იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ცნობით, ხანძარი ივატეს პრეფექტურის მთიან რაიონში გაჩნდა.
სტიქიის გამო დასახლებული პუქნტებიდან 2 500-ზე მეტი მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ხანძარი ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 400 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.
ამ დროისთვის ხანძრის სრულად ლოკალიზება ვერ ხერხდება. ცეცხლის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე და 13 თვითმფრინავი ცდილობს.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

