პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

თინა ბოკუჩავა ხაბეიშვილზე: მისთვის კონკრეტული თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, ჩათვალა, რომ გართულებული ჯანმრთელობის გამო, საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა

ლევანისთვის კონკრეტული თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, ჩათვალა, რომ გართულებული ჯანმრთელობის გამო, საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა. ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმოქმედებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ჩემთვის ეს იყო ძალიან რთული გადაწყვეტილება, როდესაც ლევანის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაჩნდა აუცილებლობა, ეს დისკუსია გახსნილიყო პარტიაში და როდესაც ის პირველად გამესაუბრა ამ გადაწყვეტილებაზე, არ იყო მარტივი ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მოსაზრება, ჩართულობა… ლევანისთვისაც რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ძალიან ღირსეული ნაბიჯი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისთვის კონკრეტული თანამდებობა კი არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება და ახლა ჩათვალა, რომ მისი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის საკუთარი თავის ინვესტიციას 100%-ით ვერ შეძლებდა და ვფიქრობ, რომ ამას ბევრი არ გააკეთებდა. ეს მისი მხრიდან ძალიან ღირსეული ნაბიჯია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ნამდვილად გუნდურად ვმოქმედებთ და ვფიქრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების საერთო მიზანზე, მეტიც მან თქვა, რომ დარჩება პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. მნიშვნელოვანია, რომ ლევანი რჩება, როგორც გუნდის მნიშვნელოვანი წევრი”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს

ნუ დაგვავიწყდება, რომ სახაზინო დეპარტამენტს უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათ მიმართ, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „აშშ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ OFAC-ს (უცხოური აქტივების კონტროლის ოფისს) უფლება აქვს, შემოიღოს მეორადი სანქციები მათთან მიმართებით, ვინც ივანიშვილთან ბიზნესს აწარმოებს“, – წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო, არ დათმო ქვეყნის ინტერესები, დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა

ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დეფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული. „ერთადერთი, ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ“ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა მდინარაძე – კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის, ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება, მათ კი უცხოელების, ამიტომაც ვართ...

კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამიტომ არის მმართველი გუნდი დაუმარცხებელი. „კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების. ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები. ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე.

ჰელსინკის კომისია – ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში

ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების შესახებ. „დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ ძალით წაყვანაში მისი მთავარი როლის გამო. ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში. წლების განმავლობაში, ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის ჩაშლის შესახებ“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები