სამშაბათი, თებერვალი 17, 2026

იზა ომაძე: სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო [ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას

„სრულიად შემთხვევით ქალბატონი ნინო[ქადაგიძე ჟვანია] იყო ნიკო კვარაცხელიას საფლავთან და მან მითხრა, რომ თუ მისი შვილი არის ამ საქმის თანამონაწილე, საკუთარი ხელით მიუყვანს პროკურატურას. ველოდები ქალბატონ ნინოს მოქმედებას“, – განუცხადა „ქრონიკას“ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძემ.

მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით.

„რასაც ვამბობდი, მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ზუსტად ისე ყოფილა ყველაფერი. ესენი ყოფილან დამნაშავეები და საჭირო იყო მათი დროულად პასუხისგებაში მიცემა, რადგან ძალიან მალე ველოდები, რომ ისინი ალაპარაკდებიან.

ნიკო კვარაცხელია იყო იმ მასშტაბის ფიგურა, მე დედა მისი საქმის შესახებ ვერ გავმართავდი ჭორაობას. ველოდებოდი სამართლებრივად განმტკიცებულ მასალას, თუმცა ჩემთვის დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, მოტივი დაუჯერებელი იყო. მე არ ვიცი რა დაპირისპირებაზეა საუბარი. ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა შეკვეთილი მოტივით“, – აღნიშნა მან.

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია. განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.„დღეს ვიწყებთ მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს სამმხრივ ფორმატში – უკრაინა, შეერთებული შტატები და რუსეთი. მადლობას ვუხდით ამერიკულ მხარეს ჩართულობისა და სათანადო მუშაობისთვის, შვეიცარიას კი – შეხვედრის ორგანიზებისა და დისკუსიებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფისთვის“, – აღნიშნა  უმეროვმა.უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დელეგაციას უკრაინის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ჩარჩო და მკაფიო მანდატი აქვს.„დღის წესრიგში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხებია. ვმუშაობთ კონსტრუქციულად, კონცენტრირებულად და ზედმეტი მოლოდინების გარეშე. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად წინ წავწიოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მდგრად მშვიდობასთან ახლოს მიგვიყვანს“, – განაცხადა რუსტემ  უმეროვმა.პარალელურად, რუსული მედია წერს, რომ მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და განხილვის მთავარი საგანი სამხედრო, პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხებია.

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, დააგვიანეს, მშვიდობა შევინარჩუნეთ

ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.„დააგვიანეს. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.გამოიცანით, რა მოხდება ოთხი წლის თავზე…“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

სასტუმროების ქსელის, Hyatt-ის თავმჯდომარე, მილიარდერი ტომ პრიცკერი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

ილინოისის გუბერნატორის, ჯეი ბი პრიცკერის ძმამ, ამერიკელმა ბიზნესმენმა, ტომ პრიცკერმა განაცხადა, რომ Hyatt Hotels Corporation-ის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.„მოხდა საშინელი შეცდომა, როდესაც კონტაქტი მქონდა ჯეფრი ეპშტეინთან და გისლეინ მაქსველთან. არ არსებობს მორალური გამართლება, რომ არ ჩამოვცილდი მათ უფრო ადრე“, – აღნიშნა მილიარდერმა გავრცელებულ განცხადებაში.როგორც მედია წერს, ერთ-ერთ წერილში, 2018 წელს ეპშტეინმა პრიცკერს სთხოვა, დაეჯავშნა ბილეთები ქალისთვის, რომელიც აზიაში მიემგზავრებოდა. პრიცკერმა როდესაც ჰკითხა, რას აპირებდა აზიაში, ქალმა უპასუხა, რომ „ჯეფრისთვის ახალ გოგონას ეძებდა“. „დაე, შენთან იყოს ძალა“, – უპასუხა პრიცკერმა.შეგახსენებთ, მანამდე ეპშტეინთან კავშირის გამო ერთ-ერთი მსხვილმა პორტების ოპერატორმა კომპანიამ, DP World-მა დაითხოვა აღმასრულებელი დირექტორი სულთან აჰმედ ბინ სულაიემი. ასევე, 2025 წლის ბოლოს აშშ-ის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლარი სამერსი OpenAI-ს დირექტორთა საბჭოდან გადადგა და ყველა საჯარო თანამდებობა დატოვა სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო.

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი აშშ-ს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფაჰლევი ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანში „ჰუმანიტარული ჩარევისკენ“ მოუწოდებს.ფაჰლევიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განცხადა, რომ ირანელი ხალხი „თავისუფლებას“ ითხოვს და მსოფლიოს მოუწოდა, ირანზე ზეწოლა გაზარდოს.„ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, ირანში ადამიანებს სიკვდილით სჯიან, ადამიანებს აპატიმრებენ და აწამებენ. სწორედ ამიტომ არის ჩარევა აუცილებელი – ჰუმანიტარული ჩარევა სიცოცხლეების გადასარჩენად, რომელთა დაკარგვაც სხვა შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა რეზა ფაჰლევიმ.

ალი მოჯანი: ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა

ჟენევა ამჯერად განსხვავებული იყო, დაემატა დაკარგული ელემენტი- სერიოზულობა -ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი  პლატფორმა X-ზე წერს.შეგახსენებთ, ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები არაპირდაპირ ფორმატში, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ომანის საელჩოში იმართება. ირანის დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ხელმძღვანელობს, ხოლო ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.

ბოლო სიახლეები