მივესალმები ჩვენს დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, რომლებიც გურიიდან მრავლად არიან წარმოდგენილი მთავრობაში და პარლამენტში და რა თქმა უნდა, თითოეულ თვენგანს მოგესალმებით ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან დიდი სიყვარულით

გურულებთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. და ყველამ ვიცით, რომ არავის ისე კარგად არ ესმის პოლიტიკა, როგორც თქვენ, გურულებს და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად გვეამაყება, რომ გურიაში „ქართული ოცნება“ ყოველთვის დიდი უპირატესობით და დამაჯერებლად იგებს ხოლმე არჩევნებს! დიდი მადლობა თქვენ მრავალწლიანი ნდობისთვის! სწორედ ამ ნდობამ მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების და ქვეყნის წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა 12 წლის მანძილზე. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერსაც ერთად გავიმარჯვებთ!

კიდევ ერთხელ უნდა ითქვას ის, რაც არაერთგზის ითქვა. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, მორალურ დაცემასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, ბნელ წარსულსა და საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ განვითარდა საქართველოში პროცესები, როდესაც 2003 წელს, „ენჯეოების“ მეშვეობით, ხელისუფლება გარედან დაგვინიშნეს.

ქვეყანას 9 წლის მანძილზე მართავდა პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს დანაშაულები იყო ავტორიტარიზმის დამყარება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკარგვა. სამწუხაროდ, ამ დანაშაულებზე დღემდე არ აუღიათ პასუხისმგებლობა იმ გარე ძალებს, რომლებმაც 2003 წელს ძალაუფლება უცხოურ აგენტურას ჩააბარეს.

და ახლა, იგივე ძალები გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ხელისუფლებაში ეს ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, უცხოური აგენტურა დაბრუნდება. ვინც ერთმანეთთან აიგივებს ევროპას და ადამიანების მკვლელობას, ევროპას და ადამიანების წამებას, ევროპას და ბიზნესის რეკეტს, ევროპას და ტელევიზიების მიტაცებას, ევროპას და არჩევნების გაყალბებას, ევროპას და ომს, მათ არაფერი აქვთ საერთო სინამდვილეში ევროპასთან, ყველა არის ომის პარტიის წარმომადგენელი და მათ ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს.

რთული გამოსაცნობი არაა, რატომ შეიძლება სურდეთ კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებაში ძველი რეჟიმის დაბრუნება. ისევ და ისევ, ყველა იმ დანაშაულისთვის რაც ჩამოვთვალე და რაც მთავარია ომისთვის, რისკენაც რადიკალური ოპოზიცია უკვე მესამე წელია ქვეყანას აქტიურად ექაჩება.

საქართველოს ჭირდება არა ომი, არამედ მშვიდობა, არა განადგურება, არამედ წინსვლა და განვითარება. ძალიან მოკლედ ჩამოვთვლი იმ  მიღწევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოუტანა:

დასრულდა ავტორიტარიზმი, ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა;

გათავისუფლდა ბიზნესი და მედია;

2,5-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შემცირდა პატიმრების  სიკვდილიანობის მაჩვენებელი;

3-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და სახელმწიფო ბიუჯეტი;

3-ჯერ გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი;

ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა;

3-ჯერ გაიზარდა პენსიები და სოციალური დახმარების პაკეტი;

ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები;

700 ათასამდე მოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.

ამ ყველაფერთან ერთად, შევინარჩუნეთ 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

ეს ყველაფერი მოიტანა 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ამ ყველაფრისთვის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

საქართველოს წინსვლა და განვითარება უნდა გაგრძელდეს. 1 ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც იქნება, ერთდროულად, ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით – ეკონომიკური ზრდით დაწყებული, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით დამთავრებული.

აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია, თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. და გურულებმა ყველაზე კარგად იცით მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

მე დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს გურია და სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეცხრედ აირჩევს მშვიდობის პარტიას, აირჩევს „ქართულ ოცნებას“, რაც მორიგ ჯერზე საქართველოს მშვიდობიანი და სწრაფი განვითარების გარანტია გახდება.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს!” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები