საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.
იანოშ ჰერმანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახალი კონსტიტუციის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია ემთხვევა ვენეციის კომისიის პოზიციას და საკონსტიტუციო ცვლილებებს ძალიან დადებითად აფასებს.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები დაიგეგმება და მუშაობა გააქტიურდება.
იანოშ ჰერმანმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს საპარლამენტო დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებაში.