ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

ინგა გრიგოლია: საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი, რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად

საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი,რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად! – ამის შესახებ ტვ “პირველის” ჟურნალისტი, გადაცემა “რეაქციის” ავტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს.

“ბრავო, ბიძინა რა!! ბრავო!!!  . მე არ ვიცი,თავად გეგმავს თუ მრჩეველები ურჩევენ,მაგრამ როგორ რეალობაში გავიღვიძეთ ერთ დღეს,იცით? – ჟურნალისტი რომ ჟურნალისტს აგინებს, მეგობარი მეგობარს, თანაპარტიელი თანაპარტიელს( და არა ოპონენტს)…ქმარს ,ყოფილ ქმარს, მეგობარს რომ ათრევენ ცოლის,ყოფილი ცოლის, მეგობრის გამხნევება, მისთვის ურთულეს დროს , რატომ გადაწყვიტეო…მამაოები რომ მიტევების ნაცვლად, მრევლს გეშავენ საცემად ადამიანებზე,ვინც განსხვავებულად აზროვნებს…ექიმები რომ პაციენტებს აქეთ აბულინგებენ… ჟურნალისტებს რომ მოღალატეებს და ქვეყნის გამყიდველებს ეძახიან, ისეთ შეკითხვებს რატომ სვამ,რაც ჩვენ არ მოგვწონსო და ასე შემდეგ. ყველა ერთმანეთს რომ ჭამს და ყველას ერთმანეთი რომ სძულს . ესაა იდეალური გარემო ხელისუფლების დიდი ხნით შესანარჩუნებლად)))))). ხოდა, საღოლ ,ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი,რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად!” – წერს ინგა გრიგოლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს.მაკრონის თქმით, ის დონალდ ტრამპსა და კატარის ამირას დაუკავშირდა და განაცხადა, რომ „საერთო ინტერესებიდან“ გამომდინარე, დარტყმების შეჩერება „დაუყოვნებლივ“ უნდა განხორციელდეს.„სამოქალაქო მოსახლეობა და მათი ძირითადი საჭიროებები, ასევე ენერგომომარაგების უსაფრთხოება სამხედრო ესკალაციისგან დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მაკრონმა.

ხუთი კონგრესმენი და სენატორი აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გამოიყენონ სანქციები და სხვა ბერკეტები, რათა საქართველომ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები შეასრულოს

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ მოხსენება ცხადია, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს მოპოვებულ თავისუფლებას ართმევს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს, – ამის შესახებ ხუთი ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის განცხადებაშია აღნიშნული.განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კონგრესმენი სტივ კოენი, ასევე დემოკრატი სენატორები: შელდონ უაითჰაუსი და ჯინ შაჰინი.განცხადების ხელმომწერები აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, „ევროპელ პარტნიორებთან ერთად გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ბერკეტები, რათა საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციები შეასრულოს“.„მოვითხოვთ, გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, გააუქმონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები, ასევე არადემოკრატიული და უსამართლო კანონები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი – ილია მეორე განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს გამჭრიახობით და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ვუსამძიმრებთ საქართველოს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, იგნატიუს აფრემ II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.პატრიარქმა იგნატიუს აფრემ II-მ ილია მეორეს უწოდა „ერთგული მწყემსი და საღვთო საიდუმლოთა გონიერი განმგებელი“.„განსაცდელისა და ცვლილებების ჟამს ის გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სამოციქულო სიმამაცით უძღვებოდა სამწყსოს, ეკლესიაში შეუპოვრობისა და ერთგულების მაგალითად დარჩა. ანტიოქიის სირიული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდისა და ყველა ჩვენი მორწმუნის სახელით, ვუსამძიმრებთ თქვენს უდიდებულესობას, წმინდა სინოდს და მთელ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.როგორც წერილშია აღნიშნული, ასურული მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს, რომ უფალმა საქართველოს წმიდა ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ღვთიური მადლით განამტკიცოს. 

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა.ლოცვის შემდეგ, პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს.მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე საყვარელ ძმად, ქართველი ხალხის დაუვიწყარ მამად და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია.სერბეთის პატრიარქმა ისაუბრა ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობაზეც და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა არამხოლოდ სამწყსოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.ამასთან, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს დიდი როლი მიუძღვის რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციის დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.

მეუფე დანიელი პატრიარქზე: ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა, მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არის მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა, - განაცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „ქრონიკასთან“.მისი თქმით, პატრიარქის მიერ დატოვებული ეკლესია მტკიცე საფუძველზე დგას.„ღმერთმა იმისთვის მოავლინა, რომ განადგურების პირას მიყვანილი ეკლესია აღედგინა და აეღორძინებინა. მან დატოვა ეკლესია, რომელიც მტკიცე საფუძველზე დგას“, - აღნიშნა მეუფემ.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

ბოლო სიახლეები