იაპონიაში საკურა აყვავილდა. ფოტოკოლაჟი
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს.„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები.სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი.მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემს მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული “რისკის” გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება.ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა..“, - წერს ღარიბაშვილი.
როდემდე გაგრძელება უამინდობა საქართველოში – განახლებული პროგნოზი
საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, 17-18 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ირმა ინაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი, მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ – სოციალურ ქსელში კამპანიები არასდროს დამიგეგმავს, მე ვამხელ და...
არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილს.როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ამ მეგობრობაზე ის უარს არასდროს იტყვის.„არასდროს დამიმალავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩემი თანამებრძოლი და მეგობარი და მე მეგობრებზე უარს არ ვამბობ, ანუ დღესაც მეგობრად მიმაჩნია. არასდროს დამიტოვებია არცერთი ჩემი მეგობარი და არც მას დავტოვებ, მაგრამ პირდაპირ ვამბობ: არანაირი კამპანიები სოციალურ ქსელში არასდროს არ დამიგეგმავს და არც განმიხორციელებია, ეს კამპანიები მე არ მჭირდება, ისედაც საჯაროდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემსავე სახელით! მე ვამხელ და ვებრძვი კობახიძეს და კვლავ ვამბობ, რომ ის არის ცრუ მაბეზღარა, ცილისმწამებელი, საბჭოთა "დასმენების" კანონების ავტორი და ქართული პოლიტიკის ყველანაირად დამაზიანებელი, რომელმაც დათესა უზარმაზარი ზიზღი და აგრესია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მე ვამხელ კობახიძეს არა იმიტომ, რომ ვინმე დავაზიანო ან რაიმე პროცესი დავაზიანო! კობახიძე უნდა წავიდეს, რომ ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს! რაც შეეხება ღარიბაშვილის კომენტარს, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ყველა საკითხზე გავაკეთებ კომენტარს!“ - წერს ირმა ინაშვილი.ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ, 18 აგვისტოს ვრცელ წერილს გაავრცელებს.„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!“ - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი იმ წერილსაც ავრცელებს, რომელსაც ეხმაურება."დიტო ჩუბინიძისნაირმა, ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა“ და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს. ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი: 1. ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ. 2. (მეორე ვარიანტი თვითონ შემოგვთავაზეს, როგორც კომპრომისული გამოსავალი) - ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5 წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება. გამოსვლის შემდეგ არ უნდა გავეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ“, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“, - ნათქვამია წერილში.
დონალდ ტრამპი – ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ
ეს შესანიშნავი იდეაა, ჩვენ ჰორმუზის სრუტეს ბლოკადით ვაკონტროლებთ და მომწონს იდეა, რომ ჩვენს ტერიტორიად გამოვაცხადოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპის თქმით, აშშ-ს ამჟამად ჰორმუზის სრუტეზე „სრული კონტროლი“ აქვს.„მათ შეუძლიათ, პრობლემები შექმნან. შეუძლიათ, წყალში ნაღმი განათავსონ, მაგრამ ბლოკადამ ძალიან ეფექტურად იმუშავა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს არიან. მისი თქმით, თეირანს შეთანხმება სურს, თუმცა არა ისეთი, რომელსაც აშშ საჭიროდ მიიჩნევს.„მათ შეთანხმება სურთ, მაგრამ ისინი არ დადებენ იმ ტიპის შეთანხმებას, რომელიც, ჩემი აზრით, საჭიროა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, ვაშინგტონის მთავარი მიზანი ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებაა.„ჩვენ იქ ერთი მიზეზით ვართ – ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.ტრამპის თქმით, აშშ არ ცდილობს ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გახანგრძლივებას, რომლის ვადაც დღეს ამოიწურა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომანი ბოლო პერიოდში „კარგად არ მოიქცა“.ჟურნალისტის კითხვაზე, რჩება თუ არა ძალაში აშშ-ის პრეზიდენტის მუქარა ომანის დაბომბვის შესახებ და ამოეწურა თუ არა მას სპარსეთის ყურის ამ ქვეყნის მიმართ მოთმინება, ტრამპმა უპასუხა, რომ ომანი ბოლო პერიოდში კარგად არ მოიქცა.„არ ვფიქრობ, რომ ისინი კარგად მოიქცნენ, მაგრამ მათ ძალიან მარტივად გავუმკლავდებოდით“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელ მოქმედებებს გულისხმობდა.
ბადრი ვადაჭკორიას 18 აგვისტოს დაკრძალავენ…
გაგაცნობთ ბადრი ვადაჭჯორიას ოჯახის განცხადებას:ბადრი ვადაჭკორიას პანაშვიდები გაიმართება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში
(ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს ეზო)16 და 17 აგვისტოს, 17:00 საათიდან.გამოსვენება 18 აგვისტოს 14:00 საათზე.დაკრძალვა საბურთალოს სასაფლაოზე.




