სამშაბათი, მარტი 25, 2025

„იმედი მაქვს, რომ ე.წ. ნაცური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და საკუთარი სიტყვის ერთგულები დარჩებიან“ – იაგო ხვიჩია

“იმედი მაქვს, რომ ე.წ. ნაცური პარტიები, არჩევნებში მო7 თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ოპოზიციაში კი აზრთა სხვადასხვაობაა და ჩამოყალიბება უჭირთ – მიიღებენ თუ არა მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას. ღიად და პირდაპირ “ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში ჩართვას არ აპირებს. ბარიერგადალახულ სხვა პარტიებში კი აქცენტს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებზე აკეთებენ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ პარტია “გირჩში”:

“იმედი მაქვს, რომ ე.წ. ნაცური პარტიები, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და საკუთარი სიტყვის ერთგულები დარჩებიან. თუმცა ვხედავ რაღაცნაირად ამ პირველი სიტყვიდან უკან დახევას. მე არ ვიცი ბატონი ნიკა მელია და ნიკა გვარამია უკან დაიხევენ თუ არა საკუთარი პოზიციიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ტენდენცია პირიქით მიდის და როგორც ჩანს, ნაცები და ნაცური პარტიები, აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,”- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მეუფე შიო – დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის

მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის. ამისთვის გვმართებს, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ(მუჯირი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ქადაგებისას.მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ავტოკეფალიის აღიარების საკითხში და აღნიშნა, რომ „ილია მეორემ ავტოკეფალიისთვის ბრძოლა დააგვირგვინა“.„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს ჩვენ ვფიქრობთ ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში. ავტოკეფალია არის ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა V საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიისგან წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით და ძალისხმევით. ეს მოვლენა იქცა საფუძვლად და მამოძრავებლად მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურისა, მწიგნობრობისა და მსოფლმხედველობისა.დღეს ჩვენ გადავიხადეთ სამადლობელი პარაკლისი და ვმადლობთ უფალს ამ დიდი მადლისა და წყალობისთვის.ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია განუწყვეტლად გრძელდებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის უკანონო ბრძანებით გააუქმეს ჩვენი ავტოკეფალია, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II გაიწვიეს საქართველოდან, რაც, ფაქტობრივად, გადასახლებას ნიშნავდა და საქართველოს ეკლესიის მმართველობა ჩააბარეს რუსეთიდან მოვლენილ საგანგებო პიროვნებას - ეგზარქოსს.ჩვენი ეკლესიისა და ერისთვის ეს უმძიმესი ვითარება 106 წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდს ასე ახასიათებს წმინდა კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. მინდა, წაგიკითხოთ ამონარიდები მისი ქადაგებიდან და წერილებიდან:„დიდი რუსეთის ეკლესიის თავი... ვერ მიუდგა პატარა საქართველოს ეკლესიის სხეულს. მან მოაშორა საქართველოს „სულის ხელმწიფე“, ჩაუკეტა ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ნავთსაყუდელი და წმინდა ნინოს ეკლესია გადააქცია „მართლმადიდებელი აღსარების უწყების“ განყოფილებად“... „ჩვენი ენის, ზნე-ჩვეულებების და წარსულის უცოდინარი სინოდის ეგზარქოსები საქართველოს ეკლესიას მართავდნენ „ბრძანებითა მისი უდიდებულესობისაითა“ და არა სჯულის კანონის და საქართველოს ეკლესიის კრებათა ხელმძღვანელობით, ხოლო ადგილობრივნი ... ეპისკოპოზნი და მღვდელნი, ახალი მდგომარეობით ხელფეხშეკრულნი ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებას „მართლისა დამტკიცებას და გულარძნილისა განხდას“.ასეთი მძიმე ვითარება გრძელდებოდა 1917 წლამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენს წინაპრებს არ დაუკარგავთ იმედი და არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის. მათი ეს ძალისხმევა საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენმა იერარქიამ, სამღვდელოებამ ისარგებლა რუსეთში მომხდარი 1917 წლის თებერვლის რევოლუციის მოვლენებით და იმავე წლის 12 მარტს (ძველი სტილით), სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილი წირვისა და პარაკლისის შემდეგ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოაცხადა.ეს იყო ზეიმი და სიხარული მთელი ერისთვის, ეს იყო უდიდესი მოვლენა, რომელსაც სულ მალე მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს.მინდა, თქვენთან ერთად განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დააგვირგვინა ბრძოლა ავტოკეფალიისთვის. მისი დიდი ავტორიტეტით, დაუღალავი ძალისხმევით, 1990 წელს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ცნო და აღიარა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული, რაც გამოიხატა საგანგებო სიგელების გადმოცემით. მაშინ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ბრძანა, რომ ამ საბუთებს ქართველი ერი 1500 წლის განმავლობაში ელოდა, ეს იმდენად დიდი მნიშვნელობის დოკუმენტებია, რომ ამიერიდან ვეღარავინ შეძლებს, ხელყოს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია.მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენი ეკლესიაც და სახელმწიფოც თავისუფალია, დამოუკიდებელია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვავალდებულებს, რომ ვიზრუნოთ და ვიშრომოთ ამ თავისუფლების შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის. ამისთვის გვმართებს, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ გვახსოვდეს და მაგალითად დავისახოთ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც იბრძოდა და იღვწოდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის, პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ წინაპრებს, დიდ პატრიარქებს: კირიონს, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, რომლებიც ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ, და ჩვენს სხვა დიდ პატრიარქებს, მიტროპოლიტ ანტონ გიორგაძეს და ჩვენს სხვა სასიქადულო სასულიერო და საერო პირებს.კიდევ ერთხელ გილოცავთ ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირა დიდ მარხვაში ეძღვნება ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ძალამ და მადლმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ნიკა გვარამია – „კოალიცია ცვლილებისთვის“ არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ კომისია არალეგიტიმური და უკანონოა, ისევე, როგორც პარლამენტი

მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საკუთარ „ფესიბუქ“ გვერდზე წერს.„კოალიცია ცვლილებისთვის“, ჩვენი წარმომადგენლები, არ ვიღებთ მონაწილეობას ივანიშვილის მიერ შექმნილ ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, არ გამოვცხადდებით ე.წ. კომისიის სხდომებზე არცერთი სტატუსით და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს კომისია არალეგიტიმური და უკანონოა ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტი.ამ პროცესის მიზანია ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან ყურადღების გადატანა რუსულ პროპაგანდისტულ თემებზე, რაც არა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების, არამედ მხოლოდ რუსი ოლიგარქის ინტერესია. არ ვაპირებთ, ოლიგარქს ამის შესაძლებლობა მივცეთ.მხარდაჭერას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებმაც უარი განაცხადეს ივანიშვილის ფარსში მონაწილეობაზე“,- წერს გვარამია.

პაატა სალია: მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები, რომ მოხდეს ამ ომში საქართველოს ჩათრევა

ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტს ჰქონდა განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეღოთ გარკვეული სანქციები საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი ამ მსგავს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე ტენდენციას, რომ ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ დააწესონ გარკვეული ტიპის შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ წამყვანის კითხვის პასუხად, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.„ხშირ შემთხვევაში ეს სიებიც გაურკვეველია როგორ დგება. ჩვენ ეს ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ მოხვედრილი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმასთან, რაც თითქოს სანქცირების საფუძვლად იყო მითითებული. ეს ტენდენცია გააგრძელა გერმანიამ, თუმცა მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად სანქცირების რეჟიმს, ამას არ შეუძლია შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ, მცდელობას რომ ეს სანქციები რაღაც სადამსჯელო მექანიზმად იყოს გამოყენებული და ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისთვის გარკვეულწილად მაშველ რგოლად, მუხტის შესაქმნელად ქუჩაში, რათა აქციები გაგრძელდეს. სხვა დანიშნულება, სხვა პრაქტიკული ამოცანა ამ მოქმედებებს დღეს არ აქვს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვართ; მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები საქართველოს მიმართ, რომ მოხდეს ამ კონფლიქტში მისი ჩათრევა. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ აბსოლუტურად არასწორ ფაქტებზე იყო დამყარებული, რომელიც იყო გარკვეულწილად აქაური ოპოზიციის აღქმებზე დამყარებული და რომლის ერთადერთი მიზანი იყო გამოეწვია ურთიერთობების ესკალაცია რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. ეს არის ამ დაწყებული მოქმედებების გაგრძელება“, - აღნიშნა სალიამ.

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა.რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული „ბაზელის“ ნახევარმცველმა მეტოქი გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა.სერბეთმა შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი მატეია მიტროვიჩის ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს ქართველი ფეხბურთელები წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ, თავი ამჯერად თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.ამხანაგურ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში გიორგი იაკობიძემ დააფიქსირა, სერბეთის ნაკრების კარში მან გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.თურქულ შეკრებაზე რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი 22 მარტს ფინეთთან გამართა და 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცარისტულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და ის რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა, ხოლო 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და მრავალი თაობის სულიერ აღზრდაში. მიუხედავად ისტორიის მძიმე გამოწვევებისა, განსაკუთრებით, 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებისა, ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ყველა განსაცდელს და რწმენითა და თავდადებით განაგრძო თავისი ისტორიული მისია.1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევის შედეგი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ერთიანობასა და სულიერ სიმტკიცეს. ეს დღე არის რწმენის, შეუპოვრობისა და ერთობის ძალის სიმბოლო.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოველთვის იცავდა და იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას იმ სულიერი საფუძვლებით, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს.ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია!“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

ბოლო სიახლეები