ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026

იაგო ხვიჩია: მელია ვეღარც ცალკე მიდის და ვერც პარტიიდან მიდის, ჯიუტად დუმს და ამით ძირავს „ნაცმოძრაობას“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ, თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და ბოლოს არჩევნებამდე ან დაშლილი, ან შერიგებული ხომ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს დაშლა თუ „რექონსილიეიშენი“.

„ამ კითხვაზე დიდი ხანი გაურკვეველი პასუხი საერთო საქმე აფუჭებს. ვერ გეტყვით ეს პროცესები საით წავა. ამდენი ხნის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ წასვლასაც ველოდებოდი და დაშლასაც. არც იშლებიან, არც მიდიან და არის ეს ჭაობი, რომელსაც არაფერი არ ეშველება. იმედი მაქვს, მალე აღმოიფხვრება ან მთლიან „ნაცმოძრაობას“ ქართველი ხალხი რამენაირად აღმოფხვრის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ. თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და ბოლოს არჩევნებამდე ან დაშლილი ან შერიგებული ხომ უნდა იყოს „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, არ ჰგონია, რომ „მიხეილ სააკაშვილს დაშლილი „ნაცმოძრაობა“ უნდოდეს“.

„ჩვენ მოვუწოდებდით მიხეილ სააკაშვილს, თავად დაეშალა „ნაცმოძრაობა“, თუ ციხიდან გამოსვლა უნდოდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ეს არ გააკეთა. ბევრი რაღაც ილაპარაკეს ერთმანეთში ნიკა მელიამ და მისმა მოწინააღმდეგეებმა. ამდენი რაღაც რომ გაქვს ერთმანეთისთვის ნაკადრები, მერე უცბად როგორ უნდა შერიგდე და გააგრძელო ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა? ასეთ უცნაურ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. ველოდები, „ნაცმოძრაობა“ როდის მოღონიერდება ისე, რომ ან დაიშალოს მარტივ მამრავლებად, ან ისე მოღონიერდეს, რომ ყოფილი „ნაცებიც“ შეიერთოს.

გაურკვეველ მდგომარეობაშია, მელია მიდის და ვერ მიდის, იქ ვეღარც ცალკე მიდის და ვერც პარტიიდან მიდის. „ნაცმოძრაობას“ ვინ მართავს, ვერ გაიგებ, კოლეგიური ხელმძღვანელობა ჰყავს „ნაცმოძრაობას“ თუ ერთი კაცი ხელმძღვანელობს, ასე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლებთან არჩევნებზე გასვლა უხერხულია. მე ამაზე ძალიან არ ვინერვიულებ, ბოლოს და ბოლოს, შემიძლია, ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს, რომ დაულაგებელი პარტია თუ არ გინდათ, აგერ ვართ ჩვენ დალაგებული პარტია და ჩვენ მოგვეცით ხმა. არჩევნებამდე ასე მისვლა უხერხულია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ აირჩია ბრძოლა დუმილით და მისი მდუმარება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ არის მიმართული.

„საქართველოში პოლიტიკოსები ერთმანეთს დუმილით ებრძვიან. ასევე დუმს გახარია, დუმს ბიძინა ივანიშვილი, ახლა დუმილი დაიწყო ნიკა მელიამ. ჩვენ მივდივართ პოლიტიკოსების ისეთ გასხივოსნებამდე, როდესაც ისინი, უბრალოდ, დუმან და ხალხმა იცის ისედაც, ამ დუმილში რა იგულისხმება. მიხვდნენ, რომ სალაპარაკო არაფერი აქვთ. მაგალითად, ხაზარაძე როცა დუმს, დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ რეიტინგი იმატებს, მაგრამ როგორც კი იწყებს ლაპარაკს, რეიტინგი ნახევრდება. დუმილი, ეს ნოუ ჰაუ პირველად ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა და ლაპარაკი უცბად შეწყვიტა. როგორც ჩანს, ეს წარმატებული აღმოჩნდა და დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიბაძეს. რამდენი წელია, გახარია მას ჰბაძავს, ახლა მელიამ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ყოველდღიურად არის გავეშებული შეტევები, ის ჯიუტად დუმს და ამით „ნაცმოძრაობას“ ძირავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვინ არიან გიორგი კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები – ახალი დეტალები პროკურორის ბრიფინგიდან

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურა – 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ორ პირს ბრალდება წარედგინება

2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ განაცხადა.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების და ფაქტების შესახებ.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ, ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო, გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.2015 წლის 25 დეკემბერს, თორნიკე კაჭარავა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7,65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა №3ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20:36 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა ქალას ძვლების და თავის ტვინის დაზიანებებით და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.ბრალდებულებს, თორნიკე კაჭარავას ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძვ. რედაქცია, განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – განაცხადა თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ.

შალვა პაპუაშვილი – ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ დამტკიცდა, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოააშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა, ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და პოლიტიკური ინტრიგების, შურისძიებისთვის ჩვეულებრივ იარაღად იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღების თაობაზე, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა. ამას ვაკვირდებით, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე, როდესაც სხვადასხვა პლატფორმაზე ამგვარი ორგანიზაციების ბოროტად გამოყენება ხდება საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს აძლევენ უფლებას, მათ ხელში იყვნენ იარაღი. დღეს, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის, თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, ყალბი ნარატივების შეთხზვის, გავრცელების, კონფლიქტების გაღვივების, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად იქცნენ. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოააშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა, ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და პოლიტიკური ინტრიგების, შურისძიებისთვის ჩვეულებრივ იარაღად იქცევიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.კითხვაზე, რას შეიძლება დაუკავშიროთ საქართველოსთან მიმართებით ევროპელი პოლიტიკოსების მიდგომა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიღებული რეზოლუციით გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა.„ჩვენ ჩვენი გვტკივა ყოველთვის და ჩვენს საკითხს ვუყურებთ. სხვა ქვეყნებსაც, შეიძლება, მსგავსი გამოწვევები ჰქონდეთ, მაგრამ იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა კვლავ დაგვანახა თავისი სახე და თავისი თავი შეგვახსენა, საქართველოსთან მიმართებით ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გააყალბა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა. ფაქტების ნაცვლად, გვაქვს მანიპულაციები, არის საქართველოს წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შეთხვზის მცდელობები. ასე რომ, ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, არის სკანდალი თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეები. იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელები, გვარები, სახეები ტრიალებენ. ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესხმიან თავს საქართველოს, ანტიქართულ დოკუმენტებს თხზავენ, მეორე კვირას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირას – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში. ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც მოჩენილი არიან საქართველოზე, რათა რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეცხრამეტე საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად მთელ ქვეყანას სხვადასხვა ინსტრუმენტით თავს დაესხან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი – საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ

საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები საქართველოს განვითარების დინამიკას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მაღალ შეფასებებს აძლევენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისთვის საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟენევაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას განაცხადა.მისივე თქმით, ამ ფორმატებში საქართველოსთან მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე ჯანდაცვისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებს, აგრეთვე სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს მზარდ როლს სამხრეთ კავკასიის შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში.საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეაჯამა გაერო-ს ეგიდით გამართული ხელოვნური ინტელექტის მართვის გლობალური დიალოგი და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოებს შორის კოორდინაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა და პასუხისმგებლიანი მიდგომები.მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით აუცილებელია უსაფრთხოების საკითხებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ხოლო საქართველო მზად არის, აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო დისკუსიებსა და ინიციატივებში, მათ შორის, მომავალში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო ფორუმების მასპინძლობის მიმართულებით.

მიხეილ სააკაშვილი – მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას მრავალი ასეული ათასი მომხრე ჰყავს, უკრაინელების ჩათვლით კი – რამდენიმე მილიონი.როგორც სააკაშვილი წერს, მხარდამჭერების ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს მისი მისამართით უსამართლო თავდასხმებზე.„მე მყავს მრავალი ასეული ათასი მომხრე და უკრაინელებსაც თუ მივამატებთ, რამდენიმე მილიონი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მგრძნობიარედ რეაგირებს უსამართლო თავდასხმებზე. ისე კი, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და რა ვიცი, ამ სტატუსსაც გავაზიარებ ყოველ შემთხვევაში. მე თვითონ ის ეთერი, რომელზეც საუბარია, არც მინახავს და არც მაინტერესებს“, – წერს სააკაშვილი.

ბოლო სიახლეები