ოთხშაბათი, თებერვალი 4, 2026

იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

იაპონიაში დიდთოვლობას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე რეგიონები დააზარალა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ აომორიში, სადაც თოვლის საფარი თითქმის ორი მეტრია, გზების გაწმენდით სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარისკაცებიც ჩაერთნენ.

მათივე ცნობით, ქალაქში მსგავსი დიდთოვლობა 40 წელზე მეტია, არ ყოფილა. ქალაქ საპოროში გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში 1 000-ზე მეტი თოვლის საწმენდი მანქანაა ჩართული. დიდთოვლობის გამო დროებით დაიხურა ჰოკაიდოს მთავარი აეროპორტი, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა და ჩაიკეტა ზოგიერთი ავტომაგისტრალი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა…“ – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

„ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა…“ – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა- ეს ამბავი 2022 წლის 1 ნოემბერს მოხდა. ექიმი, რომელსაც დღემდე უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით იხსენებენ.„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად #გმირო“, - წერია Facebook გვერდის - „ყველაფერი მედიცინაზე“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში, სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; რვა შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა.„ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01. ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დიმიტრი ხუნდაძე-გუნდის შიგნით არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ...

,,გუნდის შიგნით არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზება 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა, ზოგი შეურაცხყოფილიც დარჩა, ზოგი აღარც არის. დღეს ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება. უფრო მეტიც, ასეთი ხალხი ზოგჯერ პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებენ, მათი რისკ-ფაქტორი ზოგჯერ პირადი ნაცნობობით ინიღბება, ეს უნდა დასრულდეს, ასეთ კადრებს სიკეთე არასოდეს არ მოაქვთ. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულში და შეცდომებს ვხედავთ დღესაც..." -ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას იწყებს

1-ელი მაისიდან, თბილისის მერია ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას დაიწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.„უახლოეს მომავალში, დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა პირველი მაისიდან ჩაეშვება და შევძლებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას“,-აღნიშნა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს

საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.აშშ-თან პოლიტიკურ ურთიერთობებს რაც შეეხება, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კვლავ მოლოდინის რეჟიმი არსებობს.„მნიშვნელოვანია ის მზაობა, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჩვენი მზაობა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველი ხალხის  წინააღმდეგ აწარმოებდა, მათ შორის, ქართულ არჩევნებში ჩარევის გზით. ჩვენ  მზად ვართ, ეს ფურცელი გადავშალოთ და შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიტვირთოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში 3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.

ბოლო სიახლეები