ორშაბათი, მაისი 11, 2026

იმერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავარია ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ავტომობილი მდინარე ჭიშურაში გადავარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა გარდაიცვალა.

მომხდარის დეტალებს ,,აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – შიო მესამეს ვულოცავ უაღრესად საპატიო მისიაზე გამორჩევას, გვწამს, ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც განსაკუთრებული სიბრძნით ქმნიდა პატრიარქი ილია მეორე

დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.მთავრობის მეთაური უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას ულოცავს.„უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II.დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება.ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და მის ახალ სულიერ მამას!“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოველში გაიმართება.ინტრონიზაციის თარიღი სრულიად საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ გამოაცხადა.ინტრონიზაციის თარიღის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა პატრიარქმა თავად მიიღო.საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს აირჩიეს.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მიტროპოლიტ შიოს საქართველოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მუჯირს პატრიარქად არჩევას ულოცავენ. მისალოცი წერილი „ქართული ოცნების“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.„თქვენო უწმინდესობავ,გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო. ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

რიმა ბერაძე – სლოვაკეთში სრული მზაობა გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, ეს ხელს შეუწყობს ხალხებს შორის ურთიერთდაახლოებას და ეკონომიკის განვითარებას

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები დაფუძნებულია მეგობრობაზე, სლოვაკეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.მისი თქმით, სლოვაკეთის მხრიდან მხარდაჭერა გამოითქვა, რომ მზად არიან თავიანთი გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც ევროკავშირის წევრობის 22 წლის განმავლობაში დააგროვეს.„მათ სრული მზაობა გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე იყოს აყვანილი. შეხვედრაზე მსჯელობის საგანი იყო განათლება, ტურიზმი, ეკონომიკა. საუბარი შეეხო სატრანსპორტო მიმართულებასაც. კერძოდ, ქუთაისსა და ბრატისლავას შორის არსებულ ფრენებს. ითქვა, რომ ეს მიმართულება გაძლიერდება, რადგან ბევრი ტურისტი მოდის როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში. ეს ხელს შეუწყობს ხალხებს შორის ურთიერთდაახლოებას და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ბერაძემ.

საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.მღვდელმთავრებმა სამ კანდიდატს შორის გააკეთეს არჩევანი. კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა.გაფართოებულ კრებაზე ხმის უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრები. კენჭისყრაში სინოდის 38-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა, ერთი ხმა გაუქმდა.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი დაიბადა 1969 წლის პირველ თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს, 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან არის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლად შექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა იღუმენ შიოს ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წელს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 2017 წლის 23 ნოემბერს მეუფე შიო დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ, ხოლო 2018 წლის 21 ივნისს წმინდა სინოდის სხდომაზე დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

ბოლო სიახლეები