სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

იენს სტოლტენბერგი: მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდებას – მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე

მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე.

„ასე რომ მივესალმები, ინიციატივის უკან გაწვევას და რომ მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და რა თქმა უნდა ნატოც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად. დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და კორუფციის დასამარცხებლად. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა, რომ მათ სურთ საქართველოს დემოკრატიული კეთილდღეობა, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირება. ნატო განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ბოლო სიახლეები