ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

ირაკლი ზარქუა – უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს სახელმწიფოს როცა მოუწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, პოლიტპატიმარს უწოდებენ სააკაშვილს, ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს

უკრაინის მაღალჩინოსნები როცა მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, პოლიტპატიმარს უწოდებენ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადასგან 24 თებერვალს საპარლამენტო დელეგაციისთვის ოფიციალური მოწვევა მიიღო, თუმცა მათ ჩასვლაზე უარი განაცხადეს.

ზარქუას თქმით, საქართველოს ყველა დონეზე დაფიქსირებული აქვს, რომ უკრაინის გვერდით დგას და რადას მიწვევაზე ურის თქმის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა.

„ყველა პლატფორმაზე, არა მხოლოდ თქმით, საქმითაც ვადასტურებთ, რომ უკრაინის გვერდით ვართ, რადგან გვჯერა, გვწამს, რომ ადრე თუ გვიან სამართლიანობა იზეიმებს და როგორც უკრაინა აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საქართველოც. დიახ, 24 თებერვალს მიწვეული ვართ ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა უარს ვამბობთ, რადგან როდესაც უკრაინის მაღალჩინოსნები მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პოლიტპატიმარს უწოდებენ პატიმარ სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს, როგორც ჩვენი, ასევე, ევროპულო სასამართლოს მხრიდან, მგონია, რომ ეს არ ტოვებს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ყველაფერს ვაკეთებთ ყველა დონეზე, საერთაშორისო დონეზე. ბევრმა ძლიერმა სახელმწიფომ ვერ გაბედა ის, რაც საქართველომ გაბედა, მათ შორის საერთაშორისო პლატფორმაზე, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინის მაღალჩინოსნები ჩვენს ქვეყანას მოუწოდებენ, იქნებ მეორე ფრონტი გახსნათ და შეგვეხიდოთ ამ მკვლელობებში, შემდეგ კიდევ დაამატეს, თურმე სააკაშვილი პოლიტპატიმარია, არადა ზეპირად იციან, რა ბრალდებისთვის არის ის ციხეში. კიდევ ერთხელ, რუსეთი დამარცხდება და თავისუფალი სამყარო გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვოლოდიმირ ზელენსკი – მე თუ პუტინს შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი

ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინთან ვლადიმერ შეხვედრის შემთხვევაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გაცვლაზე საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „Liberation“-თან ინტერვიუში ისაუბრა.მისი თქმით, შეხვედრას სიმბოლური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.„მე თუ მას შევხვდები, ჩვენ უნდა მივიღოთ პოლიტიკური გამარჯვება, ცეცხლის შეწყვეტა, ყველა ტყვის გაცვლა ან რაიმე მსგავსი“,- განაცხადა ზელენსკიმ.ზელენსკის თქმით, „რუსები არ ენდობიან“ უკრაინელებს და უკრაინელები არ ენდობიან რუსებს“. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მხოლოდ გარე შუამავლებს შეუძლიათ ნებისმიერი შეთანხმების დაცვის გარანტირება.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის სტამბოლში ჩასვლამ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს იქ ჩასვლისკენ უბიძგოს.„პუტინი თუ არ ჩამოვა, ეს მისთვის სრული დამარცხების შთაბეჭდილებას დატოვებს“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.ზელენსკი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. კონფლიქტის შესაძლო ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, ზელენსკიმ თქვა: „არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ არა ათი წელი. უკრაინა ვერ გაუძლებს. ეს ყველას ძვირად უჯდება და არა მხოლოდ მეგობრებს, არამედ მტრებსაც“.ამასთან, ზელენსკის თქმით, შესაძლოა, კვირას რომის პაპს შეხვდეს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთთან მოლაპარაკებებზე.„შესაძლოა, კვირას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს კვირა“, ​​​​​​​​​​​​​​​​- განაცხადა ზელენსკიმ.

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა – ამოყვანილია ერთი მგზავრი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ავტომობილში კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა

თბილისში, გვიან ღამით, მანქანა მტკვარში გადავარდა - მაშველებმა მტკვრიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავტომობილში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა.

მტკვარში მანქანა გადავარდა – ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს

თბილისში, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან მტკვარში მანქანა გადავარდა.როგორც „ტიფლისნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მაშველებმა ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.ჯერჯერობით უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფება ავტომობილში. დეტალები დგინდება.

გურამ კაშია-კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი… ბავშვებს კვარას გამო უნდათ ფეხბურთელობა… ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!

„კვარამ გამოაღვიძა ყველაფერი. პატარა ბავშვებს ხვიჩა კვარაცხელიას გამო უნდათ ფეხბურთელობა. ამაზე დიდს ფეხბურთს ვერაფერს მისცემ, ეს არის უმაღლესი მიღწევა!“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია საუბრობს.ვრცლად ↓

ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის – რა ელის კაცობრიობას

ბულგარელი ნათელმხილველის, ვანგას ერთ-ერთი პროგნოზით, კაცობრიობა 5079 წლამდე არ განადგურდება,- წერს New York Post .მისტიური მკურნალი 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი მიმდევრები ჯერ კიდევ ელიან სიკვდილამდე მის მიერ გაკეთებულ წინასწარმეტყველებებს.ვანგას პროგნოზები - კაცობრიობის დასასრულის ვადებინათელმხილველის მიერ გაკეთებული პროგნოზების თანახმად, კაცობრიობას სხვადასხვა წლებში ელის:2025 წელი - ევროპაში კონფლიქტი გაანადგურებს კონტინენტის მოსახლეობას;2028 - ადამიანები დაიწყებენ ვენერას შესწავლას, როგორც ენერგიის წყარო;2033 წელი - პოლარული ყინულის ქუდები დნება, რის გამოც მთელს მსოფლიოში ზღვის დონე ამაღლდება უზარმაზარ სიმაღლეებამდე;2076 წელი - კომუნიზმი გავრცელდა მსოფლიოს ქვეყნებში;2130 - ადამიანები დაუკავშირდებიან უცხოპლანეტელებს;2170 - გვალვა ანადგურებს მსოფლიოს უმეტეს ნაწილს;3005 წელი - დედამიწა ომში წავა მარსის ცივილიზაციასთან;3797 - ადამიანებს მოუწევთ დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად აღარ ვარგა;5079 - სამყარო დასრულდება.

ბოლო სიახლეები