თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რეგიონში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები სტამბოლსა და იზმირში იგრძნობოდა. თურქული მედიის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები კვლავ გრძელდება.
სინდირგის მერის განცხადებით, ჩამონგრეულია 10 შენობა. მისი განმარტებით, მაშველებმა 4 ადამიანი გადაარჩინეს. მან დასძინა, რომ გრძელდება ორი ადამიანის ძებნა.
“ვუსამძიმრებ ჩვენს ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა ბალიქესირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომელიც მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. ჩვენმა ყველა შესაბამისმა უწყებამ თავიდანვე მიიღო ზომები და დგამს საჭირო ნაბიჯებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.