ოთხშაბათი, დეკემბერი 3, 2025

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, ასევე პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს.

მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – წერს ივანე მაჭავარიანი.

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 2018 წლის 12 ივნისს დაიკავა, ვიცე-პრემიერად კი 2021 წელს დაინიშნა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფი“ -ს საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების (საერთო წონა - 386 გრამი) შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი გამოვლინდა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 83 879 ლარი შეადგინა.ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ მოქალაქეთა მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს“ – სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

თბილისში, სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქუჩაში ინფარქტი დაემართა, - ინფორმაციას Facebook-გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს."სასწრაფო დახმარების თბილისის მე-10 ფილიალის 1032 ბრიგადა გამოძახებიდან ბრუნდებოდა, როდესაც ქუჩაში გამვლელები სასწრაფოს მანქანას წინ გადაუდგნენ და შეჩერება მოსთხოვეს.ექიმმა მარინა ჩხეიძემ დაუყოვნებლივ აცნობა ცენტრალურ სადისპეტჩეროს, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევააა და ბრიგადა ჩერდება.ქუჩაში შუახნის მამაკაცი მოსახლეობას სკამზე ჰყავდა დასმული, გადმოცემის მიხედვით ის ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც მოულოდნელად გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო, მანქანა გააჩერა და გამვლელებს დახმარება სთხოვა.სამედიცნო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება. დაფიქსირდა დაბალი წნევა. პაციენტი გადაიყვანეს ფარზე და დაიწყეს კარდიოგრამის გადაღება, კარდიოგრამის გადაღების პროცესში მამაკაცმა მოულოდნელად დაკარგა გონება, არ იყო სუნთქვა და პულსი. დაფიქსირდა პარკუჭოვანი ტაქიკარდია, რომელიც წამებში გადავიდა ფიბრილაციაში.ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, პაციენტი აიყვანეს მონიტორზე, ელექტროშოკის გამოყენების შემდეგ წამოვიდა სინუსური ტაქიკარდია. პაციენტმა დაიწყო სუნთქვა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ფორს-მაჟორით გადაყვანილი იქნა კლინიკაში. კლინიკაში შესვლამდე პაციენტი სასწრაფოს მანქანაში გონზე მოვიდა.კლინიკაში დადასტურდა ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, სადაც პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისია მკურნალობა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.#გვეამაყებაექიმი მარინე ჩხეიძეუმცროსი ექიმი მარიამ ბობოხიძემძღოლი შალვა მამალაძე#შენისიცოცხლისგადასარჩენად", - აღნიშნულია Facebook-პოსტში.

მიხეილ სააკაშვილი: ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე, თანადგომას ძალიან ვაფასებ

ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, გამარჯვება გარდაუვალია.„ყველა ადამიანს დიდი მადლობა, ვინც გამოდის ჩემი სურათებით რუსთაველზე. მათ თანადგომას ძალიან ვაფასებ. ასევე, დიდი მადლობა საერთოდ ყველას, ვინც გამოდის. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. სიყვარულით, მიშა“, – წერს სააკაშვილი.

კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან და უნგრეთში საქართველოს ელჩ ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად დაესწრო.როგორც მერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის.„მივესალმები ბატონ პიტერ სიიარტოს, რომლის მოწვევითაც მაქვს პატივი, დავესწრო ამ ღონისძიებას. მოხარული ვარ, რომ ბატონ პიტერთან მაკავშირებს ჩვენი ქვეყნების დიდი მეგობრობა, საერთო ბრძოლა სიმართლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ასევე ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარული. სწორედ ამის გამო ვართ დღეს აქ. სასიხარულოა, რომ ვხსნით უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლს. მე, როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა, თამამად შემიძლია ვთქვა, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება და სიხარული, ვიდრე საკუთარი ქვეყნის სახელით ასპარეზობა და გამარჯვებების მოტანა სამშობლოსთვის. იოზეფ ბოჟიკმა ბევრი წარმატება მოუტანა უნგრულ ფეხბურთს და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უნგრელი გულშემატკივრის გულში. გილოცავთ ძეგლის გახსნას, უნგრულ ფეხბურთს კი ვუსურვებ კიდევ ბევრ წარმატებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა უნგრული ფეხბურთის ისტორიაში იოზეფ ბოჟიკის როლს და მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.„სასიხარულოა, რომ იხსნება ჩვენი დიდი სპორტსმენის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, განსაკუთრებით თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელიც ცნობილი ფეხბურთელი და ორგზის ჩემპიონია“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ფეხბურთის აკადემიაც დაათვალიერა.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  

ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით

კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის მინიჭებას შეეხებოდა.კობახიძის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო აქტიურად არის ჩართული მისი პირველი ფაზის განხორციელებაში.„შავი ზღვის კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, აქედან გამომდინარე, აქტიურად ვართ ჩართული აღნიშნული პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში. წინასწარ ხდება ვითარების შესწავლა და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით. კარგია, რომ მათ საკუთარი საინტერესო პროექტების ნუსხაში, ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს ეს პროექტი,“- განაცხადა პრემიერმა.ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.

ბოლო სიახლეები