ორშაბათი, იანვარი 20, 2025

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

20 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად თოვა და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -7 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +7 – წვიმა

მესტია -2 – უმეტესად მზიანი

ფოთი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +6 – წვიმა

ოზურგეთი +6 – წვიმა

ქუთაისი +5 – წვიმა

ამბროლაური +3 – თოვლი

ახალციხე +1 – თოვლი

ბორჯომი -3 – თოვლი

ბაკურიანი -6 -თოვლი

გორი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +1 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა -3 – უმეტესად მზიანი

გუდაური -7 – მზიანი

თელავი +6 -მზიანი

რუსთავი +9 – უმეტესად მზიანი

თბილისი +6 – უმეტესად მზიანი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება – შალვა პაპუაშვილი

რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე  დასწრება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიდეოს აქვეყნებას, სადაც ის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე საუბრობს. „რამდენად ირონიულია ყოფილი პრეზიდენტის ზურაბიშვილის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე  დასწრება. ნახეთ მის მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიები,  იმის შესახებ , რომ ტრამპმა  მისი  პირველი პრეზიდენტობის დროს "არჩევნები რუსეთის დახმარებით მოიგო  " . ახლა ის  მსგავს შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ უწევს პროპაგანდას“,- წერს პაპუაშვილი  X-ზე.

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 11 იანვრამდე საზღვარგარეთ ტურისტულ მოგზაურობაში იმყოფებოდა. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ის ბაქოს კლინიკაში სისუსტის, სიცხის, სასქესო ორგანოს ბუშტუკოვანი გამონაყარის, გადიდებული ლიმფური კვანძების და კუნთების ტკივილის ჩივილით მივიდა. „ინფექციონისტმა, რომელიც ეჭვობდა, რომ პაციენტი დაინფიცირდა მაიმუნის ვირუსით, ანამნეზის დროს აღმოაჩინა, რომ მოგზაურობის დროს პაციენტს ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც გამონაყარი ჰქონდა. სიმპტომების არსებობა ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საფუძველი გახდა. PCR ტესტის შედეგებმა მაიმუნის ვირუსის არსებობა დაადასტურა", - წერს SOVA. „ეხო კავკაზას" ცნობით, პაციენტი ჰოსპიტალიზებულია და სტაციონარულ მკურნალობას გადის. ოჯახის წევრებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, არ აღენიშნებათ დაავადების ნიშნები. ისინი ტერიტორიული ამბულატორიული სამედიცინო სამსახურისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ორგანიზებით შინ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „მათ ჩაუტარდათ პროფილაქტიკური მკურნალობა და გადაეცათ საჭირო მედიკამენტები. პაციენტისა და მასთან კონტაქტში მყოფთა სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებები გაგრძელდება ინკუბაციური პერიოდის დასრულებამდე", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტი და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებას აქტიურად უნდა შევუდგეთ, გვაქვს დაანონსებული მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებისთვის თითოეული დღე და თითოეული კვირა მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავარდეს. „დაანონსებული გვაქვს აეროპორტის პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ამ პროექტის პირველი ფაზა და შემდეგ უკვე სრულად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება. გვაქვს სტადიონის პროექტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ გავაცდინოთ იმისთვის, რომ დროულად შევძლოთ სტადიონის დასრულება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა, რაც არის ჩვენს მიერ გაცხადებული ამბიციური მიზანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან საქართველომ რეკორდული შემოსავალი მიიღო

2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში 95 მლნ-მდე ლიტრი, 276,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 6%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 7% შეადგინა. ექსპორტის გაიზარდა შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი – 12% (6,7 მლნ ლიტრი), გერმანია – 30% (1,28 მლნ ლიტრი), აშშ – 32% (1,2 მლნ ლიტრი), ლიეტუვა – 11% (707 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი – 42% (425,6 ათასი ლიტრი), თურქეთი – 62% (538 ათასი ლიტრი), აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი ლიტრი), კანადა – 16% (198 ათასი ლიტრი), ისრაელი – 2% (314 ათასი ლიტრი), არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში – 80% (70 ათასი ლიტრი), სამხრეთ კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი) და ა.შ. ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 53% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 289 მლნ-მდე აშშ დოლარი (ზრდა 47%).

ირაკლი კობახიძე – შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში, რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი უნდა დასრულდეს

შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი. „შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი, რათა ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები