ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ის თავად უხელმძღვანელებს.

„თბილისში წინასაარჩევნო კამპანიის ლიდერი იქნება თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საქართველოს მასშტაბით კამპანიის ლიდერი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პეტრე ცისკარიშვილი – „მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს

„მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ფუჭი.„თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია და შეუძლიათ, პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა. ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან ერთიანი ფასეულობათა სივრცის ნაწილი, შესაბამისად, შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც.აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები, თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს „ოცნება“, ყველაფერი არის ფუჭი. „მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ იჭერს თევზს აპარატით,...

"სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლებში. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს", - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიაში ხალხი ეკითხებოდა, რამდენად დასაშვები იყო გუბერნატორის ბრაკონიერობა იმ ფონზე, როცა თირქიამ მოსახლეობას დენის აპარატით თევზაობა აუკრძალა."მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა "ეგერები" და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს, სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი აშშ დოლარითო. ამ თანხით, თქვენ, თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო", - განაცხადა გურამ თირქიამ.

ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი - 50 პირი ჯაბალიას დევნილთა ბანაკში დაიღუპა, მათ შორის, 22 ბავშვია. არიან დაჭრილები."ცაჰალმა" დარტყმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა თუმცა, მედიის ცნობით, იერიშების განხორციელებამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გამო, ევაკუაციის ბრძანება გაიცა.ჰამასის" მტკიცებით, ღაზის დაბომბვა "ნეთანიაჰუს ვერანაირ გამარჯვებას არ მოუტანს".ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის გავრცელებული განცხადებით, "ცაჰალი" ამ დღეებში ძალისხმევას "ჰამასის" ბოლომდე გასანადგურებლად კიდევ უფრო გააქტიურებს

მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს- ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება

მაშველებმა მტკვარში კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც 14 მაისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არ უკავშირდება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, მტკვარში გოგონას ცხედარიც იპოვეს, რომელიც აპრილში გაუჩინარებული აითაჯ მამედოვაა.„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე, ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები, რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები