შაბათი, იანვარი 17, 2026

ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს – „შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც მისალოც ტექსტში პატრიარქი აღნიშნავს, გამორჩეულია მზექალა შანიძის დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და ქართველოლოგიის განვითარებაში.

„აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა შორის. გამორჩეულია მისი დამსახურება ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და, საერთოდ, ქართველოლოგიის განვითარებაში; ამასთან, ქალბატონი მზექალა იყო და რჩება მრავალ თაობათა აღმზრდელად და თავისი სტუდენტების ყველაზე მკაცრ, სამართლიან შემფასებლად. ბუნებრივია, მას არაერთი ჯილდო და ტიტული აქვს მიღებული; გვახარებს, რომ თავისი შესაძლებლობები მან გელათის მეცნიერებათა აკადემიის სივრცეშიც გამოავლინა და არაერთი სამეცნიერო სტატია და ნაშრომი შექმნა. ქალბატონ მზექალას გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს და შევთხოვთ ღმერთს მის ჯანმრთელობას, ქვეყნის საკეთილდღეოდ კვლავაც დაუღალავ მოღვაწეობას“, – ნათქვამია პატრიარქის მისალოც ტექსტში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციის გიოქსუნის რაიონში, 4.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 7.01 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მიხეილ სააკაშვილი – გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა

გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.სააკაშვილი თავის პოსტში, 2021 წელს, მისი დაკავების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას.„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში, მოზამბიკსა და ზიმბაბვეში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.ამასთან, მეტეოროლოგების პროგნოზით, აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მომდევნო დღეებში სტიქიის გაძლიერებაა მოსალოდნელი.მსოფლიო სურსათის პროგრამის ცნობით, ცენტრალურ და სამხრეთ მოზამბიკში 200 000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა, ათასობით სახლი დაზიანდა და ევაკუაცია ათიათასობით ადამიანს ესაჭიროება.ზიმბაბვეს ოფიციალური პირების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად მიმდინარე წელს ქვეყანაში, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი სახლი კი განადგურდა.სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ორ ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოსა და მპუმალანგაში, გასულ თვეში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.მედიის ცნობით, წყალდიდობამ ასევე მოიცვა კუნძულოვანი სახელმწიფო მადაგასკარი, მალავი და ზამბია. მადაგასკარის ხელისუფლების ცნობით, ნოემბრის ბოლოდან წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინული დელეგაცია ტრამპის წარმომადგენლებთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა

უკრაინული დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა. მომდევნო დღეებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხ კოლეგა პეტრ პაველთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრების შემდეგ „მეტი სიცხადე იქნება იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე მომზადებულია ამერიკულ მხარესთან ერთად, ასევე რუსეთის პასუხთან დაკავშირებით მთელი იმ დიპლომატიური მუშაობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს“.ზელენსკიმ დააზუსტა, რომ საჭიროა უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის აღდგენის პაკეტთან დაკავშირებული რიგი საკითხების დახვეწა. მისი თქმით, ყველაფერი მზად თუ იქნება, ხელმოწერა შესაძლოა, 19–23 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგეს.„საკითხი არ არის იმაში, რომ დღესვე, სასწრაფოდ მოვაწეროთ ხელი. მნიშვნელოვანია, იქ იყოს ყველა ასპექტი, რომელზეც პარტნიორებთან ვისაუბრეთ, რომ უკრაინა ომის შემდეგ არ დარჩეს „შიშველი და ფეხშიშველი“, გვქონდეს რეალური ფინანსური მხარდაჭერა. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.საუბარია, მათ შორის, ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 მილიარდი დოლარის მოზიდვაზე უკრაინის აღსადგენად.2025 წლის დეკემბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად გაასაჯაროვა სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი, რომელსაც მოლაპარაკებების მონაწილე მხარეები განიხილავენ. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, უკრაინამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა აშშ-თან უკვე შეათანხმეს ძირითადი პარამეტრები. აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოლგა სტეფანიშინამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ შაბათს მაიამიში გაიმართება ამერიკა-უკრაინის კონსულტაციების მორიგი რაუნდი კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე. სტეფანიშინას თქმით, უკრაინული მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი დავით არახამია. სტეფანიშინას არ დაუკონკრეტებია, ვინ წარმოადგენს შეერთებულ შტატებს, თუმცა წარსულში ამ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. სტეფანიშინა ასევე წერს, რომ ვაშინგტონი და კიევი „მუშაობენ ორ საკვანძო დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის შესახებ შეთანხმებებზე, რომელთა საერთო მოცულობა 800 მილიარდ დოლარამდეა“.

მილოცვა იუბილარ მეუღლეს-დავით კაჭარავა იუბილარია

დავით კაჭარავა იუბილარია. ყოფილი სპორტსმენი 40 წლის გახდა. ის სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის მეუღლის, ქეთი ხატიაშვილისგანაც. ქეთი ხატიაშვილი ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა