ორშაბათი, ივნისი 2, 2025

თორნიკე გერლიანი: უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ამბობდნენ “იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვსო”. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, გვეუბნებოდნენ, უკვე ცხინვალში არიან ჩვენები, კიდევ არ გჯერათ, ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი, კოდორის ხეობის მკვიდრმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, მოსახლეობასთან მიდიოდა თანამშრომელი, პოლიციელი ჯარისკაცი, ვინც მათთან კარგად იყო და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო და სულ მალე ჩავიდოდნენ სოხუმში.

“აგვისტოში ჩვეულებრივად იყო ყველაფერი, ბოლო სამი დღე დაიძაბა, როგორც კი დაიწყო ცხინვალში დაბომბვები, ჩვენც ახლა კონფლიქტურ ზონაში ვცხოვრობდით და წავიდა კითხვები აბა ახლა ჩვენთან რა იქნება, იმიტომ რომ, ჯარი არის ამხელა რაოდენობა, პოლიცია, არიან მოხუცები, ქალები, ბავშვები და ომ არ ჯობია ვისაც არ შეუძლია გადაადგილება ტყით, ან თავი შეაფაროს, ან იბრძოლოს, ხომ არ ჯობია რომ გაიწიოს ეს ხალხი, მაშინ როგორც ჩვენ გამოგვწიეს 92-93 წელში ჭუბერიდან. არა არანაირი წინაპირობა მაგის არ არსებობს აბა რისთვის ვემზადებით ჩვენო , რისთვის ვართ აქ, რამე რომ მოხდეს ჩვენ ის კი არ გვაქვს გეგმა, რომ აქ დავრჩეთ აქ ვიყოთ კარგადო, ჩვენი ცოტა სხვაგან მივდივართო, ეს სხვაგან წასვლა გულისხმობდა ალბათ სოხუმში ჩასვლას. ამას გვაჯერებდნენ ჩვენ ყოველდღიურად მოდიოდა ვიღაც პოლიციელი, თანამშრომელი, ჯარისკაცი, რომ ყველაფერი კარგად არის მალე ჩავდივართო [სოხუმში]”,-განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თეა წულუკიანის კითხვაზე აგვისტოს ომამდე წინა დეებში ახალი ძალა ხომ არ შესულა კოდორის ხეობაში თორნიკე გერლიანმა უპასუხა, რომ აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია და ყველანი თავის პოზიციებს იკავებდნენ.

“აგვისტოში უკვე არავინ აღარ დამატებია. ყველანი იყვნენ თავის პოზიციებზე სიმაღლეები აღებულია. ერთი მთა არის მანდ დედუქეფთა, კოდორიდან რომ გადავდივართ შემოვლითი გზა არის და მთელ აფხაზეთს უყურებს ზემოდან, ძალიან კარგი სტრატეგიულია ადგილია, მანდ გზა გაიყვანეს 2006 წელსვე და ძალიან დიდი საზენიტო დანადგარები დაამონტაჟეს”, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

თორნიკე გერლიანის განცხადებით, მეტი დამაჯერებლობისთვის ეუბნებოდნენ, რომ მიხელ სააკაშვილს უკვე დალაგებული ჰქონდა ყველაფერი, ქართული ჯარი კი უკვე ცხინვალში იყო და რამდენიმე დღეში სოხუმში ჩასვლას შეძლებდნენ.

“ისიც კი იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ აბა ეს რისთვის არის ჩვენ თუ აქედან გაქცევას ვაპირებთ და თქვენ თუ აქედან უნდა გახვიდეთ ჩვენ ჩავდივართ და ყველაფერი დალაგებული არისო, თან ასე გვეტყოდნენ ხოლმე, რომ ყველაფერი ეს ჩვენთვის ყოფილიყო უფრო დამაჯერებელი, იმას [სააკაშვილს] ყველაფერი დალაგებული აქვს მანდო. როცა ვიძახდით, რომ აფხაზეთში არიან ყოფილი მეომრები, ვინც იბრძოდა ჩვენთანაც არიან ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ, იმათი ძმები, როგორ იქნებიან ან შეხვედრა როგორ იქნება, ან ისინი ხომ არ დაყრიან იარაღს პირდაპირ, დალაგებულია მანდ? და ცოტა „წაპერესტრელკება“ იქნება, წაომებაო, მერე ყველაფერი დალაგებულია და შევდივართო. ცხინვალში რომ დაიწყო ამბები, მაშინ კიდევ უფრო გვეუბნებოდნენ აი უკვე ცხინვალში არიან ჩვენები შესული თქვენ კიდევ არ გჯერათო. ორ დღეში ყველაფერი დალაგდება და ჩავდივართ სოხუმშიო”, – განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაციას, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, „ბრწყინვალე შედეგად“ აფასებს. მისივე თქმით, ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.ზელენსკის განცხადებით, მან  მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში აღნიშნულ ოპერაციაზე.„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე დაგეგმვიდან ეფექტური განხორციელებამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც ზუსტად ისტორიის სახელმძღვანელოებში იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა დეტალებზეც და აღნიშნა, რომ ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.„ყველაზე საინტერესო და ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას – ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩართული. შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები მუშაობდნენ.  დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34 პროცენტი, ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში – სამ საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

დუდა სანაძე საამიროების თასის მფლობელია

დუდა სანაძე კლუბ „ალ ნასერის“ შემადგენლობაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თასის მფლობელია. ტურნირის ფინალში „ალ ნასერის“ მეტოქე წინ რეგიონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „შაბაბ ალ აჰლი“ გახლდათ.გუნდის ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის სანაძეს, რომელიც ტურნირის მანძილზე საშუალოდ 20 ქულას აგროვებდა. ყველაზე შედეგიანი დუდასთვის მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც მან 34 ქულა მოაგროვა.

„57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ“ – დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა

დღეს მამუკა ონაშვილის დაბადების დღეა.მომღერალს 57 წელი შეუსრულდებოდა.მამუკას დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით და ულოცავს.„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო დიდო დარდო და ტკივილო. 57 წელი შეგისრულდა უშენოდ და უჩვენოდ. მიყვარხარ და უსაზღვროდ მენატრები ჩემო მამუკა, ჩემი ცხოვრება აღარასდროს გაფერადდება, შენ მიფერადებდი,“ – წერს მაიკო ონაშვილი.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, რუსულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელოს თავდასხმა. აღნიშნული კომენტარი ბარტ ეიდემ მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ აეროდრომებს შეუტია.ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სწორედ რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 2022 წელს და „უკრაინას, რა თქმა უნდა, აქვს სრული უფლება, დაარტყას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს“.„აქ ისევ ვხედავთ, რომ უკრაინა იცავს საერთაშორისო სამართალს და უტევს შესაბამის სამხედრო სამიზნეებს, მაშინ, როდესაც რუსეთი ხშირად თავს ესხმის უკრაინულ ქალაქებს, აზარალებს და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს“, – აღნიშნა ესპენ ბარტ ეიდემ.ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ერთდროულად ოთხ სამხედრო აეროდრომზე. როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ ორ მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ბოლო სიახლეები