ორშაბათი, ივლისი 13, 2026

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ მან შუშაში, მეოთხე გლობალური მედიაფორუმის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.

„2023 წელს ჩვენ, ჩვენი კანონიერი უფლების გამოყენებით, ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა აზერბაიჯანის დასასჯელად შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს“, – აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ალიევის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არ ყოფილა და სინამდვილეში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის დელეგაციამ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„თუ ხმის მიცემის უფლება არ გვაქვს, იქ ყოფნას რა აზრი აქვს?“ – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს მონაწილეობა არ მიუღია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, რის გამოც, მისი თქმით, ქვეყანა ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღარ აღიარებს.

„უკვე ორი წელია, დისკრიმინაციას ვაწყდებით. ღიად ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ წევრობის შეჩერებას ან გაყინვას, არამედ ევროპის საბჭოდან სრულ გასვლასაც განიხილავს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მას პირადად სთხოვა, ამ ნაბიჯისგან თავი შეეკავებინა და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა ეცადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თუ ევროპის საბჭო აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს, ქვეყანა ორგანიზაციაში მუშაობას დაუბრუნდება. მისი შეფასებით, სწორედ ევროპის საბჭომ მიიღო „უსამართლო და არალეგიტიმური“ გადაწყვეტილება, ამიტომ შეცდომაც თავად უნდა გამოასწოროს.

სიტყვის დასასრულს ალიევმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანი ორგანიზაციას საბოლოოდ დატოვებს, ამას პრაქტიკულად ვერავინ იგრძნობს, შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს.

„აქ ბევრი არაფერი შეიცვლება. შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია. აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა და ჩვენ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენ 2001 წელს ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით შევუერთდით. მაშინ ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. ორგანიზაციაში დიდი მოლოდინებითა და იმედით შევედით, რომ ის ჩვენი მთავარი საკითხის – ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა“, – აღნიშნა ალიევმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა, ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში კი მათ ფართოდ გაუღეს კარი

ვიცით, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარული ჩანაწერებში, რომლებიც სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურ რეჟიმს ჰქონდა დაგროვილი, მათ შორის, თავიანთივე გუნდის წევრებთან დაკავშირებული ჩანაწერებიც იყო. ასე რომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი ჩანაწერები ბარამიძეზეც ჰქონდეთ და, რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეებს ალაპარაკებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით, „რომ კასრებში იარაღი ინახებოდა, რაც იყო თავდაცვითი ზღუდე, თუკი მტერი შემოვიდოდა გარკვეულ მანძილზე, ჩვენს პარტიზანულ ფორმირებებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც მონახავდნენ იარაღს და გამოიყენებდნენ მტრის წინააღმდეგ“.„სააკაშვილი-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა ადამიანის ღირსების წინააღმდეგ საშინელი დანაშაული ჩაიდინა. როცა ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ფართოდ გაუღეს გულის კარი ევროპარლამენტში და ბრიუსელის სხვადასხვა კორიდორებში სააკაშვილ-ბოკერია-ადეიშვილის კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ღირებულებით უფსკრულშია ის ხალხი, ვინც მათ ხელს ართმევს და მათთან ერთად სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებას მართავს და მხარს უჭერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში ანტიდემოკრატიული აზროვნების ადამიანი წარმოადგენს, ამის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კალასს არც კი ხვდება, დიალოგში არ...

ნებისმიერი ადამიანი, ვინც იყენებს ფორმულას – „ქართველ ხალხს მხარს უჭერს, მაგრამ მხარს არ უჭერს მის ხელისუფლებას“, პირველ რიგში, დემოკრატიას არ აღიარებს, ამიტომ, ანტიდემოკრატია. შესაბამისად, კაია კალასის ეს განცხადება ანტიდემოკრატიულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის კაია კალასის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „საქართველოსთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები გვაქვს. რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან, ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.შალვა პაპუაშვილის თქმით, კაია კალასი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს.„კაია კალასი პატივს არ სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიოს. ასეთ ადამიანს ქართველი ხალხი მიაჩნია უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ აქვს, საკუთარი ხელისუფლება თავად შეარჩიოს. დიახ, კაია კალასის ეს განცხადება პირდაპირ ნიშნავს, რომ კაია კალასს ქართველი ხალხი მივაჩნივართ უუნარო ბრბოდ, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, ხელისუფლება თავად შევარჩიოთ და კაია კალასის მეურვეობა გვჭირდება. ესტონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხელით უნდა გვატაროს საქართველო, ის ამ დონეზე ხედავს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობას, რომ ხელით უნდა გვატაროს, ჭკუა გვასწავლოს და გვიკარნახოს, რა არის კარგი, რა – არა. ეს სირცხვილია. ეს ყველაზე სამარცხვინო განცხადებაა, რაც პირდაპირ ხაზს უსვამს, რამდენად აცდენილია კაია კალასი არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს დემოკრატია. დიდი საფრთხეა, როცა ევროკავშირს საგარეო ურთიერთობაში წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც ანტიდემოკრატიული აზროვნება აქვს. სწორედ ამის გამოა, რომ მას ამერიკის სახელმწიფო მდივანი არც კი ხვდება და რაიმე საერთაშორისო მნიშვნელობის დიალოგში არ რთავენ. ბოლო პერიოდში დაგეგმილია რეფორმა და გადაკეთება ამ უწყების, რადგან კაია კალასის დიდი დამსახურებაა, რომ ევროკავშირს ასეთი თავქარიანი საგარეო პოლიტიკა აქვს. ეს არის სამარცხვინო განცხადება. ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ რაიმე კრიტიკული კომენტარებისგან, მაგრამ ბრიუსელის ნებისმიერი წარმომადგენელის მხრიდან ქართველ ხალხზე იქნება თავდასხმა? ნებისმიერ ასეთ თავდასხმაზე იქნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან იოსელიანი – ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე, ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი, დავით კეზერაშვილი – 5 წელი, ბაჩო ახალაია –...

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ალეკო ელისაშვილის სასამართლო განაჩენს ეხმაურება.იოსელიანს მაგალითად მოჰყავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოტანილი განაჩენები და პარალელს ავლებს ელისაშვილის სასჯელზე.„ვანო მერაბიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზურაბ ადეიშვილი – 6 წელი; დავით კეზერაშვილი – 5 წელი; ბაჩო ახალაია – 9 წელი; მეგის ქარდავა – 9 წელი; ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ – 9 წელი; ვიქტორ ყაჭეიშვილი – 9 წელი; ოლეგ ფაცაცია – 9 წელი; გიგი უგულავა – 3 წელი და 2 თვე; გაგა მკურნალიძე – 3 წელი და 4 თვე; და ა.შ…..ალეკო – 13 წელი!“,- წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 

ცურტაველი მიტროპოლიტი პატიმრების შეწყალებაზე პრეზიდენტისთვის მიმართვის შესახებ კითხვაზე – მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც, ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს.ასე უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინდივიდუალურადაც მიმართონ.„მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.ამასთან, მისი განმარტებით, სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა.„სინოდის სხდომა ჯერ არ შეკრებილა. საპატრიარქოში გაირკვევა ყველაფერი",-განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს...

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა.„მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების.დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული, ნეტარხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ დავფიქრდეთ ვართ თუ არა მზად გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას“, - აღნიშნა პატრიარქმა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს.

ბოლო სიახლეები