პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

იმედია, ჩვენი თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან.

„რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებებს. მესმის, რომ ირაკლი კობახიძე ჯერ მხოლოდ წარადგინეს პრემიერ-მინისტრობის პოსტზე და გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ კვირაში მიიღებს. ასე რომ, ველოდებით ოფიციალურ წარდგენას პარლამენტის მიერ. უკვე ვთქვი, რომ ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვქონდა წინა პრემიერ-მინისტრთან და დროებით მთავრობასთან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან“, – აღნიშნა ელჩმა.

როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. უკვე ყოფილი მინისტრი კი შესაძლოა მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ. პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების” სიაში ის 71-ადგილზეა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის

როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ორპოლუსიანი სისტემა, ახალ ძალებს, ჯანსაღ, პოტენციურ ძალებს არ აქვთ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება.„ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს არა მარტო საშუალება არ აქვთ, არამედ სურვილიც არ აქვთ, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში. როდესაც სიძულვილის ხარისხი, ზიზღის ხარისხი ასეთი მაღალია პოლიტიკაში, ასეთ ადამიანებს არ უნდათ, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ. როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური ძალებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული

მშვიდობის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა – ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.აკრძალული მედიკამენტები მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერებისას, გამოვლინდა. კერძოდ, საეჭვო შიგთავსის აღმოჩენის შემდეგ, მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც თელავივი - თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 3 ათასზე მეტი კაფსულა  აღმოაჩნდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ირაკლი კობახიძე: როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა

როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს მომავალ წელს გლობალურად.„ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებულები ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები