სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

თინა ბოკუჩავა: წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე

„როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელიც წაართვა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ამასთანავე, დღეს ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია.“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

“როგორც გუშინ რუსთაველზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, გუშინ ღამით წამოვედი სტრასბურგში იმისთვის, რომ ევროპარლამენტში ჩამომეტანა საქართველოს მოქალაქეთა ხმა, რომელთაც წაართვა არჩევანი და ამით ევროპული პერსპექტივა ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. სულ რამდენიმე საათში დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები რეზოლუციაზე, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს ხუთშაბათს და სადაც ბუნებრივია საუბარია 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ამ რეზოლუციაზე მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ წინა კვირას ვიზიტისას და რა თქმა უნდა, მიზანია საერთაშორისო არ აღიარების შენარჩუნება, იმ შედეგების არ აღიარება, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას და რომელიც ჩვენ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად უნდა გახდეს ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი.

ამასთანავე მინდა გავაკეთო განცხადება, როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკოში ჩვენი წარმომადგენელი შეიტანს ჩემს მიერ ხელმოწერილ წერილს კანონით დადგენილი წესით, რომელიც მოითხოვს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციისგან ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, უარს ვაცხადებთ მანდატებზე, არ ვცნობთ ამ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმაციას. იცით, რომ ჩვენ ცესკოს უკვე მივმართეთ ყველა სიის წევრის სახელით, სადაც ხელმოწერილი წერილები გაეგზავნა იმისთვის, რომ არც დროებითი მანდატები გაცემულიყო და რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ჩვენი უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რადგან ეს არ გადაცემულიყო არალეგიტიმური პარლამენტისთვის. სამწუხაროდ, თავლაფ დასხმულმა გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო რუსული სპეცოპერაციის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, უგულებელყო ჩვენი წერილები, არაკონსტიტუციური ნაბიჯით მან არ მიიღო მხედველობაში ჩვენი სამართლებრივად გაცხადებული მოთხოვნა, რომ უფლებამოსილების საკითხი არ გადაცემულიყო პარლამენტში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც ცესკო და გიორგი კალანდარიშვილი დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილი წესით შეტანილ წერილს, რომლითაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს საპარლამენტო სიების ჩახსნას. სიების ჩახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს და კიდევ ერთხელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად და მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისით პოზიცია არის სრულიად ერთიანი, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალი, პროფესიონალი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას და სწორედ ამით დავიბრუნებთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანრი ოხანაშვილი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და...

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა  პოზიციაზე წარდგენისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩემი ამ პოზიციაზე წარდგენისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და რომ ვიმუშავებ ჩვენს სამთავრობო გუნდთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო და რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.  ამ მხრივ განსაკუთრებული როლი გაქვთ პარლამენტის წევრებს და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იქნება თქვენთან მუშაობა. ის გამორჩეული გამოცდილება, რომელიც თქვენთან ერთად შევიძინე, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი იქნება“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი 25 ნოემბერს წარადგინა.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოსნია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ნინო ბუხრიკიძემ, შეტევა კი გოლით კესო მეტონიძემ დააგვირგვინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეებიდან უელსმა ლიეტუვა 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში 29 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 2 დეკემბერს – ლიეტუვას. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

რატი იონათამიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატზე და მის თვისებებზე საუბრობს.მისი თქმით, კანდიდატი უნდა იყოს პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი."მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე, თუმცა შემიძლია ვთქვა კრიტერიუმები, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი. ამ თვისებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც ადამიანი პროფესიონალია, პატრიოტია და თან პატიოსანი, მან კარგად იცის ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები, ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს. რაც ჩამოვთვალე, ამის საპირისპიროა ჩვენი ბოლო პრაქტიკა და გამოცდილება, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე თავზე იხევს კონსტიტუციას. ის ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და შემდეგ ისევ სახელმწიფოს სახელით გველაპარაკება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ბოლო სიახლეები