სამშაბათი, იანვარი 27, 2026

იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია – რეგიონში გვყავს ნატოს სამი მოკავშირე, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო

შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რეგიონში გვყავს ნატოს სამი მოკავშირე, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, – განაცხადა რუმინეთში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ან არასწორ გათვლებს ჩვენი ვალდებულებისა და მზადყოფნის შესახებ. რუმინეთსა და ნატოს ყველა სხვა მოკავშირეს დავიცავთ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინაში და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.

„თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, საკუთარი გზა აირჩიოს. ჩვენ ყველა მოკავშირეს დავიცავთ. ნატოს პირველი და მეორე კლასის წევრები არასდროს ეყოლება. მხოლოდ ნატოს მოკავშირეები არიან – გაერთიანებულნი, როგორც ერთი“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კეროლაინ ლევიტი – დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება, შაბათ-კვირას გამართული შეხვედრა ისტორიული იყო, პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ომის ორივე მხარე

თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინაში სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება და აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში.„პრეზიდენტი სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით არ ნებდება. მას ახლახან შეხვდა პრეზიდენტი ზელენსკი, როცა დავოსში, შვეიცარიაში ვიყავით“, – განაცხადა ლევიტმა.თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ან უკრაინის ლიდერებთან დაგეგმილი სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჩართულია პროცესში.„პრეზიდენტი კვლავ აქტიურად არის ჩართული და, რა თქმა უნდა, მას ამ მოლაპარაკებების შესახებ აცნობებენ მისი მრჩევლები, კერძოდ, ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი. მათ გასულ შაბათ-კვირას მრავალმხრივი შეხვედრა ჰქონდათ, რომელიც სათანადოდ არ გაშუქებულა, მაგრამ ეს ისტორიული ხასიათის იყო, სადაც პრეზიდენტის გუნდმა ერთ მაგიდასთან მოიყვანა ამ ომის ორივე მხარე, რათა პროცესი უფრო ახლოს მივიდეს მშვიდობასთან“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტრა ბაირი გახდა

პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, - ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა პეტრა ბაირი (ავსტრია, SOC - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის თანამდებობაზე აბსოლუტური უმრავლესობით, 164 ხმით აირჩიეს.პეტრა ბაირი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 36-ე პრეზიდენტი გახდა და ის აღნიშნულ თანამდებობას ერთი წლის ვადით დაიკავებს, რომლის გახანგრძლივებაც კიდევ ერთი ვადით არის შესაძლებელი.პეტრა ბაირმა აღნიშნულ თანამდებობაზე თეოდოროს რუსოპულოსი შეცვალა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.დოკუმენტის თანახმად, მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ქოჩორაშვილის თაობაზე “სპორტინგი” შეთავაზებას ელოდება

"სპორტინგის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა, 6-თვიანი იჯარით "ლევანტეში" დაბრუნდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ღამურებს" "სპორტინგისთვის" ჯერჯერობით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ, გარიგების განსახორციელებლად კი 1 კვირა აქვთ. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში პორტუგალიურ გუნდში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, მოსალოდნელი ტრანსფერის გამო ქართველი ფეხბურთელი "სპორტინგის" ბოლო მატჩის განაცხადში არ ყოფილა. გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. გუნდს 2019 წელს შეუერთდა და თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში "ატლეტიკის" წინააღმდეგ.

აშშ-ის საელჩო – საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად

საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში, Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა.ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.„საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად“, – წერს აშშ-ის საელჩო.ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას. 

ბოლო სიახლეები