მე გეტყვით, სინამდვილეში რა იყო შეცდომა, რომლის აღიარება უნდა შეგვეძლოს. შეცდომა იყო ამ ტროას ცხენის, ივანიშვილის პროქსის და ივანიშვილის პროექტის ოპოზიციად აღიარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ის, რომ გახარია სინამდვილეში სუპერმხდალი აღმოჩნდა და პატიმრობის შიშით გაქცეული ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს არის დასტური, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო.
„მე გეტყვით, სინამდვილეში რა იყო შეცდომა და ამ შეცდომის აღიარება უნდა შეგვეძლოს. შეცდომა იყო ამ ტროას ცხენის, ივანიშვილის პროქსის და ივანიშვილის პროექტის ოპოზიციად აღიარება. აი, ეს იყო სინამდვილეში შეცდომა. ის, რომ გახარია იყო ივანიშვილის პროექტი, რომელიც ვითომ ერთ დროს სუპერძალოვანი, სინამდვილეში სუპერმხდალი აღმოჩნდა და პატიმრობის შიშით გაქცეული ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს არის დასტური, რომ ის ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო. უბრალოდ, ახლა ევაჭრება ივანიშვილს პროცენტებთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში. დისტანციურად შეშინებული გახარია ივანიშვილს ევაჭრება ბერლინიდან, გარკვეულ პროცენტს თუ დამიწერ, მაშინ მე შემოვალ პარლამენტში და შენს დე ფაქტო პარლამენტს ლეგიტიმაციას მივანიჭებო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.