ორშაბათი, თებერვალი 23, 2026

ილია მეორე – დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდმარხვის დაწყების წინ გავრცელებულ მიმართვაში.

პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ “ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს”, ყველასთვის მარხვის დაცვა აუცილებელია.

„დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა…

ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, – გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.

ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა („მოწყალებისა კარი განგვიღე“) ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.

ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.

მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია II“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს

ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, არის ორმაგი სტანდარტი – ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ.„მარტივად არის საქმე, როდესაც თვითონ ერევიან. უნდათ რომ ეს ასე დარჩეს . როდესაც მათ საქმეში ერევიან, უნდათ, რომ პრევენციული ზომები მიიღონ. ორმაგი სტანდარტია. ყველას უნდა, რომ სხვის საქმეში ჩაყოს ცხვირი, როცა მათ საქმეში ყოფენ ცხვირს, ეს არ მოსწონთ. ჩვენი ინტერესია, რომ არც ჩვენ ჩავაყოფინოთ არავის ცხვირი ჩვენს საქმეში. ეს არის ჩვენი საქმე. ჩვენი სუვერენიტეტი არის ჩვენი საქმე, აქედან გამომდინარე, არავინ არ უნდა სცადოს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი ინტერესების ისე გატარება, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს სუვერენიტეტის პრინციპს. თავის დროზე გამჭვირვალობის კანონი გააპროტესტეს, სხვა საკანონმდებლო აქტები გააპროტესტეს. ყველა ეს კანონი ემსახურებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას და რა თქმა უნდა, მყარად ვრჩებით ამ პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან ლიდერია, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს

ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა, არის ამის კიდევ ერთი დასტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსში, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით, საქართველოს ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვედრას და მსოფლიოში 22-ე ადგილის დაკავებას შეეხებოდა.მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე.„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, გამორჩეულად იამაყოს ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებით, როგორც პროფესიონალიზმის, ასევე კეთილსინდისიერების კუთხით და ის კვლევა, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა არის კიდევ ერთი დასტური ამისა. საქართველო არის მოწინავე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც კი, მე-16 ადგილი დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ ამ მაჩვენებლით, ვუსწრებთ უკლებლივ ყველა კანდიდატ ქვეყანას. სადაც ქვეყნდება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასებები, საქართველო ყველგან არის ლიდერი და მოწინავე. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მუდმივად პროგრესირებს, განიცდის მუდმივ წინსვლას და სამართალდამცავი სტრუქტურების წინსვლაც არის ამის ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო გამოხატულება“, – განაცხადა პრემიერმა.

უცხოელებს კურიერებად და ტაქსისტებად მუშაობა აღარ შეეძლებათ – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.„შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე, რომლის მიზანია ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება საქართველოში ან დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი, ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პირობებს, კრიტერიუმებს, პროცედურებსა და ვადებს, შრომითი საქმიანობის უფლების შეწყვეტის, გაგრძელების, ასევე შრომითი საქმიანობის უფლების გამცემი და შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას.საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან.კერძოდ:ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 200.ამ დანართის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კვოტები არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.დადგენილება 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება.

ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება.ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე).ლოცვაუფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).****ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

მეუფე იაკობი – ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს – თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს

ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა, ყველა თავისას მიიღებს, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ვინმეს თუ ძალაუფლება აქვს, უფლისგან აქვს მიღებული.„ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რომ ერი შერიგდეს. თუ ეს არ გაკეთდა ყველა თავისას მიიღებს. ეს რომ გროვდება უფალი უყურებს და შესაბამისად მიაგებს ყველაფერს. უფალს ვერ მოატყუებს ვერავინ, ვერც ეკლესიის წევრი და ვერც არა ეკლესიის წევრი. აუცილებელია რაღაც ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ ხომ სკამებისთვის არ ვიბრძვით, ნებისმიერი სკამის დამთმობი ვარ ჩემი ერი იყოს კარგად, თუ არადა მაგალითებით ვნახოთ, ვინ რას აკეთებს, ზოგი იმისთვის ცხოვრობს სკამი შეინარჩუნოს ბოლომდე. ღმერთთან რომ მივდივართ, არავინ არ წავდგებით არც ეპისკოპოსებად, არც პრეზიდენტებად, არც პრემიერებად, არც იმპერატორებად, არც ხელმწიფეებად“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.მისივე თქმით, უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ღმერთს.„რამდენი წელია საბჭოთა კავშირიდან ვითომ გამოვედით და გონებით რუსებად დარჩნენ, გონებით მონღოლებად დარჩნენ, იმიტომ, რომ წინა წინას ებრძის ყოველთვის.რუსობას რას ვეძახი მე, ერს არ ვეხები, მმართველობის ფორმას ვიძახი. წინა ხელისუფლებამ იმის წინა უნდა მოსპოს, მერე ის, მერე ის და ასევე ხდება ყველგან.ყველას მოვუწოდებთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ერთად ვიცხოვროთ და დაძაბულობა არ გვქონდეს, თუ იმას ვფიქრობთ, რაღაც ისეთი კანონები მივიღოთ, რომ ვიღაცეები რაღაც მომენტში გავაჩეროთ ხოლმე? ღმერთს რა უნდა, იმაზე ვიფიქროთ“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ბოლო სიახლეები