პარასკევი, მარტი 14, 2025

თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის

სულ რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე ცხრა წელი მიუსაჯა პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის 9-წლიანი აღმშენებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის მიმართ სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზეც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს.

„ორშაბათს გამოცხადდება უკვე მეორე გადაწყვეტილებაც და, რა თქმა უნდა, აქაც მაქსიმალურ სასჯელს გამოიყენებს ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, რადგან მან არ დათმო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. მან შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მაგალითი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ პუტინის რუსეთისთვის, რაც მისთვის იყო უდიდესი საფრთხე როგორც სამეზობლო პოლიტიკისთვის, ისე შიდა პოლიტიკისთვის და ეს არის რეალურად ის ბრალი, რასაც ივანიშვილი უყენებს პუტინის საამებლად მიხეილ სააკაშვილს და უკვე მეოთხე წელია, უკანონო და უსამართლო პატიმრობაში იმყოფება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გერმანიის ოთხმა პარტიამ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა შეათანხმა

გერმანია უკრაინის დახმარებას სამი მილიარდი ევროთი გაზრდის. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის ოთხმა პარტიამ, რომლებმაც ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს „ვალის მუხრუჭის“ რეფორმასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დროს ასევე შეათანხმა უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაც.შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს „ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა, გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და პარტიამ „კავშირი 90“/„მწვანეებმა“.„ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი აღნიშნული სახსრების გამოყოფას დათანხმდა.უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამიზნული დამატებითი თანხა, შეიძლება, უკვე მომავალ კვირაში გამოყონ.ცნობისთვის, გერმანიაში საარჩევნო კამპანიის დროს ამ თანხის გამოყოფის შესახებ, რაც აუცილებელია კიევისთვის შეიარაღების მიწოდების გასაგრძელებლად, მწვავე დებატები მიმდინარეობდა.როგორც გერმანული მედია წერს, კანცლერი შოლცი დათანხმდა ამ ნაბიჯს იმ პირობით, რომ „ვალის მუხრუჭის“ პოლიტიკა შერბილდება გერმანიის თავდაცვითი ხარჯების გასაზრდელად. ეს რეფორმა საშუალებას იძლევა, თავდაცვითი ხარჯები გათავისუფლდეს გერმანიის კონსტიტუციაში გაწერილი „ვალის მუხრუჭისგან“ და შეიქმნას 500 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დასაბანდებლად. პარტიებს შორის კომპრომისი ასევე ითვალისწინებს 100 მილიარდი ევროს გამოყოფას კლიმატისა და ტრანსფორმაციის ფონდისთვის.

სტუდენტი ნინო გოგია – ჩვენთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით მივიღეთ გაფრთხილება, შევიტანეთ განცხადება, რომ მივიღოთ დასაბუთება, მანამდე არ ვაპირებთ თუნდაც ლექციებზე შესვლას

განათლების მინისტრის ბრძანებით, ეთიკის კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ნინო გოგიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ეს არის“, – განაცხადა გოგიამ.მისი თქმით, როდესაც სტუდენტებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი დაეგზავნათ, სადაც ნახსენები იყო, რომ იმართებოდა კომისიის სხდომა, რაზეც განიხილებოდა შეწამვლის საკითხი, დაკონკრეტებული არ იყო, ვის ეხებოდა და რა შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოჰყოლოდა, რომ მათ სტატუსი შეწყვეტოდათ და ა.შ.„გარდა ამისა, დაახლოებით საღამოს რვა საათისთვის მოვიდა ეს მეილი და ჩვენ დრო გვქონდა დილის 10:00 საათამდე, რაც გონივრული ვადა ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ მეილში არ არის დაკონკრეტებული, რომელმა ჩვენგანმა რა კოდექსი დავარღვიეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვეთ არაერთხელ და, მათ შორის, დღეს შევიტანეთ განცხადება, რომ მივიღოთ დასაბუთება, რას გვედავებიან კონკრეტულად. იმიტომ, რომ ამ განცხადების მერე რომ სტატუსი აღარ გვიწყდება, ამ განცხადებაში წერია ასევე ისიც, რომ მივიღეთ გაფრთხილება, თუმცა რასთან დაკავშირებით მივიღეთ ეს გაფრთხილება, დღემდე უცნობია ჩვენთვის და დღემდე ველოდებით უნივერსიტეტისგან, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ“, – განაცხადა გოგიამ.როგორც სტუდენტმა აღნიშნა, თავიდან თუ ისინი თვლიდნენ, რომ სტატუსი არ უნდა შეწყვეტოდათ, რა თქმა უნდა, ახლაც ასე თვლიან და არ იღებენ არც გაფრთხილებას, რადგან „ეს ქმედება სრულიად დაუსაბუთებელი და არალოგიკურია“.„დასაბუთებას ვიდრე არ მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, თუნდაც ლექციებზე შევიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, კანონს და, მეორე რიგში, ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას“, – განაცხადა გოგიამ.ნინო გოგიამ ასევე განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს სინდისის ყველა პატიმარს.მისი თქმით, უნივერსიტეტში მომუშავე არაერთი ადამიანი მათ პროტესტს ყოველ ჯერზე უშლიდა ხელს.„თუნდაც პირველივე დღეებში, როდესაც გიორგი შალუტაშვილს ველოდებოდით, რომ მოსულიყო და კომუნიკაცია ჰქონოდა ჩვენთან, მოვიდა დილის 06:00 საათზე და გარეთ რამდენიმე ადამიანი, ჩვენი სტუდენტი რომ იმყოფებოდა, ის ამბობდა, რომ ეს არის ულტიმატუმი და არ შემოვუშვებო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვეუბნებოდით, გარეთ იყინებიან ეს ბავშვები-თქო. ამის შემდეგ იყო შემთხვევა, როცა გვინდოდა, გამათბობლები შემოგვეტანა, რადგან უნივერსიტეტი არ რთავდა გათბობას და გვითხრეს ისიც, რომ ამით ფულს ზოგავენ ეს ადამიანები და ჩვენი გამათბობლების შემოტანის უფლებასაც არ გვაძლევდნენ. გიორგი ფხაკაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც თქვა, თქვენ პროტესტიც გინდათ და გათბობაც, ეს ყველაფერი ერთად ვერ იქნებაო“, – განაცხადა გოგიამ.სტუდენტმა ასევე განაცხადა, რომ მათთვის საჭმლის მიწოდებაც პრობლემა იყო.„ბანერები როცა ჩამოვკიდეთ, იყო შემთხვევა, როცა ჩაკეტეს კარი. მე და თემო შიგნით ვიყავით მაგ პერიოდში, დაახლოებით 72 ან 70 საათი და საჭმლის შემოწოდებაზე გვითხრეს, რომ ამის უფლებას არ მოგვცემდნენ და არც ერთმანეთის ჩანაცვლების უფლებას არ მოგვცემდნენ. გვითხრეს, ზუსტად ვციტირებ, ღრიჭოდან შემოგაწვდით საჭმელსო, კარის ღრიჭოზე იყო საუბარი“, – განაცხადა გოგიამ.

მარკო რუბიო – ხალხი როდესაც მოლაპარაკებით ცდილობს ომის დასრულებას, ჩვეულებრივ, ხდება გაცემაც და მიღებაც, რა იქნება კონკრეტული დათმობები, დამოკიდებულია მაგიდასთან მყოფ მხარეებზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ფრთხილი ოპტიმიზმით“ აფასებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთთან გამართულ მოლაპარაკებებს.„ჩვენი აზრით, გუშინ ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი კონტაქტები იყო პრეზიდენტ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის.უიტკოფი ბრუნდება აშშ-ში. როდესაც ის დაბრუნდება, იმედი მაქვს, შევიკრიბებით ამ შაბათ-კვირას. ჩვენ უფრო საფუძვლიანად შევაფასებთ რუსეთის პოზიციას. შემდეგ პრეზიდენტი შეაფასებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციაზე, რომელიც კანადის კვებეკის პროვინციაში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თქმით, „არსებობს საფუძველი ფრთხილი ოპტიმიზმისთვის, მაგრამ ეს რთული და კომპლექსური სიტუაციაა“.„ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ახლა, სულ მცირე, რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდით ომის შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას, თუმცა, კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი“, – თქვა რუბიომ.მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკების დროს გამოიკვეთა „დადებითი დინამიკა“.„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახავთ, რისი გაკეთება სურს რუსეთს. საქმე მხოლოდ რუსეთში არ არის. რა თქმა უნდა, ეს მისაღები უნდა იყოს უკრაინისთვისაც“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა პუტინს, რუბიომ უპასუხა, რომ ეს არარელევანტური კითხვაა, რადგანაც საქმე ეხება არა ნდობას, არამედ ქმედებებს.კითხვაზე, ხომ არ ცდილობს პუტინი, დრო მოიგოს, რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმ განცხადებების საფუძველზე, რასაც რომელიმე ქვეყნის ლიდერი აკეთებს პრესკონფერენციაზე ან სოციალურ მედიაში.რუბიომ განაცხადა, რომ „ომის დასრულების ერთადერთი გზა მოლაპარაკებების პროცესია“. მისივე თქმით, ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობებზე.„ის, რისი დათმობისა და მიღებისთვისაც მზადაა თითოეული მხარე, არის ის, რაც დაასრულებს უკრაინაში ომს. ხალხი როდესაც ჯდება და მოლაპარაკებით ცდილობს ომის დასრულებას, ჩვეულებრივ ხდება გაცემაც და მიღებაც. რა იქნება ეს კონკრეტული დათმობები, დამოკიდებულია მაგიდასთან მყოფ მხარეებზე. ჩვენ არაფერს წინასწარ არ განვსაზღვრავთ, მაგრამ ეს არის ის, რაც საჭიროა ომის დასასრულებლად“, – განაცხადა რუბიომ პრესკონფერენციის დასასრულს.

პუტინი ტრამპის მოწოდებაზე: იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაეცნო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას კურსკის ოლქში ბლოკირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების დანდობაზე.„იარაღის დაყრისა და ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინის ჯარებს კურსკის ოლქში გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის კანონების შესაბამისად“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეფონით რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რა დროსაც მას კურსკის ოლქში ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | დიმიტრი ხაჩიძე და ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.დღესვე ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97კგ).შეგახსენებთ, გუშინ, 13 მარტს ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ რომეო ბერიძე (63კგ) და საბა ჩილაშვილი (125 კგ).

ბოლო სიახლეები