რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავის მოგვარების „ერთადერთ გზად“ მიიჩნევს.
თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოზიციას, რომ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.