ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

იაგო ხვიჩია: ომით დაზიანება ცუდია და ვერაფერი შეედრება, მაგრამ სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას აცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე

არ მჯერა, რომ ამერიკა ისეთი სუსტია, ომში ჩართვას ყველას სთხოვს და არავინ ერთვება, ეს არგუმენტი თავიდანვე არადამაჯერებელია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი განმარტებით, ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ, არც ეს არის სახარბიელო.

„შეიძლება, ეს ნათქვამი ვალიდური იყოს მაშინ, როცა ომში უკვე ოცი ქვეყანა ჩაერთო და 21-ე ხარ, ვინც არ ჩაერთე. მანამდე კი, ის ოცი ქვეყანა განადგურდა და ბრძნული მმართველობის შედეგად ისევ თავისუფალი ქვეყანა ხარ. ეს რომ იყოს, დავიჯერებდი, მაგრამ ომში ისევ ის ქვეყნები არიან, რითაც ომი დაიწყო, ხოლო ჩვენი ქვეყანა პროდასავლური კურსიდან თავისი შინაარსით პრორუსულ კურსზე გადავიდა. ომით დაზიანება ცუდია და ამას ვერაფერი შეედრება, მაგრამ სხვისი ომის შედეგად მეგობრებს და პარტნიორებს რომ კარგავ და გზას აცდები, არც ეს არის სახარბიელო საქმე მაშინ, როცა ომში საერთოდ ჩართული არ იყავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსი ახვლედიანი – როგორც ვიცი, თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.„ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა ახვლედიანმა.კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, - განაცხადა ახვლედიანმა.მისივე თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.მისივე თქმით, საქართველოდან წასვლას რიჟვაძე არასდროს აპირებდა.„ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, - განაცხადა ახვლედიანმა.კითხვაზე, კორუფციის საქმეებზე ხომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მას არ აქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძესთან კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ან აქვს ვინმეს“.ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ლაბორატორია იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატით შეივსო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა, ჰუმანიტარული დახმარების სახით, იაპონური წარმოების Toshiba-ის ფირმის ულტრაბგერითი აპარატი - Core Vision (Toshiba) გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ულტრაბგერითი აპარატი უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო-საექსპერტო ლაბორატორიულ კომპლექსში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში განთავსდა. საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში ახალი აპარატურა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელის - გერბერტ ვოლობუევის უშუალო მონაწილეობით დამონტაჟდა. როგორც სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამისა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე აღნიშნავს, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის ახალი სამედიცინო-ტენიკური დანიშნულების აპარატურით გაძლიერება ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს უქმნის დამატებით შესაძლებლობას, რომ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს საუნივერსიტეტო გარემოში დაეუფლონ. „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტი სტუდენტებს ამზადებს ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებში, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფლობს ამერიკულ საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. დეპარტამენტში მოქმედებს სამედიცინო ტენიკის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია წამყვანი ამერიკული კომპანიის - Fluke-ს აპარატურით. ჩვენი მიზანია მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით, ჩავრთოთ ახალგაზრდები სამეცნიერო-კვლევით და საინჟინრო- პრაქტიკულ სამუშაოებში. გარდა ამისა, მათ უნდა შეძლონ სამედიცინო ტექნიკის დაკალიბრება- დამოწმება, ხარისხის კონტროლის ექსპერტიზის ჩატარება, სათანადო დასკვნების და რეკომენდაციების გაცემა და რაც მთავარია, ჰოსპიტალური სექტორისა და სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრებისთვის ექსპერტული მომსახურების გაწევა. სწორედ ამ თვალსაზრისით, ახალი სამედიცინო აპარატურით საუნივერსიტეტო ლაბორატორიის გაძლიერება ჩვენს სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სწავლების პროცესში, ადგილზევე დაეუფლონ სამედიცინო ტექნიკის ხარისხის კონტროლის თანამედროვე მეთოდებს. ახალი თაობის პროფესიონალების აღზრდაში უნივერსიტეტს მრავალმხრივ დახმარებას გაუწევს პარტნიორი ორგანიზაციის - ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ საჩუქრად გადმოცემული იაპონური წარმოების ულტრაბგერითი აპარატი Core Vision-ი, რომელიც TOSHIBA-ს თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სახელით, მადლობას ვუხდით ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს,“ - აღნიშნა ირინე გოცირიძემ.

შალვა პაპუაშვილი – გიორგი გახარია ლენინივით ცდილობს გერმანიიდან რევოლუციების ორგანიზებას

არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს ახლა უწევთ, ამომრჩეველთან გაამართლონ საკუთარი ქმედება, თუ რატომ არ შევიდნენ პარლამენტში ერთი წლის განმავლობაში.„წინა პარლამენტშიც იგივე იყო, გახსოვთ მელიას განცხადება, პუფი იქნება ის, ვინც პარლამენტში შევაო და შემდეგ პუფებად შემოვიდნენ. მათაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ აქტიური მუშაობა ჰქონოდათ პარლამენტში, მანდატები არ დათმეს, მაგრამ არც პარლამენტში შემოდგეს ფეხი. ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და რთულ მდგომარეობაში არიან, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, თუმცა უფრო უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. დამარცხებულ ოპოზიციას, დამარცხებულ ელჩებთან ერთად, არ უნდოდა, ეღიარებინა საკუთარი მარცხი, დაიწყეს გეგმა „ბ“-ზე მუშაობა, რომ ძალადობრივი გზით ჩამოეშორებინათ ეროვნული და ლეგიტიმური ხელისუფლება, მიეცათ მარიონეტებისთვის გარედან. ეს გეგმა ჩავარდა, საბოლოოდ კი ჩავარდა 4 ოქტომბერს. აქვე გავიხსენებ ქალბატონ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც პოსტს პოსტზე წერდა იმ მომენტში, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა ხდებოდა. ახლა უწევთ, საკუთარ ამომრჩეველთან გაამართლონ სამარცხვინო ქცევა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში პარლამენტში არ მუშაობდნენ. ამ მხრივ ერთადერთი საინტერესო ნაწილი, რაც მათ მუშაობას, შეიძლება, ახლდეს არის ის, რომ შეგვიძლია, პირდაპირ ვნახოთ, რა დავალებები მოდის გარედან. მათ შორის, არის პარტია, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება ბატონი გახარიას მიერ, რომელიც გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი – გამოუცხადეთ ბოკერია-ჩერგოლეიშვილს პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, ნუთუ რთული მისახვედრია, ვინ „აცოცხლებს“ მათ ხელოვნურად?

პარტია „კანონისა და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ისინი მუდამ პოლიტიკური პროცესის დამშლელები არიან. ჩარკვიანის შეფასებით, მათ პოლიტიკური უარი უნდა გამოუცხადონ.თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილმა-ბოკერიამ ძველი პარტია დაანაწევრეს, შემდეგ კი არჩევნებში განულდნენ.„„გაათრიეთ“ ეს ცოლ-ქმარი ბოკერია-ჩერგო პოლიტ. „სცენიდან“, მუდამ პროცესის დამშლელები, ეს მრავალწლიანი კატასტროფა ქართული პოლიტიკისა, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებაში მხილებული (პატიმრების უფლებადამცველი ე.თევდორაძის ღია ჩვენებით სასამართლოზე ), რუსებზე (გაზპრომისთვის) ბიზნესის მიმყიდველები დიდ ფულად, ს.მოლაშვილის ღია ჩვენებით პატიმრების წამებაში მხილებული ბოკერია, ყველა ოპო პროცესის დამშლელი……გამოუცხადეთ მათ პოლიტიკური უარი, ხალხმა ისინი გაანულა არჩევნებში, მაშ ვინ „აცოცხლებს“ მათ ხელოვნურად, ნუთუ რთული მისახვედრია??? ბოკერიამ გუშინ განაცხადა აქციაზე – „ეს ჩვენი აქციაა, ჩვენ დავაანონსეთო“. ანუ ჩვენია, ყველასი არაო…. წარმოგიდგენიათ, რას ბედავს ეს უტიფარი თავხედი??!! გუშინ აქციაზე, სააკაშვილის „პლაკატის“ თემა საბაბ-მიზეზი იყო, ხელოვნურად წამოწია ამ უკვე კარიკატურად გადაქცეულმა ცოლ-ქმარმა…სინამდვილეში კი ასეა:ბოკერია იყო ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი, მასთან ამ „ოცნების ხელისუფლებას“, არც წულუკიანის კომისიაზე მიუწვევია ვინმეს, კითხვაც კი არ დაუსვამს რაიმეზე, მიუხედავათ პატიმრების, თუ მაშინდელი უფლებისდამცველის ღია ჩვენებებისა, ფაქტიურად ბრალდებისა!ეს ხელისუფლება ანგარიშს რომ არ უწევს დასავლეთს ვხედავთ, ამიტომ იმის ფიქრი, რომ ეს ცოლ-ქმარი, ანუ ბოკერია-ჩერგო დასავლეთისგან არის დაცული, სიცრუეა – ტყუილია (ჩერგოს მოგონილი ჭორია, ხალხის შეცდომაში შესაყვანად და თავის დასაცავად, რომ გაიხანგრძლივოს პოლიტ არსებობა უკვე განულებულმა), გაზპრომისთვის ბიზნესის მიმყიდველი, რომელსაც პასუხს არაფერზე სთხოვენ (კითხვასაც კი არ უსვამენ) მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო ბოკერია, როგორ ფიქრობთ ვისი დაცვის ქვეშ არის ახლა??ფაქტია, რომ ამ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ უარყოფილი დასავლეთის დაცვის ქვეშ არა! ეს ფაქტია! ძველი პარტია დაანაწევრეს, მერე განულდნენ, შემდეგ ახალი სახელი მოიგონეს ხალხის მიერ განულებულმა „ყვარყვარეებმა“ – პარტია „ფედერალისტები“, სახელსაც მიაქციეთ ყურადღება, შემთხვევითი არ გეგონოთ,საქართველოს დანაწევრება სურთ „ფედერალურად“ (ეს ძველი რუსული გეგმაა, ჯერ კიდევ ჟირინოვსკის გაახმოვანებინეს ხომ გახსოვთ?!) ზუსტად ისე, როგორც პოლიტ პროცესს ანაწევრებენ და შლიან, წლებია, უკვე ამას აკეთებს ეს „ცოლ-ქმარი“!იფიქრე, საქართველოვ!იფიქრე, ჩემო ძვირფასო!იფიქრე, შენ გენაცვალე“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შალვა პაპუაშვილი – ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია, ფარსში მონაწილეობას...

ფაქტი, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მონაწილეობას არ იღებენ აზერბაიჯანი და საქართველო, აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში, ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ევრონესტი არის ევროპარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და დიალოგის პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპარლამენტსა და ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის სხვადასხვა საკითხის განხილვა. ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა უკრაინა, ესეც აჩვენებს თავისთავად, რომ რაღაც არ ხდება სწორად ევროპარლამენტის მხრიდან. მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო არ იღებს მონაწილეობას ამ სხდომაში. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ არასწორია ქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები.„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან თითქმის ყველა არიან პარტიის წევრები, ბოკუჩავა და ა.შ. ასე რომ, აბსოლუტურ სიცრუესთან გვაქვს საქმე, როდესაც ახლა „ენჯეოშნიკების“ კვოტით პარტიის „ნაცების“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. სინამდვილეში, ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლად. ხმად თვლიან „ნაცმოძრაობას“ საქართველოს წარმომადგენლებად.ამის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, რასა იუკნევიჩიენე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც სირცხვილია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელის გულზე დევს.„სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება და არ ჩადის საქართველო და არ ჩადის აზერბაიჯანი. ესეც ხომ აჩვენებს, რომ რაღაც არის არასწორი მათ ქცევაში. ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ის მტრული რიტორიკა, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში, აქვთ ქართველი ხალხის მიმართ მტრული რიტორიკა, მტრული რიტორიკა ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესაც „ენჯეოშნიკებად“ გაფორმებული ჰყავთ ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტარდება ევრონესტის ეგიდით შეხვედრა, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრება. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით ევროპარლამენტში, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტში არის, ეს ხელის გულზე დევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო.

ბოლო სიახლეები