შაბათი, მარტი 7, 2026

იაპონიაში საკურა აყვავილდა. ფოტოკოლაჟი

საკურა ძველთაგანვე პატივცემული იყო იაპონელების მიერ. მცენარე ოდითგანვე იაპონური კულტურის სიმბოლოდ მიიჩნევა. 27 მარტს, „იაპონური საკურის საზოგადოების“ მიერ აღინიშნება საკურას ყვავილობის დღესასწაული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„როიტერი“ – თურქეთი კვიპროსში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს

თურქეთი კვიპროსში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.საკითხთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგება ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც კვიპროსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განიხილება.მანამდე იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ კვიპროსს თავდაცვისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებს გაუგზავნიან. 2 მარტს კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის ავიაბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა.

ნიდერლანდების პრემიერი – ირანზე თავდასხმები, ისევე როგორც თეირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე საპასუხო ქმედება, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს სცდება

აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა.„გასულ კვირას ირანზე განხორციელებული თავდასხმები, ასევე ირანის მიერ რეგიონის ქვეყნებზე მიუღებელი საპასუხო ქმედება საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს სცდება“, –  განაცხადა იეტენმა ჰააგაში ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე.მისივე თქმით, ნიდერლანდების მთავრობას ესმის ირანზე განხორციელებული დარტყმების, რადგან ეს ქვყანა საკუთარი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის, დიდი ხანია, საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს საერთაშორისო სამართლის დაცვა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების ძიება, „რაც არ უნდა რთული იყოს“.ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზანი.„მთავარი კითხვაა, როდის ჩაითვლება თავდასხმები წარმატებულად?“ – განაცხადა იეტენმა.

ისრაელის საელჩო – 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის საერთო ღირებულებებსა და პატივისცემასა ეფუძნება, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს

ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.როგორც საელჩო აღნიშნავს, მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება და ის რთულ დროში გამოიცდება.„ვიღაცამ ახლახან თქვა: „მეგობარი გასაჭირში იცნობა“. მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება – ის რთულ დროში გამოიცდება.ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. ათწლეულების განმავლობაში თეირანის რეჟიმი, ალი ხამენეის ხელმძღვანელობით, აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ – ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47-წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ.ჩვენ, ყველას გვსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველანი – ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები – ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და  მშვიდობაში.ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში – ისევე, როგორც  ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისა და ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს.ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას, და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას. მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს ვირჩევთ. 2600-წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი – უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, სიტუაციის გამოსწორება მათზეა დამოკიდებული

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს,  სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული და მათ კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს.„მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში.უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული. მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“, – წერს პაპუაშვილი.

მასუდ ფეზეშქიანი – საჭიროდ მიმაჩნია, ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა, ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშიანმა მეზობელ ქვეყნებს ბოდიში მოუხადა ირანის მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისთვის და აღნიშნა, რომ ირანი მეზობლებს თავს არ დაესხმება, „თუ ისინი პირველები არ დაესხმებიან თავს“.„მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ან შეერთებული შტატების მხარდაჭერა „პატივისა და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა არ არის“.ამასთან, ფეზეშქიანის თქმით, ირანი არ დანებდება და სამხედროები აგრძელებენ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს.„ირანი არასდროს დანებდება, ისინი ჩვენი უპირობო დანებების შესახებ ოცნებებს საფლავში წაიღებენ“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ბოლო სიახლეები