ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

იოსებ ხახალეიშვილი: ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, კიდევ უფრო განვითარებას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართვლოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა არჩევანი მე-40 საარჩევნო ოლქში გააკეთა.

როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, ხმა მისცა ქვეყნის ღირსეულ მომავალს და სტაბილურობას.

„შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩემს გუნდთან ერთად გზა ღირსეულად გავიარეთ არჩევნებამდე და ჩემი არჩევანიც ღირსეულია, ჩვენი გამარჯვებაც ღირსეული იქნება. ხმა მივეცი ქვეყნის ღირსეულ მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას და განათლების, კულტურის კიდევ უფრო განვითარებას.

აქვე, მინდა მოვუწოდო ჩემს ძვირფას თანაქალაქელებს, ნუ დაიზარებთ, გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მიდით არჩევნებზე, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ხახალეიშვილი ასევე მეორე ტურში ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მათი სტილია, როცა ბრძოლას აღარ აგრძელებენ. მან იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები იაქტიურებენ და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში ტარდება. არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ინტერიერის დიზაინერს რატი რატიანს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე “კანაფის” უკანონო დათესვა, მოყვანის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა მიწის სიღრმეში სპეციალურად აშენებულ სარდაფის ტიპის შენობაში, რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 283 ქოთანში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 16434.71 გრ. ნარკოტიკლი საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე, ასევე ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7406.22 გრ. ნარკოტიკულ საშუალება “გამომშრალ მარიხუანას”.„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები 2025 წლის 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 265 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა.სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა, ტყუპებმა გიორგი და ლუკა ჭიღლაძეებმა, მათემატიკაში, 51-დან 50-50 ქულა მიიღეს

„ყველაფერი წამებში მოხდა…“ – ქობულეთის სანაპიროზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა

27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრის სწრაფი რეაგირებით ბავშვი გადარჩა.„27 ივლისს, ქობულეთის სანაპიროზე, ძლიერი ტალღების დროს საშინელი წუთები დატრიალდა. მცირეწლოვან ბავშვს დახრჩობის რეალური საფრთხე შეექმნა, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცერმა დაუყოვნებლივ და პროფესიონალურად იმოქმედა.ყველაფერი წამებში მოხდა, სანაპიროზე მყოფი ადამიანები შოკში იყვნენ, მაგრამ სწორედ მისი სიმამაცისა და სწრაფი რეაგირების წყალობით ბავშვი გადარჩა.ასეთი ადამიანები სიცოცხლეშივე გმირები არიან. ოფიცერი უდიდეს მადლობასა და პატივისცემას იმსახურებს გაბედულებისა და ადამიანური თავდადებისთვის. ღმერთმა ჯანმრთელად და მშვიდობით ამყოფოს ყველა ის ადამიანი, ვინც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“,-წერს გვერდი „ყველაფერი პოლიციის შესახებ“. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, მიხეილ ჩოკოშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და  უზბეკეთის საბაჟო კომიტეტის მიერ, ქალაქ ტაშკენტში, ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.აღსანიშნავია, რომ UNODC-ის გლობალური სამგზავრო და ტვირთების კონტროლის პროგრამის (PCCP) ფარგლებში, გამართული საბაჟო ორგანოებისა და პორტების კონტროლის ერთობლივი დანაყოფების რეგიონთაშორისი ქსელის (IREN) წევრი ქვეყნების ფორუმი, რიგით მეთერთმეტე ყოველწლიური შეხვედრაა და მას საბაჟო ადმინისტრაციების  ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.საერთაშორისო ფორუმის მიზანია პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მიღებული ოპერატიული შედეგების/გამოწვევების შეფასება და რეგიონული თანამშრომლობისთვის სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის მექანიზმების განვითარებას, ასევე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობასა და ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით, სამართალდაცვითი ღონისძიებების შემცირებას.ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მინდია გრძელიძე და სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.აქვე შეგახსენებთ, რომ 2025 - 2026 წლებში საბაჟო დეპარტამენტის მიერ, აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჰეროინის (905 კგ) და მეტამფეტამინის (103 კგ), ასევე,  434 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის საქართველოს გავლით გადაზიდვის ფაქტები. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას.ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ავარიას ოსკარის მფლობელი, მუსიკოსი გლენ ჰანსარდი ემსხვერპლა

ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი, დუბლინში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.„ოსკარის“ მფლობელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ოთხშაბათს, დილით ადრე, სტრობერი ბედსის მახლობლად მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ინციდენტში სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა ჩართული.პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.ჰანსარდი დუბლინის ქუჩის მუსიკოსების წრეში მოღვაწეობდა, 1989 წელს კი ჯგუფი The Frames ჩამოაყალიბა, რომელმაც ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ-ბენდის რეპუტაცია მოიპოვა. მსოფლიო პოპულარობა კი მას ფილმმა „ერთხელ“ მოუტანა, რომელშიც მან მარკეტა ირგლოვასთან ერთად მთავარი როლი შეასრულა და საუნდტრეკი დაწერა. მათმა დუეტმა Falling Slowly ოსკარი მოიპოვა.

ბოლო სიახლეები