ორშაბათი, იანვარი 27, 2025

ირაკლი ზარქუა: ახალგაზრდებიც მალე გაიაზრებენ, როგორ იყენებენ მათ თავისი რევოლუციური და აგენტურული მიზნებისთვის უსამშობლოები და ეს გაუგებრობებიც მალე დამთავრდება

“ეტყობა ძალიან ეტკინათ, რომ ვერ გამოგვკეტეს ციხეში, და რომ ვერ მიიღეს ის რისთვისაც მოგვიწყვეს პროვოკაცია, და შემდეგ უკვე იმ დამონტაჟებულ ფოტოებზე და ვიდეოებზე გადავიდნენ, რასაც ავრცელებდნენ ეს ფაშისტი- ლიბერალები!’- ამისა შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს:

“მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას: მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს თუ უცნობებს იმ თბილი და

მხარდამჭერი მესიჯებისთვის და კომენტარებისთვის ,რომელსაც ვიღებდი იმ დღეების განმავლობაში .ადვოკატის თხოვნით რამდენიმე დღე სოც. ქსელში აქტიურობისგან თავი უნდა შემეკავებინა, და ამიტომაც დამაგვიანდა ეს წერილი. თითოეული თქვენი ზარი და გამამხნევებელი მესიჯი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა და ამიტომაც კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა თითოეულს🙌!!! რაც შეეხება ჩემს წინააღმდეგ აგორებულ იმ ბინძურ კამპანიას, ეტყობა ძალიან ეტკინათ, რომ ვერ გამოგვკეტეს ციხეში, და რომ ვერ მიიღეს ის რისთვისაც მოგვიწყვეს პროვოკაცია, და შემდეგ უკვე იმ დამონტაჟებულ ფოტოებზე და ვიდეოებზე გადავიდნენ, რასაც ავრცელებდნენ ეს ფაშისტი- ლიბერალები! საკუთარ დედებს და მამებს დაუმონტაჟონ ეგ ვიდეოები და ფაბრიკაციები და ის გაავრცელონ მომავალში!!! ეს და სხვა უამრავი ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რა ფაშისტურ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე! მეგობრებო, ერთი რამ

მინდა იცოდეთ მალე ჩაივლის და დამთავრდება ეს სიგიჟეები რაც ახლა ხდება ჩვენს ქალაქში.

ის ახალგაზრდებიც მალე გაიაზრებენ და გააცნობიერებენ თუ როგორ იყენებენ მათ თავისი რევოლუციური და აგენტურული მიზნებისთვის ეს უსამშობლოები და ეს გაუგებრობებიც მალე დამთავრდება! ამ ქვეყანას მშვიდობა და ერთიანობა ჭირდება, რასაც ყველა ერთად მივაღწევთ კიდეც!!ერთი სიტყვით ყველაფერი კარგად იქნება! ‘

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თუ მოლაპარაკებები ზაფხულამდე არ დაიწყება, უკრაინას განადგურება ემუქრება – უკრაინის დაზვერვა

თუ რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზაფხულამდე არ დაიწყება, ისეთი პროცესები იჩენს თავს, რომელიც უკრაინის არსებობას შეუქმნის საფრთხეს, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბუდანოვმა ეს განცხადება უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებთან დახურული შეხვედრის დროს გააკეთა. „გენშტაბის წარმომადგენლები თავიდან ძალიან ჩახლართულად, მაგრამ საინტერესოდ ჰყვებოდნენ. შემდეგ იყო სხვადასხვა ანგარიშები. მაგრამ ყველაზე მეტად ბუდანოვის პასუხი დაგვამახსოვრდა. ვიღაცამ მას ჰკითხა, რამდენი დრო გვაქვს. და კირილმა ცივი ღიმილით თქვა: „თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, შემდეგ, შესაძლოა, უკრაინის არსებობისთვის ძალიან სახიფათო პროცესები წარიმართოს“, - განუცხადა მედიას წყარომ.

„ესტონეთი თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც სხვა სახელმწიფოს პოლიტიკაში უხეშად ჩარევას კადრულობს, მსოფლიო დღის წესრიგს უპირისპირდება“ – გურამ მაჭარაშვილი

ბრიუსელში მიმდინარე სხდომას, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავენ, "ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სხდომაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების ინიციირებით, ესტონეთი სხვა სახელმწიფოს პოლიტიკაში უხეშად ერევა. "ესტონეთი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც იმას კადრულობს, რომ სხვა სახელმწიფოს პოლიტიკაში უხეშად ერევა, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ მსოფლიო დღის წესრიგს უპირისპირდება. ესტონეთს შევეკითხოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ ლგბტ თემთან და ტრანსგენდერებთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩაურევლობასთან დაკავშირებით - ეწინააღმდეგა ტრამპის პოლიტიკას ესტონეთი? მაშინ გამოვიდეს და თქვას," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ირაკლი ფავლენიშვილი: “ნაცმოძრაობის” წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე – ჩვენ არ ვართ არანაირი პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით

 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე, რადგან პარტიის წევრების გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სტატუსით ისინი არ აპირებენ ამ დეკლარაციის შევსებას, რადგან არ წარმოადგენენ არალეგიტიმურ პარლამენტს.“ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. “ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში  არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საზავო შეთნხმების მიხედვით, ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო

საზავო შეთნხმების მიხედვით, ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში დაბრუნება დაიწყო. მანამდე განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, რომლის თანახმად, ღაზის მცხოვრებლებს შეუძლიათ დაბრუნება ნეტზარიმის დერეფნით 07:00 საათიდან. ღაზის სექტორის მცხოვრებლებს უფლება აქვთ, დაბრუნდნენ ფეხით ნეტზარიმის გზით და რაშიდის ქუჩით. სატრანსპორტო საშუალებების გავლა აღმოსავლეთით, სალაჰ ა-დინის ქუჩაზე, უსაფრთხოების შემოწმების შემდეგ, 09:00 საათიდან არის დაშვებული. ისრაელის არმიამ ასევე გასცა მთელი რიგი გაფრთხილებები ღაზის მოსახლეობისთვის, მათ შორის: არ გადაიყვანონ ტერორისტული ელემენტები ან არ გადაიტანონ იარაღი ჩრდილოეთ ღაზაში; არ მიუახლოვდნენ ისრაელის თავდაცვის ძალების პოზიციებს და ჯარებს ღაზაში ან ისრაელის ტერიტორიაზე; არ მიუახლოვდნენ რაფაჰის გადასასვლელს და ფილადელფის დერეფნის ტერიტორიას სამხრეთ ღაზაში და არ იბანაონ, არ ჩაყვინთონ ან არ ითევზაონ ხმელთაშუა ზღვაში უახლოეს დღეებში.

ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რეზიდენციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან განხორციელებულ ინვესტიციებს და უმსხვილესი დეველოპერული, ლოგისტიკური კომპანიების ინტერესს საქართველოში ინვესტირების კუთხით. ამ კონტექსტში აღინიშნა აბუ დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება, ასევე, უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რომლის შედეგად, საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება. საქართველოს მთავრობამ გამოთქვა ინტერესი, გაგრძელდეს მოლაპარაკებები აბუ დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები