მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო და უკრაინა მხარდაჭერას უწევენ ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციას, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ნატომ შავი ზღვის რეგიონში თავისი ყოფნა გაზარდა. კერძოდ, თურქეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში, რომლებიც ნატოს წევრები არიან. ასევე უკრაინასა და საქართველოში, რომლებიც ნატოს მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ თანამშრომლობა გავზარდეთ ჩვენს ახლო და ღირებულ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. ამ თანამშრომლობას განვაგრძობთ. ვსწავლობთ იმას, თუ როგორ განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველო და უკრაინა მხარდაჭერას უწევენ ნატოს სხვადასხვა მისიასა და ოპერაციას. მთავარი მესიჯია, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ პარტნიორობა ჩენს მეზობლებთან. ჩვენს ინტერესებშია, რომ მეზობლები სტაბილურად და წარმატებულად იყვნენ. საქართველო და უკრაინა ასპირანტი ქვეყნები არიან და მხარს ვუჭერთ მათ რეფორმების გატარებაში, რათა წინ წაიწიონ ევროატლანტიკურ გზაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ.
ბრიუსელში დღეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იწყება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი პირველად დაესწრება.