კვირა, მაისი 11, 2025

ილია დარჩიაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევის მსხვერპლია, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე შეხვედრაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ დაარღვია საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რასაც მოჰყვა უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს და უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომი.

ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.

მისი თქმით, რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ წარმოადგენდა ცივი ომის შემდეგ სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერად შეცვლის პირველ ღია მცდელობას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით.

„რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო. უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ მიდგომას ორი მთავარი მიზანი აქვს: რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება.

ამ კონტექსტში, მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელოვან როლზე და ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებულ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს თავისი ძალები უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფს ხმამაღალი და მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა კვლავ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთო-ს პრინციპებისადმი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები